"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.
ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.
მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.
ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.
თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".
ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]
რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ მე მგონი ვჯობდით. კი გვაწვებოდნენ, მაგრამ გაუზარებლად. მომენტები შემთხვევით იქმნებოდა. კარგი გუნდი რა თქმა უნდა მოგვიგებდა. ისე მოედნის ბრალიც ბევრი იყო, თუნდაც მერაბას შეცდომები ძირითადად მოედნის ბრალი იყო, თან მე როგორც ვიცი პოლონეთში მარცხნივ თამაშობს. მარჯვენა ნახევარმცველი და შემტევი მაგრა გვიჭირს. მოკლედ არავის გაკრიტიკება არ მინდა, მთავარია ლატვიათან მშვიდად მოემზადონ.
პ.ს. ყველას შევახსენებ ლატვია ჩვენთვის თარსი გუნდია. თუნდაც ქეცბას დრო გაიხსენეთ. ჩვენ საჯარიმოში არ შემოსულან, კარში არ დაურტყამთ და 1:0 მოგვიგეს. ლორიამ რომ შეგდო თავის კარებში. არადა მაშინაც "პადიომზე" ვიყავით.
ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით ამ თამაშში და იმედია მომავალ შეხვედრებში მაქსიმალურად გამოასწორებენ.
ფიზიკური კონდიციები ისევ რჩება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად.