საქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის სილბესტადში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მალტა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მიზეზთა და მიზეზთა გამო რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ მან მოსალოდნელზე გაცილებით არაოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და უახლოესი რეზერვი გამოსცადა.

ჩვენი მეტოქე ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არასოდეს არ წყვეტდა, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ სომხეთს ფრე (1:1)  გაუგორა, "ჯვაროსნებთან" კი აბსოლუტურად უსუსურად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო ყველა კომპონენტში: საფეხბურთო აზოვნებაში, თამაშის კითხვაში, სისწრაფეში და რაც მთავარია - ტექნიკაში. თუმცა, მომენტების რეალიზაცია ჰქონდა საშინელი.

მარტო ლობჟანიძემ
გაუშვა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის 3 ჩინებული შესაძლებლობა, შემდეგ ზივზივაძემაც და ბოლოს ჭანტურიშვილმა და იმავე ზივზივაძემ. ამას კი არავითარი გამართლება არა აქვს, ვინაიდან ბოძებულ შანსს გამოყენება უნდა და ოდნავ უკეთესი კლასის გუნდი ამისათვის უთუოდ დაგსჯის.

ვაისის გუნდი უზადოდ მოქმედებდა დაცვაში, ორი უფრო შემტევი ყაიდის საყრდენი ნახევარმცველით თამაში კი გაცილებით თვალსასეიროდ სანახავს ხდიდა მატჩს. იერიშებს კარგად წარმართავდნენ კიტეიშვილი და გვილია.

მეორე ტაიმის დასაწყისში გვილიამ სრულიად არასაჭირო სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მოკლედ, ჩვენმა გუნდმა ძალად შეიქმნა პრობლემა.

ამის შემდეგ მოწინააღმდეგემ ერთხანს მორცხვად კი შემოგვიტია, მაგრამ მალე ვაისის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ეგაა, კაცნაკლულობა საქართველოს ეროვნულ გუნდს დაეტყო, თან გაწვიმდა, მაგრამ ბოლოს აქტიურმა კიტეიშვილმა პენალტი მოინადირა და კაშიამ ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები დატოვა.

სილბესტადი. "შვაც არენა".
საქართველო - მალტა 1:0
გოლი: კაშია (78)
გაძევება: გვილია (52)
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (ხოჭოლავა 67), კაშია, კვირკველია, დვალი,აბურჯანია (ნავალოვსკი 78) , გვილია, კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90+2), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი 71), ლობჟანიძე (ბერიძე 67), ზივზივაძე (კაჭარავა 71)

მალტა: ბონელო, აგიუსი, ბეერამი (გამბინი 58), ბორგი, ბრიფა (ველა 84), კამილერი, ეფიონგი (დეჟაბრიელე 81), ფენეჩი (გრეჩი 65), მბონგი, მიფსუდი (ნვოკო 70), ზერაფა
მკითხველის კომენტარები / 20 /
ლობჟანიძე და კიტეიშვილი იყო აქედან ყველაზე კარგები!!! ვწუხვარ რომ არ გაუმართლა, უფრო მეტი ანგარიშით უნდა მოგვევგო.
ლაშა
04 ივნისი 2018 10:21
0
აბურჯანია საუკეთესო იყო , ქართველი ბუსკეცი .იმედია გუნდს მალე შეიცვლის !!
ემიგრანტი
02 ივნისი 2018 11:51
2
გეგეჭკორის გამოძახებას რომელიც რუსთავს ვერ გაცდა და ძალიან სუსტად დამოიყურებოდა ჯობდა ხორვატიაში მოთამაშე მჭედლიშვილი გამოეძახა და მიეცა შანსი.
ქართველი გულშემატკივარი
02 ივნისი 2018 10:55
3
მალტისნაირ ნაკრებს უფრო დიდი ანგარიშით უნდა ვუგებდეთ!
მერაბი
02 ივნისი 2018 09:47
6
მალტისნაირ ნაკრებს უფრო დიდი ანგარიშით უნდა ვუგებდეთ!
მერაბი
02 ივნისი 2018 09:47
4
დადებითი იყო ის, რომ კიტეიშვილი კარგი რეზერვია, მართალია გოლი ვერ შეაგდო, მარა ძალიან მომეწონა ლობჟანიძე, მას გოლის საოცარი ალღო აქვს და კარგად იხსნება. იგი ცენტრფორვარდი უფროა ვიდრე ნახევარმცველი. უბრალოდ პირველი თამაში იყო და ეტყობოდა, რომ აშკარად ჩქარობდა. ის საკვანძო ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. ჭკვიანი ფეხბურთელია აბურჯანია, მაგრამ მას უთამაშებლობა აშკარად ეტყობა და სასწრაფოდ გუნდი უნდა მოძებნოს. დანარჩენმა ახალწვეულებმა ვერ გაამართლეს. ბერიძეს მის პოზიციაზე არ უთამაშია და დროც არ მიცემია. საინტერესოა ვაჩიბერაძე, და ალბათ ვნახავთ. ისე მახარაძეს რისთვის მისცეს მოქალაქეობა თუ არ ათამაშებდნენ. და კიდევ ვერაფრით ვერ მივხვდი რატომ არ იძახებენ ებრალიძეს, რომელიც უნივერსალი და ნავალას და კაკაბას არყოფნის დროს იდეალურად გააკონტროლებდა ფლანგებს, რომელ მხარეზეც არ უნდა დაეყენებიათ. ნამდვილად დანაშაულია ასეთი ბიჭის დაკარგვა. ბოლოს ყველაზე ღირებული ის იყო ამ თამაშში, რომ გამოჩნდა კაცი, რომელიც გოლის გამტანი იქნება და ეს ლობჟანიძეა და კარგი რეზერვი კიტეიშვილი. ვნახოთ, მეორე უფრო ძლიერი გუნდია და აქაც ველი ლობჟანიძეს და კითეიშვილს ძირითადში
vaso
02 ივნისი 2018 08:06
0
არაბიძემ რამდენი მატჩიც ითამაშა ნაკრებში ყველა ძალიან კარგად გოლებიც გაიტანა და რატო არ იძახებენ? ამ დროს მაინც მეორე შემადგენლობა როცაა
geo
02 ივნისი 2018 07:33
4
საქმეც ისაა, რომ არც ახალგაზრდულში იძახებენ და გაგვაგებინონ რატომ?
emigranti
03 ივნისი 2018 02:17
0
არაბიძემ ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებებში მაინც ეძლევა შანსი და უფრო მეტად უნდა დაამტკიცოს თავის შესაძლებლობები
semi
02 ივნისი 2018 11:39
1
სამწუხაროდ ძალინ დაბალი დონის ფეხბურთი იყო. ამაზე უარესი ჯერ არ მიყურებია! დაცვა კარგი გვყავსო აქ წერია?!შეიძლება კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ დაცვა იყო ყოვლად უვარგისი. თავდასხმა საერთოდ არ გვყავს. ნახევარდაცვა? რა ვიცი მე შოთა იამანიძის დროიდან მახსოვს ჩვანი ნახევარდამცველები. ამათ რომ ვუყურე გული დამეწვა მათი საცოდაობით.
aburjga
02 ივნისი 2018 07:04
4
ვაისი რომ ერთ ადგილს ტკეპნის ნეტა, თუ ვინმე ხვდება ამას!? ლუქსემბურგთან,რომ წააგოს მაინც არ გადადგება და რა ფასი აქვს ამ თამაშებს ვერ გავიგე! მემგონი ასეთი ტემპით,თუ გააგრძელებს ნაკრები სვლას, იტალიის,საფრანგეთის,არგენტინის,ბრაზილიის,გერმანიის ნაკრებებთან თამაშს მე ვეღარ მოვესწრები და მალტა და მაგათი ნაირები აგერ ეზოში რომ ბიჭები თამაშობენ, თუ გაიჭირვეს ისინიც მოუგებენ!
ლუიჯი
02 ივნისი 2018 03:40
8
ფეხბურთს აღარ უყურო ასე აჯობებს დამიჯერე
semi
02 ივნისი 2018 11:43
4
ფსიქოლოგიურად ნაკრები არ არის მზად და რა გახდა ნორმალური ფსიქოთერაპევტის ნაკრებში მოწვევა!? ახლგაზრდები კი გამოცადა ვაისმა,მაგრამ როცა სამი მარცხენა მცველი გყავს გუნდში და ამავე დროს გიჭირს საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დვალს რაღას აყენებ მარცხნივ (ნავალოვსკი, შერგელაშვილი და ხარაბაძე კი თადარიგში არიან)!? მალტას ნაირ გუნდებთან არ უნდა აიჭრას ნაკრები არავითარ შემთხვევაში! ეს არის ფსიგოლოგიური მოუმზადებლობა! ზივზივაძე,ჭანტურიშვილი,ლობჟანიძე და ხარაიშვილი არ არიან ჯერ მზად ისე,რომ მთავარ ნაკრებში ითამაშონ!
კონტე
02 ივნისი 2018 03:18
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული