ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ოთარ კაკაბაძე ლუქსემბურგთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ფიფას წესების თანახმად, მალტასთან მიღებული წითელი ბარათის გამო ვაკო გვილია მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრები 21 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი,
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)
5 ივნისს, ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ოთარ კაკაბაძე: ლუქსემბურგთან გამარჯვებას ვგეგმავთ
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით