ნაცუ ბაშო. IX დღე: ცხრიდან ცხრა - ტოჩინოშინმა დაიეიშოც ასწია და გადაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეცხრე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი დაიეიშო ჰაიატო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 3:1-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო მავაშში ხელის ჩავლება და მცირე წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ამ გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ჩამორჩებიან ერთი გამარჯვებით 40-გზის ჩემპიონი დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მისი მეტოქე ლიგის მეექვსე ნომერი დაიშოჰო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა. ეს ქართველი
ფალავნისთვის მეშვიდე მარცხია და ერთი მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს, რაც ლიგაში მის მეორე ნომრობიდან დაქვეითებას გამოიწვევს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ბალანსი 3:2-ზე აქვს. იაპონელმა ამ ბაშოზე ჯამში 5 შეხვედრა წააგო და 4-ში მოახერხა გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ასე მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ლევანი შუა საუკუნეების ქართველი მეომარი იყო,მოონღოლთა ურდოებისგან გამწარებული და ახლა სადაც წააწყდა მონღოლს რაც ქნა ხედავთ, ერთი იმ დარჩენილსაც მოუგრიხავს კისერს და ეგაა.( რა იოლად ვწყვეტთ არაა, ჰა ჰა ჰა), მაგრამ მჯერა ასეც იქნება, წინ ლევან!!!!
gela gloveli
22 მაისი 2018 10:02
0
მე მგონია მარტო ჰაკუბოს უნდა შეხვდეს კაკარიუ აღმოსავლეთის იოკუძუნაა და აქამდე რასაც ვაკვირდები სულ დასავლეთის წარმომადგენლებს ხვდება,შეხვედრების ცხრილებსაც ეგრე აქვეყნებენ დასავლეთი-აღმოსავლეთი, ვინმემ ზუსტად ხომ არ იცით შეხვედრებს როგორ გეგმავენ?
მამუკა
21 მაისი 2018 21:07
0
დაზუსტება მერაბის გამოხმაურებაზე: რანგით ერთმანეთის მახლობლები ხვდებიან მხოლოდ მაიგაშირების ქვედა ნომრები. იოკოძუნები იწყებენ შეხვედრებს არა ერთმანეთთან, არამედ კომოსუბებთან და 1, 2, 3 და 4 მაიგაშირებთან. მოგვიანებით ხვდებიან სეკივაკებს, ხოლო ტურნირის ბოლოსკენ -- ჯერ ოძეკებს და შემდეგ ერთმანეთს. ასე ხდება როგორც წესი, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, ბაშოს მიმდინარეობიდან გამომდინარე.
N
22 მაისი 2018 06:42
0
დასავლეთ-აღმოსავლეთს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ეგ პირობითია. ორივეს აუცილებლად შეხვდება - კაკურიუსაც და ჰაკუჰოსაც, ოღონდ ბაშოს ბოლოსკენ. დაგეგმვას რაც შეეხება: პირველ რიგში ერთმანეთს ხვდებიან რანგით ერთმანეთის მახლობლად მყოფები, მეორე რიგში - ქულებით დაახლოებით ერთნაირები
მერაბი
22 მაისი 2018 00:31
0
ყველა გამოხმაურება
არ არსებობს დიდი იოკოძუნა და პატარა იოკოძუნა. ჰაკუჰო და კაკურიუ ორივენი იოკოძუნები (ანუ დიდი ჩემპიონები) არიან.
სამურაი
21 მაისი 2018 16:50
0
აუ სხვატკაში რას დაგლიჯავდა
gorgozila
21 მაისი 2018 15:04
0
რა ძალის პატრონია!!! წარმატებები
დდდ
21 მაისი 2018 14:48
0
გენაცვალე ლევან!!!
soxumeli veterani
21 მაისი 2018 14:04
0
საამაყო პიროვნება! სულ ცოტა დარჩა თასამდე!
მერაბი
21 მაისი 2018 13:50
0
ალბათ თხუტმეტჯერ მაინც ვუყურე.:))
კასპიდან
21 მაისი 2018 13:47
0
ყოჩაღ ლევან, ყოჩაღ. ჩემი აზრით, ოძეკობა თითქმის გარანტირებულია და იქნებ დამოუკიდებლობის დღე იმპერატორის თასით დალოცო!
ზურა
21 მაისი 2018 13:01
0
- "უჰ შენ გენაცვალე!" - ეს სიტყვები აღმომხდა აბდუშაჰილივით რომ აიტაცა და გადაიტანა დოჰიოს გარეთ... :)
ლევან
21 მაისი 2018 12:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული