აღარაფერს ვამბობთ ანტირეკორდის გამეორებაზე: 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც ვერ შეძლო ვერც ერთი ოფიციალური მატჩის მოგება!..
...სან მარინო, მოლდოვა, ყაზახეთი, მალტა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, კოსოვო - აი, ამ ქვეყნის ნაკრებების მსგავსად, ჩვენც მოუგებლად დავასრულეთ ეს შესარჩევი ციკლი, ოღონდ მცირეოდენი შვება უნდა ვიგრძნოთ იმ ფაქტის გამო, რომ ამ "შესანიშნავი
...ჯერჯერობით, უცნობია, გააგრძელებს თუ არა მუშაობას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრებმა ეს შესარჩევი ციკლი მოუგებლად დაასრულა; სამწუხაროა, მაგრამ - ფაქტია: საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად გინდ ქართველი სპეცილისტი დაინიშნოს, გინდ - უცხოელი, ყველა ჩვენგანისათვის საოცნებო შედეგი (ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლა) კვლავაც ოცნებად რჩება.
ჰოდა, ვართ ასე, ამ "ოცნებათა ტყვეობაში" 1994 წლის 7 სექტემბრიდან (როცა საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა) მოყოლებული დღემდე; ვართ და, მხოლოდ და მხოლოდ, ეპიზოდური გამონათებებითღა ვხარობთ. ყველაზე დამთრგუნველი კი, ალბათ, ის არის, რომ იმ სადებიუტო ციკლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების შედეგები კი არ უმჯობესდება, არამედ პირიქით - უარესდება!
თავად განსაჯეთ: ჩვენთვის სადებიუტო ციკლში საქართველოს ნაკრების შედეგი (5 მოგება და III ადგილი) დღემდე საუკეთესო შედეგად რჩება! აი, იმის მერე კი, 10 ქულაზე მეტი ვერც ერთხელ ვერ მოვაგროვეთ: თანაც, მნიშვნელობა არა ჰქონდა, ხუთგუნდიან ჯგუფში ვასპარეზობდით, ექვსგუნდიანში თუ შვიდგუნდიანში.
მარადიული პრობლემები
ახლახან დასრულებული ეს შესარჩევი ციკლი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავაც იქნება განსჯის საგანი; ისე, როგორც კვლავაც აქტუალურად რჩება ქართული ფეხბურთის ლამის მარადიულად ქცეული პრობლემები, ფაქტობრივად, პირდაპირ კავშირში რომ არის საქართველოს ნაკრების წარმატება-წარუმატებლობაზე! უმთავრესი, რაღა თქმა უნდა, საერთაშორისო დონის ფეხბურთელების დეფიციტია: რა იდეებითაც უნდა მოვიდეს საქართველოს ნაკრებში ესა თუ ის მწვრთნელი (გინდ - უცხოელი, გინდ - ქართველი), თუ მის განკარგულებაში მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ფეხბურთელები არ იქნებიან, შესარჩევი ჯგუფიდან გასვლა კი არა, მესამე ადგილის დაკავებაც არ უნდა მოვთხოვოთ.
ცალკე საუბრის თემაა, თუ სად და რამდენს თამაშობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: სამი-ოთხის გარდა, ჩვენი მოთამაშეების ლამის აბსოლუტური უმრავლესობა არცთუ ძლიერ ჩემპიონატში გამოდის და ვერც სათამაშო პრაქტიკით დაიკვეხნის, ზოგი კი, სულაც უგუნდოდაა!
თუმცა, თუ ფეხბურთელი თავისი საქმის ჭეშმარიტი პროფესიონალია, უგუნდოდ ყოფნაც ვერ შეუშლის საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენას და ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას მართლაც შთამბეჭდავი თამაში სერბეთის ნაკრებთან მატჩში!
ისე, ცოტა არ იყოს, გაუგებარიც არის, თუ რატომ არის დღემდე უკლუბოდ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჯაბა კანკავა...
ადამიანური რესურსის დეფიციტი
წამდაუწუმ იმას გავიძახით, კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვსო და ასეთ პირობებში, როცა ტრავმების გამო ერთდროულად სამი-ოთხი ლიდერი დაგაკლდება, სერიოზულ კი არა, ლოკალურ წარმატებაზეც აღარ უნდა იფიქრო. კი ბატონო, დიდი ანგარიშით აღარავისთან აღარ ვაგებთ და, საერთოდაც, უკანახაზელთა (მეკარეები, მცველები, ჩამშლელი ნახევარმცველები) მიმართ ამ შესარჩევ ციკლში სასაყვედურო ბევრი არც არაფერია. სამაგიეროდ, აშკარად მოვიკოჭლებთ შეტევაში და ეს ყველაფერი განსაკუთრებით შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩებში გამოჩნდა ნათლად, როცა ჩვენს ნაკრებს ჯანო ანანიძე ვერ ეხმარებოდა. გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა ამ შესარჩევ ციკლში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრავმებისაგან გაწამებულ ლევან მჭედლიძეზე, მხოლოდ და მხოლოდ 2 მატჩი რომ ჩაატარა ახლახან დასრულებულ შესარჩევ ციკლში.
სხვათა შორის, სწორედ ის 2 მატჩი (შარშან, შემოდგომაზე, ოთხდღიან ინტერვალში სტუმრად რომ ვითამაშეთ ირლანდიასა და უელსთან) მიგვაჩნია 2018 წლის შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრებისათვის საუკეთესოდ; უფრო ზუსტად, ამ მატჩების თითო ტაიმები და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ იმ ორ მატჩში იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოპტიმალურთან ყველაზე მიახლოებული (მხოლოდ ჯაბა კანკავა გვაკლდა).
თანაც, საქართველოს ნაკრების 27-წლიან ისტორიაში, ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა ჩვენმა ნაკრებმა ერთი და იმავე შემადგენლობით ზედიზედ 2 მატჩი ჩაატარა (პირველი შემთხვევა ალენ ჟირესის მწვრთნელობის დროს იყო). თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ, არადა, აშკარად მეტს ვიმსახურებდით.
თუმცა, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ჩვენი ჯგუფის ყველაზე სუსტ გუნდთან, მოლდოვის ნაკრებთან, ვერც ერთი მატჩი ვერ მოვიგეთ! თუმცა, მსგავს რამეებს ხომ უკვე მივეჩვიეთ: ამ შესარჩევ ციკლში, მოლდოვის ნაკრებმა მხოლოდ 2 ქულა აიღო და ორივე - ჩვენთან; მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა და აქედან 3 - საქართველოს ნაკრების კარში...
...დაბოლოს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესარჩევ ციკლში მხოლოდ გურამ კაშიამ ჩაატარა ათივე მატჩი შეუცვლელად, ასევე ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო გიორგი ნავალოვსკიმ, მაგრამ ერთხელ შეცვალეს (ისიც, ბოლო წუთზე).
ასევე ათივე მატჩში მიიღო მონაწილეობა ჩვენი ნაკრების კიდევ ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა. ოღონდ ოთხჯერ შეცვალეს, ერთხელ კი შეცვლაზე შევიდა. სხვათა შორის, სწორედ ვაკო ყაზაიშვილი გახლავთ ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი (3 გოლი)...
ბოლო შესარჩევი
ბოლო შესარჩევ ციკლში ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი ათამაშა:მეკარეები: გიორგი ლორია - 6 (-9), გიორგი მაკარიძე - 4 (-5);
მცველები: გურამ კაშია - 10, გიორგი ნავალოვსკი - 10, საბა კვირკველია - 9, ოთარ კაკაბაძე - 8, დავით ხოჭოლავა - 4, უჩა ლობჟანიძე - 2, ალექსანდრე ამისულაშვილი - 1, ჯიმი ტაბიძე - 1;
ნახევარმცველები: ვაკო ყაზაიშვილი - 10 (3), ვაკო გვილია - 8 (1), ჯაბა კანკავა - 6, ჯანო ანანიძე - 6 (1), ჯაბა ჯიღაური - 6, ნიკა კვეკვესკირი - 5, გიორგი მერებაშვილი - 5 (1), ბუბა დაუშვილი - 5, თორნიკე ოქრიაშვილი - 4 (1), გიორგი ჭანტურია - 3, გიორგი არაბიძე - 2, სანდრო კობახიძე - 1, გიორგი აბურჯანია - 1, ლუკას ჰუფნაგელი - 1;
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი - 6, გიორგი ქვილითაია - 6, ნიკა კაჭარავა - 4 (1), დავით სხირტლაძე - 4, ლევან მჭედლიძე - 2.
ვაისის ყველა მატჩი
18 მატჩი: 3 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება, ბურთები - 22:26.ამ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ფეხბურთელმა (25 დებიუტანტი):
მეკარეები: გიორგი ლორია - 6 (-9), გიორგი მაკარიძე - 6 (-5), ნუკრი რევიშვილი - 3 (-4), როინ კვასხვაძე - 3 (-7), ომარ მიგინეიშვილი - 1 (-1);
მცველები: გურამ კაშია - 16, გიორგი ნავალოვსკი - 16, საბა კვირკველია - 14, ოთარ კაკაბაძე - 9, უჩა ლობჟანიძე - 8, დავით ხოჭოლავა - 7, ალექსანდრე ამისულაშვილი - 5, ჯიმი ტაბიძე - 4, ლაშა შერგელაშვილი - 3, ზურაბ ცისკარიძე - 2, გიორგი რეხვიაშვილი - 1, გიორგი ქიმაძე - 1, თორნიკე გრიგალაშვილი - 1, ლაშა დვალი - 1;
ნახევარმცველები: ვაკო ყაზაიშვილი - 16 (3), ნიკა კვეკვესკირი - 10, ვაკო გვილია - 9 (1), ჯაბა ჯიღაური - 9, თორნიკე ოქრიაშვილი - 8 (3), ჯანო ანანიძე - 8 (3), ჯაბა კანკავა - 8, ბუბა დაუშვილი - 6, გიორგი მერებაშვილი - 6 (1), გიორგი ჭანტურია - 5, სანდრო კობახიძე - 4, გიორგი არაბიძე - 4 (3), გიორგი აბურჯანია - 4, ოთარ კიტეიშვილი - 3, ლევან ყენია - 2 (1), თეიმურაზ შონია - 2 (1), საბა ლობჟანიძე - 2 (1), ბექა ტუღუში - 2, ოლეგ მამასახლისი - 2, გიორგი ხარაიშვილი - 2, ლუკას ჰუფნაგელი - 1, გიორგი განუგრავა - 1, ლაშა პარუნაშვილი - 1, ვახტანგ ჭანტურიშვილი - 1, გიორგი პაპუნაშვილი - 1;
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი - 12 (1), გიორგი ქვილითაია - 10 (2), ნიკა კაჭარავა - 7 (1), დავით სხირტლაძე - 4, ლევან მჭედლიძე - 4, ბაჩანა არაბული - 3, ბუდუ ზივზივაძე - 2, მათე ვაწაძე - 1, ელგუჯა ლობჯანიძე - 1, კოზმინ მოცი (რუმინეთი, ავტოგოლი).
დებიუტანტები: ნიკა კაჭარავა, გიორგი ქვილითაია, დავით სხირტლაძე, ზურაბ ცისკარიძე, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, გიორგი არაბიძე, დავით ხოჭოლავა, გიორგი რეხვიაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ქიმაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თეიმურაზ შონია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ბექა ტუღუში, ოლეგ მამასახლისი, გიორგი ხარაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ბაჩანა არაბული, ელგუჯა ლობჯანიძე.
საქართველოს ნაკრები (1994-2017)
ევროპის ჩემპიონატი (1996)ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 8 1 1 27-10 25
2. ბულგარეთი 10 7 1 2 24-10 22
3. საქართველო 10 5 0 5 14-13 15
4. მოლდოვა 10 3 0 7 11-27 9
5. უელსი 10 2 2 6 6-19 8
6. ალბანეთი 10 2 2 6 10-16 8
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე (I-X ტური)
მსოფლიოს ჩემპიონატი (1998)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19
2. იტალია 8 5 3 0 11-1 18
3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10
4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10
5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე (I-II ტური); დავით ყიფიანი (III-VIII ტური)
ევროპის ჩემპიონატი (2000)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნორვეგია 10 8 1 1 21-9 25
2. სლოვენია 10 5 2 3 12-14 17
3. საბერძნეთი 10 4 3 3 13-8 15
4. ლატვია 10 3 4 3 13-12 13
5. ალბანეთი 10 1 4 5 8-14 7
6. საქართველო 10 1 2 7 8-18 5
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი (I-V ტური); იოჰან ბოსკამპი (VI-X ტური)
მსოფლიოს ჩემპიონატი (2002)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 8 6 2 0 16-3 20
2. რუმინეთი 8 5 1 2 10-7 16
3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10
4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8
5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (I-V ტური); ალექსანდრე ჩივაძე (VI-VIII ტური)
ევროპის ჩემპიონატი (2004)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 8 4 3 1 15-11 15
2. რუსეთი 8 4 2 2 19-12 14
3. ირლანდია 8 3 2 3 10-11 11
4. ალბანეთი 8 2 2 4 11-15 8
5. საქართველო 8 2 1 5 8-14 7
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე (I-III ტური); ივო შუშაკი (IV-V ტური); მერაბ ჟორდანია (VI-VIII ტური)
მსოფლიოს ჩემპიონატი (2006)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25
2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23
3. დანია 12 6 4 2 24-12 22
4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21
5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13
6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10
7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი (I-VII ტური); გაიოზ დარსაძე (VIII-XII ტური)
ევროპის ჩემპიონატი (2008)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 12 9 2 1 22-9 29
2. საფრანგეთი 12 8 2 2 25-5 26
3. შოტლანდია 12 8 0 4 21-12 24
4. უკრაინა 12 5 2 5 18-16 17
5. ლიტვა 12 5 1 6 11-13 16
6. საქართველო 12 3 1 8 16-19 10
7. ფარერები 12 0 0 12 4-43 0
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (I-XII ტური)
მსოფლიოს ჩემპიონატი (2010)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 10 7 3 0 18-7 24
2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18
3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14
4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9
5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9
6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3
მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი (I-X ტური)
ევროპის ჩემპიონატი (2012)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 12 7 3 0 14-5 24
2. ხორვატია 12 7 1 2 18-7 22
3. ისრაელი 12 5 1 4 13-11 16
4. ლატვია 12 3 2 5 9-12 11
5. საქართველო 12 2 4 4 7-9 10
6. მალტა 12 0 1 9 4-21 1
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (I-XII ტური)
მსოფლიოს ჩემპიონატი (2014)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 8 6 2 0 14-3 20
2. საფრანგეთი 8 5 2 1 15-6 17
3. ფინეთი 8 2 3 3 5-9 9
4. საქართველო 8 1 2 5 3-10 5
5. ბელორუსი 8 1 1 6 7-16 4
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (I-XII ტური)
ევროპის ჩემპიონატი (2016)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 7 1 2 24-9 22
2. პოლონეთი 10 6 3 1 33-10 21
3. ირლანდია 10 5 3 2 19-7 18
4. შოტლანდია 10 4 3 3 22-12 15
5. საქართველო 10 3 0 7 10-16 9
6. გიბრალტარი 10 0 0 10 2-56 0
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (I-IV ტური); კახა ცხადაძე (V-X ტური)
მსოფლიოს ჩემპიონატი (2018)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21
2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19
3. უელსი 10 4 5 1 13-6 17
4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15
5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5
6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (I-X ტური)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
..პირველი მატჩი:ავსტრია-როგორ უნდა დააყენო მაღალი დონის სპეციალისტმა 100 კგ ამისულაშვილი ძირითადში ?!... და კაშია საყრდენად?!.. და კვეკვესკირი სკამზე დატოვა!...სანამ ორი გოლი არ გავუშვით(და ორივე ზუსტად მაგ მიზეზებით და პლიუს ლობჟანიძის გამო),მანამდე გუნდი არ იყო!..ასეთ უპატიებელ შეცდომას საერთოდ მწვრთნელი არ უნდა უშვებდეს!
...მოლდოვაში გასვლაზე შემადგენლობა სრული კატასტროფა იყო!..საერთოდ აზრზე არ უნდა იყო ფეხბურთის,როცა მოლდოვაში ლობჟანიძე, დვალიშვილით და სამი საყრდენით(სამივე ჩამშლელი!) შემადგენლობას გამოიყვან!...გაგვიმართლა ისევ და ლობჟანიძემ ტრამვა მიიღო,ამასობაში ორი გოლი გავუშვით და იძულებული იყო შეტევის გაძლიერების...ქულა გადავარჩინეთ თამაშში,რომელიც უპრობლემოდ უნდა მოგვეგო!..
თბილისში მოლდოვასთან-1-1-ზე გვილია გამოცვალა,რომელიც მაშინ მაგარ ფორმაში იყო, პასს(!) აკეთებდა ...მის მერე მომენტიც ვერ შევქმენით,ბოლო წუთებზე გადავრჩით წაგებას(მაგარი მომენტი ქონდა მოლდოვას)მატჩში,რომელშიც სამი ქულა უნდა აიღო!,თუ მოლდოვას ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ყავს?!
...საბოლოოდ როცა მწვრთნელი იტყვის,რომ ფეხბურთლები არ მყავს და რა გინდათო...ის უნდა წავიდეს!...
ფეხბურთელები?...რატომ არაფერი არ გააკეთა გოგიასთან მიმართებით?!..ფედერაციამ ვერ გააკეთა,პირადად ჩადი,დაელაპარაკე! ...ვიცი ,რომ გოგიას უნდა,მაგრამ არ ვიციო თუ ვჭირდები საქართველოს ნაკრებსო(ვიცი ეს სიტყვები ერთ-ერთი ჟურნალისტისგან,რომელიც პირადად ესაუბრა გოგიას!და რაც ორმაგი მოქალაქეობაა პრობლემა! კეთდება!)მნაგრამ გოგია ვერ ხედავს დაინტერესებას საქართველოდან)..და ვაისმა არაფერი გააკეთა გოგიას მიმართებით!
-ფარცვანია-რატომ არ გაუკეთდა აქამდე მოქალაქეობა?!
-ჯიქია-აქ უფრო რთულად იყო საქმე,მაგრამ ,,გასაკეთებელი, იყო ევროპული კლუბი ,სანამ ჯიქია თამაშობდა ამკარში და ჯიქია ითამაშებდა საქართველოს ნაკრებში!
...მთავარი-ვაისმა ვერ დადო თუნდაც ამ შემადგენლობით მაქსიმუმი შედეგი!...
რომ გვყავდეს ტოპ-ფეხბურთელები,მაშინ საშუალო დონის მწვრთნელიც დადებდა შედეგს!..მაგრამ არსებული რესურსებით ,არ გვაქვს ფუფუნების უფლება საშუალო დონის მწვრთნელის შეცდომების გამო ვანიავოთ ქულები
ისე 1) მეკარეებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, თუნდაც პირველივე გოლი ჩვენ კარში ავსტრიასთან. სად გამორბოდა ლორია? ან ირლანდიასთან-მაკარიძე. სხვაც ბევრია
2) დაცვა ყველაზე სუსტია. ამიტომ ნახევარდაცვა დაცვას უთმობს დიდ ყურადღებას და თავდასხმას ვერ ეხმარება.
3) ნახევარდაცვა გამოსწორდა, მაგრამ სისწრაფე და ფიზიკა აკლია. ამის ბრალია ერთი ხეირიანი კონტრშეტევა არ მახსენდება.
4) თავდასმაში ბავშვების ტრენერები უპირატესობას მაღალ ფიზიკურად ძლიერ ბიჭებს ანიჭებენ. ამიტომაც მოძრავი "მოხეტიალე", სწრაფი, თავდასხმელები არ გვყავს.
ისე ესეც გასაკვირია ჩვენი ფეხბურთისგან. მკვდარმა 5 ფრე გააკეთა. აზრზე მოდი რა სიაფანდ ჯგუფში ვიყავით.