ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გახდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ცეცაძე.

მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაფორმდა.

გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით - სუპერთასის მფლობელი.

გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა.

43 წლის სპეციალისტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ