თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
იქნებ მომაგონოთ ესტონეთთან რომ შევრცხვით მწვრთნელი ვინ იყო?...ფაისს ერთი მოსაგები თამაში აქვს წაგებული ორი ბურთის სხვაობით(სერბიასთან, ისევ ვაკო მაგონდება), დანარჩენში ყველა ბრძოლაში დავთმეთ თითო ბურთით და ცოტა იღბალი რომ გვქონოდა სხვა ვითარება იქნებოდა ეხლა. ცხადაძესაც ისე მისტირიხართ, როგორც მანამდე გენიოს ქეცბაიას. დარჩეს ვაისი იმ პირობით, რომ დვალიშვილს და ლობჟანიძეს აღარ დაგვანახებს გაფართოებულშიც კი:)
emigranti
11 ოქტომბერი 2017 02:29
4
მოკლედ კობიაშვილმა უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ცხადაძე დააბრუნოს ნაკრებში
თემური
10 ოქტომბერი 2017 16:55
8
rom we aq umetesobas vaisa moswonso,saidan askvni?pederacias da mati kochis gamgoreblebs gulisxmob?tipi elementarulad cvlilebebis azze araa da shedegic saxeze gvaq da es mogwont??
euhh
10 ოქტომბერი 2017 14:18
4
ვაისი არაა ცუდი მწვრთნელი, მაგარამ მგონია, რომ ქართველი აჯობებეს დავნიშნოთ. ხშირად ცდება სასტარტოსს დაყენების დროს და რატომ აგვიანებს შეცვლებს გაუგებარია. მოლდოვასთან უგერგილო თამაშები ჩემი აზრით ყველაზე ცუდი იყო მისი ხელმძღვანელობით. რა დაუშავა ჭანტურიამ ვერ ვხდები და რის გამო ვერ ანებებს ვეტერან დვალიშვილს თავს გაუგებარია.ისე კახა კაჭარავა სჯობს ამათ ყველას მწვრთნელად!
kika
10 ოქტომბერი 2017 13:57
6
ვაისი,ცხადაძე,გეგუჩაძე და ა.შ. სამწუხაროდ აბსოლიტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეროვნულის თავკაცი.გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას, ვინ სად თამაშობს და რამდენს თამაშობს და რატომ აღმოჩნდნენ ამ დონეზე. გადახედეთ ჩვენს გასაცოდაებულ ეროვნულ ჩემპიონატს და გავიხსენოთ ევროტურნირებზე ქართული კლუბების კრახი. გადახედეთ ვინ ასწავლის და რას ასწავლის ბავშვთა ფეხბურთში. ეს სფერო ძირიდან კენწერომდე დალპა უკვე დიდი ხანია და საკუთარ წვენში ჩაიხრაკა. არც თვითონ იციან რა ქნან წარმატებისთვის და არც დამრიგებელი ყავთ ვინმე და რომც ყავდეთ თვალებს დაუკორტნიდნენ ალბათ.
ირაკლი
11 ოქტომბერი 2017 00:25
1
კახა რომ შემოგტავაზონ უარი არ ტკვა იცოდე, შენს ტავზე მაგლა დადეგი და იცი რატომ/ მოგება და სიხარული მოგვენატრა
vaxo
10 ოქტომბერი 2017 21:07
3
ცხასაის ერტი ის არ მომცონდა რო ტავის სჰვილს რო ატამასჰებდა.ისე იყოს ამაე უარესი რა იქნება,ფეხბურტელებზე ტყვილა ვარტ გაბრაზებული,450 მილიონი სად მიდის ის გამოიზიონ ამ ფინია ჯურნალისტებმა.
bajo
10 ოქტომბერი 2017 16:01
2
ცხადაძე ნაკრებში.
კალაძე-კობიაშვილის ბანდა სასწრაფოდ მოსაშორებელია ფედერაციიდან სანამ სულ არ დაასამარებენ ისედაც მომაკვდავ ქართულ ფეხბურთს.
ნუთუ არ რცხვენია ამ კალაძეს მერის არაჩევნებში რომ იყრის კენჭს.
თან რომ ფარისევლობს 2 მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს თავის საძმაკაცო ვეტერანების ვოიაჟი თბილისში და 400 ათასი შემოვიდა მატჩიდან და ბორჯომის ტყის გადასარჩენად გადავრიცხეთო. ვითომ ეხლა ის 2 მილიონი თავისი ჯიბიდან დახარჯა.
lashamax
11 ოქტომბერი 2017 07:49
4
ქართველი დანიშნონ ჯობია
Levan
10 ოქტომბერი 2017 17:48
9
უჩა სოსიაშვილი მწვრთნელად
feola
10 ოქტომბერი 2017 14:44
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული