საქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის სილბესტადში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მალტა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მიზეზთა და მიზეზთა გამო რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ მან მოსალოდნელზე გაცილებით არაოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და უახლოესი რეზერვი გამოსცადა.

ჩვენი მეტოქე ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არასოდეს არ წყვეტდა, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ სომხეთს ფრე (1:1)  გაუგორა, "ჯვაროსნებთან" კი აბსოლუტურად უსუსურად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო ყველა კომპონენტში: საფეხბურთო აზოვნებაში, თამაშის კითხვაში, სისწრაფეში და რაც მთავარია - ტექნიკაში. თუმცა, მომენტების რეალიზაცია ჰქონდა საშინელი.

მარტო ლობჟანიძემ
გაუშვა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის 3 ჩინებული შესაძლებლობა, შემდეგ ზივზივაძემაც და ბოლოს ჭანტურიშვილმა და იმავე ზივზივაძემ. ამას კი არავითარი გამართლება არა აქვს, ვინაიდან ბოძებულ შანსს გამოყენება უნდა და ოდნავ უკეთესი კლასის გუნდი ამისათვის უთუოდ დაგსჯის.

ვაისის გუნდი უზადოდ მოქმედებდა დაცვაში, ორი უფრო შემტევი ყაიდის საყრდენი ნახევარმცველით თამაში კი გაცილებით თვალსასეიროდ სანახავს ხდიდა მატჩს. იერიშებს კარგად წარმართავდნენ კიტეიშვილი და გვილია.

მეორე ტაიმის დასაწყისში გვილიამ სრულიად არასაჭირო სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მოკლედ, ჩვენმა გუნდმა ძალად შეიქმნა პრობლემა.

ამის შემდეგ მოწინააღმდეგემ ერთხანს მორცხვად კი შემოგვიტია, მაგრამ მალე ვაისის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ეგაა, კაცნაკლულობა საქართველოს ეროვნულ გუნდს დაეტყო, თან გაწვიმდა, მაგრამ ბოლოს აქტიურმა კიტეიშვილმა პენალტი მოინადირა და კაშიამ ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები დატოვა.

სილბესტადი. "შვაც არენა".
საქართველო - მალტა 1:0
გოლი: კაშია (78)
გაძევება: გვილია (52)
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (ხოჭოლავა 67), კაშია, კვირკველია, დვალი,აბურჯანია (ნავალოვსკი 78) , გვილია, კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90+2), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი 71), ლობჟანიძე (ბერიძე 67), ზივზივაძე (კაჭარავა 71)

მალტა: ბონელო, აგიუსი, ბეერამი (გამბინი 58), ბორგი, ბრიფა (ველა 84), კამილერი, ეფიონგი (დეჟაბრიელე 81), ფენეჩი (გრეჩი 65), მბონგი, მიფსუდი (ნვოკო 70), ზერაფა
მკითხველის კომენტარები / 20 /
ხალხნო ვისიამოვნოთ მოგებით, ეს ხომ ნაკრების სათადარიგო იყო, ვისაც გგონიათ რომ ერთა ლიგაში ამ შემადგენლობით გავალთ ცდებით და იცით თქვენც.. დღეს იყო ექპერიმენტი და ამ დროს უმაღლესი დონის გუნდები ვერ ალაგებენ თამაშს, არ იყვნენ: კაკაბაძე,კანკავა,ჯანო, ოქრი,ვაკო,მჭედლო,ქვილითაია,მერება,ჩაკვეტაძე,კვეკვე. ასე რომ მუილოცოთ და გავიხაროთ კიდევ ერთი მოგება... ერთა ლიგაზე გველოდება დიდი სიხარული ქართველ ხალხს..
Gega
02 ივნისი 2018 01:46
2
გამარჯვებას გილოცავთ! დროდადრო რაღაც ნათელი წერტილები გამოჩნდა, თუნდაც კიტეიშვილი, რომელიც ნამდვილად გამოადგება ნაკრებს, თუ ფორმას არ დაკარგავს. აი გეგეჩკორი, აბურჯანია, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი და ზივზივაძე უაღრესი გაჭირვება თუ არ იქნა ნაკრებში გამოსაძახებლები არ არიან. ამათ დვალიშვილი, კვეკესკირი და ჯიღაური დაუმატეთ და მეორე ნაკრებს გააკეთებთ მათ ბაზაზე. აი არაბიძეს რას ერჩიან ვერ გავიგე. არც პირველ ნაკრებში, არც ახალგაზრდულში, იქნებ დაწეროთ რა დააშავა ამისთანა არც არავინ რომ არ კითხულობს, თითქოს არ არსებობს. ჟურნალისტებო ეგება გაარკვიოთ რაშია საქმე.
emigranti
02 ივნისი 2018 01:21
8
ჩანს, რომ არაბიძეზე ტაბუა დადებული. ამას წინათ არ იყო, რომ გააკრიტიკა ქართული ფეხბურთის მესვეურები?! მერე, კრიტიკის ატანა როგორია? და აი, შედეგიც!
N
02 ივნისი 2018 10:43
4
ვაჩიბერაძე რატო არ ათამაშეს ? მგონი სათადარიგოებშიც არ იყო
?
02 ივნისი 2018 01:08
8
ძაან ამბიციურები ნუ ვიქნებით, ჩემი აზრით ეს ის თამაში არ იყო რომლის შემდეგაც უნდა ვთქვათ რომ არაფერი არ გვეშველება, ამ ბიჭებს შეუძლიათ ბრძოლა და ესაა მთავარი, მერე რა რო მალტა იყო, მოგებულის ფსიქოლოგია ჭირდება გუნდსაც და გულშემატკივარსაც, ნულიდან ვიწყებთ, ასე რომ არ იყოს ზედა დივიზიონში ვიქნებოდით, მადლობა ბიჭებო, იმით გავიხაროთ რაც დღეს გვაქ, ეგეც არ გვქონდა ცოტა ხნის წინ
ბასკი
02 ივნისი 2018 00:26
4
გილოცავთ. როგორ მინდა საქართველოს ძლიერი ფეხბურთი ქონდეს. საკლუბო დონეზეც და სანაკრებოზეც. ოცნებაა ეს ჩემი...
02 ივნისი 2018 00:21
2
მომენტების განიავება არ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე კარგი რამ დავინახე, ჯერ ერთი ახალწვეულებმა კარგად ითამაშეს(ასე თუ ისე) კიტეიშვილი გამორჩეული იყო, ყველაზე მთავარი კაცნაკლულებმა მოვიგეთ რაც კარგ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს! ასეა თუ ისეა მოგებათა სერია გაგრძელდა თან გოლის გაუშვებლად!
გენო
01 ივნისი 2018 23:03
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული