ლატვიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჯგუფში ფავორიტია და მათ წინააღმდეგ თავს დავიცავთ

AutoSharing Option
შემადგენლობის დასახელების შემდეგ ლატვიელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პატელაინენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტთა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ფინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტი საქართველოს ნაკრებია.

"ვფიქრობ, ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტი საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ქართველებს ჯგუფში სხვა ნაკრებებზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

ჩვენ მათთან ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს შევეცდებით, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.

სავარაუდოდ, ყველაზე რთული ბრძოლის გადატანა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოგვიწევს.

სექტემბერში ორი განსხვავებული თამაში გვექნება. ანდორასთან ჩემი ფეხბურთელები შეუტევენ, საქართველოსთან კი თავს დაიცავენ.

ამ გამოწვევისთვის ლატვიის ნაკრები მზად არის", -
აღნიშნა პატელაინენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების მატჩი "დინამო არენაზე" 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი "ჯვაროსნები" 6 სექტემბერს, სტუმრად ყაზახეთს ეთამაშებიან.

altანანიძე დიდი დანაკლისია, დვალიშვილი შემადგენლობაში არაა - ლატვიური პრესა საქართველოს ნაკრების შესახებ წერს

altსაქართველოს მეტოქემ, ლატვიის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა


altლატვიის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - როცა მეტოქეზე ერთი თავით უკეთესი ხარ

მკითხველის კომენტარები / 5 /
დვალიშვილი კიარა გუცაევი და ქორიზე გამოიზახეტ კიდევ
შოთა გუგეშაშვილი
03 სექტემბერი 2018 23:18
0
ბუნებრივია ყაზარეთთან მარცხის შემდეგ შეეცდებიან ლატვიის ნაკრებთან მოგებას
41
30 აგვისტო 2018 15:39
15
ყაზახეთთან 2-0 ის წაგების შემდეგ, სადაც ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა, დინამო არენაზე ლატვიასთანაც წავაგებთ, თან 4-0 და გოლებს გაიტანენ ჩაკვეტაძე, ვაკო, კაშია და ისევ ჩაკვეტაძე.
Beka
07 სექტემბერი 2018 06:22
0
დაგასკორე ენაზე!
fsiuuu
03 სექტემბერი 2018 21:01
0
ეგ შეჩვენებული ისე ლაპარაკობს, თითქოსდა ყაზახეთს ორივე თამაში მოუგო და საქართველოს მეტი არავინ ჰყავს მოწინააღმდეგე, ვაი მაგის პატრონს
999
30 აგვისტო 2018 15:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული