18:50 10-11-2017
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სტადიონის გარშემო სიტუაციას რამდენიმე ასეული პოლიციელი აკონტროლებდა. ასევე პოლიციელები იყვნენ ავტობუსებში, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ.
ამ შეხვედრამ გორში განსაკუთრებული ინტერესი ვერ გამოიწვია და 5 000-იანი სტადიონი ვერ შეივსო.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე ხუთ წუთში რამდენიმე მომენტის შექმნა. მატჩის 24-ე წუთზე კვიპროსის მეკარემ გიორგალიდისმა ბურთი ცუდად გამოიტანა, რომელიც ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, რის შემდეგაც ბურთი გიორგი ქვილითაიას მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
აღსანიშნავია, რომ ვინსენტ ლაბანი გიორგი პაპუნაშვილს 26-ე წუთზე ეუხეშა, რასაც ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი ოცი წუთი ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა შეტევების ბოლომდე მიყვანას. მატჩის 66-ე წუთზე კი, რენატო მარგასას 100%-იანი შანსი ჰქონდა გოლის გატანის, მაგრამ გიორგი ლორიამ ბრწყინვალე სეივი განახორციელა.
მალევე ვლადიმირ ვაისმა შეტევის გასამწვავებლად, მინდორზე საბა ლობჟანიძე ვაკო ყაზაიშვილის ნაცვლად, ცოტა ხანში კი, გიორგი პაპუნაშვილის ნაცვლად ვაკო გვილია შეიყვანა. მეტოქემ რამოდენიმეჯერ მწვავედ შემოგვიტია, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
83-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა 4 ცვლილება გააკეთა: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ქვილითაია გაიყვანა, მათ მაგივრად კი გია გრიგალავა, გიორგი აბურჯანია, ირაკლი სიხარულიძე და ნიკა კაჭარავა შეიყვანა.
87-ე წუთზე ნიკა კაჭარავას სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გიორგალიდისმა არ მისცა საშუალება.
საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა.
საქართველოს შემადგენლობა : გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე) , გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა)
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
თამაში არ იცით არ იცით რწმენა რატომ დამიკარგეთ ტქვე უღმერთოებო....ცისარტყელა სულით მახინჯებო
0
0
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა,თუნდაც კვიპროსთან.გუნდი რეიტინგით ჩვენზე გაცილებით წინაა.მეტოქის შეცდომაო ითქვა კომენტარებში რაზეც მინდა ვთქვა, რომ ეს არცერთი წუთით არ აკნინებს ჩვენს მოგებას.რამდენი თამაში შეიძლება გავიხსენოთ როცა საქართველოს ნაკრებს მსგავსი შეცდომებით წაუგია თამაში? შეცდომასაც გამოყენება ჭირდება ბატონებო!კაჭარავა კი უფრო და უფრო სასარგებლო ხდება ნაკრებისათვის.
4
0
ეს იკო საქართველოს პირველობაზე მოთამაშე გუნდები
4
0
ლამაზ ფეხბურთს ქმნიან ნახევარმცველები,კანკავა შეუდარებელი ჩამშლელია,ქვილითაიამ უნდა მოუმატოს,კიდევ ვიმეორებ რაც უკვე ალბათ მთელმა საქარველომ იცის, ჩვენ გვჭირდება ჯნო ოქრი მჭედლო სხვნაირად ერთა ლიგაზე საქართველო ვერ გახდება 1 ადგილოსანი დ ჯგუფში... ვხედავთ რესურს და იმედის ნაცვლად არ ვიცი რა გრძობა გვეუფლება,ვაისსმა თითქმის ყველა ნახა ბელორუსთანაც ნახავს და აუცილებლად უნდა დააყენის 22 ღირსეული,მორჩა გრიგალავების და დვალიშვილების დრო ხალხის ნერვები მეტს ვეღარ უძლებს ვაისს
4
0
კაჭარავას პასი უნდა მიეცა სიხარულიძეზე, სიხარულიძე მეტ წუთებს იმსახურებს
6
0
ძალიან დაბალი კლასის ფეხბურთს თამაშობს ჩვენი ნაკრები. ეზოს ფეხბურთის დონეა, ამათ ყურებას "სვარკის" ყურება სჯობს. რა ჭირი გვჭირს, ვერ ვხვდები, სად დაიკარგა გააზრებული და ხარისხიანი თამაში? ერთი ლორიაა ნათელი წერტილი მთელს ნაკრებში.
5
4
ქვილიტაია ეს სანაკრებო არ არი ბევრად ჯოია კაწარავა ქვილიტაია არ არი სწრაპი ზალზე ნელია ამდენს ვინ გაცლის რაც მაგან იბორზიკა ერტი ერტზე ვერ ატყვილებს
2
0
პაპუნაშვილს საერთოდ აღარ გამოიძახებს ნაკრებში და სწორიც იქნება ... მაგან საერთოდ თუ იცის რო ფეხბურთი გუნდური სპორტია?
2
0
ხალხო გარანტიას გაძლევთ რომ ასე არც ერთ თამაშში არ იმსაჯებენ მსაჯები. სირცხვილია რა კობიაშვილო. იმენნა ორი მოგება სჭირდება რომ ვაისის ახალი კონტრაქტი გააპრავოს..
9
0
ამას ფეხბურთს მარტო ის დაუძახებს , ვისაც ფეხბურტი საერტოდ არ უნხავას !
3
0
ვაის ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს ყოველთვის აგვიანებს შეცვლებს. არ შეიძლებოდა კაჭარავა უფრო ადრე შემოეყვანა? არ ესმის ყოველთვის რომ ვსაყვედურობთ ამას, ძალიან ჯიუტი კაცია. ჯანოს და ოქრის გარეშე შეტევა ფაქტიურად ნოლია.
2
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული