ვლადიმირ ვაისი: ჩვენ გვაქვს შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"საღამო მშვიდობისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ დიდხნიანი მშრალი პერიოდი გვქონდა და ეს გამარჯვება დაგვეხმარება. 

ცხადია, როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კვიპროსისნაირი გუნდები დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი, მაგრამ მე მისგან უფრო მეტს მოველი. ვაკო ყაზაიშვილისგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებისგან. თავდასხმის კუთხით ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩვენ გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ როგორ უნდა დავამარცხოთ
კვიპროსისნაირი დონის გუნდები. საქართველოს ნაკრებმა შანსი უნდა გამოიყენოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა არიან საქართველოს ნაკრები გული. კანკავა საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარი წელია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასე მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია და გიორგი ლორიამ კი გოლისგან გადაგვარჩინა.

დიდი მადლობა გორის "დილას" ასეთი ორგანიზებისთვის, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის და აღფრთოვანებული ვარ, მინდვრის ხარისხითა და გორში არსებული სიტუაციით", - თქვა ვაისმა.

- საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 47 /
ისე სიმართლე ვთქვათ,მსაჯებმა კარგად ითამაშეს როგორც გორში ისე ერევანშიც.
referee
11 ნოემბერი 2017 11:29
0
ეს ნაკრები არაა,ეს ხროვაა რაღაც ანტიფეხბურთის მოთამაშეებიმწვრთნელთან ერთად,ხალხს არ მოსწონს და მართალია კიდეც,დაითხოვეთ ფეხბურთელებიც ყველა და ეს მწვრთნელი.ხალხი შადგენს ნაკრებსაც და თვიტონაც გაწვრთნის,ესე უფრო რფექტურიიქნება
otari
11 ნოემბერი 2017 11:16
4
კანკავას ნაცვლად გვილია დააყენოს და შედარებით უკეთესი თამაშიც იქნება, კანკავას შეტევითი პოტენციალი ძალიან დაბალია, წინ ერთ პასს ვერ აკეთებს, შეტევაში კაც ნაკლული ვთამაშობთ, მხოლოდ ჩამშლელი კი არავის ჭირდება და კანკავაც მაგიტომ არის უგუნდოდ.
გურო
11 ნოემბერი 2017 09:32
4
თანამედროვე ფეხბურთის გაგებაში არ ხარ,ორჯერ ორი არ იცი...
ზაზა
11 ნოემბერი 2017 07:59
2
კაჭარავა მართლაც კარგად ჩაერთო 10 წუტში აჯობა ქვილითაიას 80 წუთს.ხო და ერთი რაც მაღელვებს შეცვლებს ასე მალე ნუ აკეთებ ადამიანო ცოთა აცადე ხოლმე ბიჭებს... მოკლედ ვაი შენ პატრონს რა ბოლო 10 წუთს რომ მიცემ ფეხბურთელებს ფეხბურთელების მოსასინჯ მატჩში. . . აბა რა უნდა თქვა ახლა ასეთ მწვრთნელზე მოსამზადებელი დროის გამოყენება არ იცის ან მაგრად კიდია როგორც ყველას საქარტველოში. ისე ნიჭიერი ყოფილა რა მალე ისწავლა ქართული საქმე, დაიკიდე ფული იშოვე, იგულავე სანამ დროა
gulshematkivari
11 ნოემბერი 2017 01:54
0
რა ენაზე უთხრა ნეტავ, თუ არ ესმით რას ითამაშებენ, ეტყობა არ ესმით
Niko
11 ნოემბერი 2017 00:54
6
Erti mooigo da tipi shokshia.. daibna.. miuchvevelia
Don
10 ნოემბერი 2017 23:40
10
ეს იხანგრძლივებს დროს,რომ ხელფასი მიიღოს,გვაბოილებს არააა??
ჭაჭუია
10 ნოემბერი 2017 23:15
7
უხარისხო და უკბილო თანაში იყო.
ჩვენი შანსები ასეთი თამაშით მუდამ დაბალი იქნება.
Jango
10 ნოემბერი 2017 23:15
1
ფრთილად გადი ჯერ სომხეთს ყაზახეთს ბელარუს და ლუქსემბურგს მოუგე და მერე . რით უნდა გახვიდე ამ ჭ კლასის ფეხბურთელებით?ჯობია საერთოდ არ გავდინენ არსად
aleko
10 ნოემბერი 2017 22:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული