ვლადიმირ ვაისი: ჩვენ გვაქვს შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"საღამო მშვიდობისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ დიდხნიანი მშრალი პერიოდი გვქონდა და ეს გამარჯვება დაგვეხმარება. 

ცხადია, როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კვიპროსისნაირი გუნდები დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი, მაგრამ მე მისგან უფრო მეტს მოველი. ვაკო ყაზაიშვილისგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებისგან. თავდასხმის კუთხით ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩვენ გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ როგორ უნდა დავამარცხოთ
კვიპროსისნაირი დონის გუნდები. საქართველოს ნაკრებმა შანსი უნდა გამოიყენოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა არიან საქართველოს ნაკრები გული. კანკავა საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარი წელია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასე მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია და გიორგი ლორიამ კი გოლისგან გადაგვარჩინა.

დიდი მადლობა გორის "დილას" ასეთი ორგანიზებისთვის, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის და აღფრთოვანებული ვარ, მინდვრის ხარისხითა და გორში არსებული სიტუაციით", - თქვა ვაისმა.

- საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 47 /
მინდორი კი ჭრელა ხბოსავით იყო
zepi
10:12 14-11-2017
0
კვიპროსი დაამრცხება არაფრის მომცემი იყო, ვნახოთ როგორ დაამარცხებ ყაზახეთს, სომხეთს აზერებს და თუნდაც მოლდოვას
ebbe sandi
10:11 14-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული