"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
"ტორპედო" სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ წარმატებულად ვერ ასპარეზობს, გულშემატკივრებს კი მწვრთნელ გია ცეცაძესთან კონფლიქტი მოუვიდათ. კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გადადგომის შესახებ ცეცაძის მიერ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადება
"ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს
გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.

ხვალ, 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხოდა ყველგან რომ ცხვირს ყოფთ მაგიტომაა სადაც ხართ და როგორც ხართ! სულ რომ წუწუნებთ ! ეგ ინვესტორიც გააქციეთ! აბა თქვენ იცით!
brasas
19:44 05-04-2022
3
ყველა ვინც ცეცაძეს თუ რაღაცას იცავს, ფეხბურთის, ქუთაისის და ზრდილობის ოპონენტები ბრძანდებით. ვინ რისი "ამშენებელი" ან "დამყენებია", ტიპი გაგნებაში არაა.
აკა
18:38 05-04-2022
0

სიახლეები პოპულარული