ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ნახეთ რა შეფასება მისცეს ებრალიძეს პორტუგალიაში? ესენი კიდე არ იძახებენ. მერებას და ჯიღაურს, კიდე ერთ ორს ერთად აღებულს სჯობს. გაგიმართლა ვაის, მარა ეგრე არ ივარგებს
zvare
07 სექტემბერი 2018 14:31
7
იდიალურათ კი არა ცუდად ითამაშეთ, გაგვიმართლა რომ მოვიგეთ, არადა გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში, გუნდს თვითდაჯერება აკლია. შუაში ბუღთის დაჭერის ეშინიათ და მოცილებაზე არიან, გახსნაც ნაკლებათ ქონდათ თითქოს ერიდებოდნენ ბურთის მიღებას, მეტი მოძრაობა და თვითდაჯერება თუ იქნება მეტის მიღწევა შეუძლიათ
zmo
07 სექტემბერი 2018 13:53
9
ვულოცავ ნაკრებს, ბიჭებს და მთელ საქართველოს. მაგრამ, მაგრამ....სამწუხაროდ და გამგებმა გაიგოს. მერებაშვილი კარგი პიროვნება ჩანს,(თუმცა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ), ერთერთი მაგრამ.. ზოგიერთებიც ნაკრებში რატომ არიან ვერ ხვდები...
გუსანი
07 სექტემბერი 2018 13:28
0
მართალი ხარ!
შაკო
07 სექტემბერი 2018 11:13
0
გილოცავთ. სულ გამარჯვებებით გვევლოს.
რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ მე მგონი ვჯობდით. კი გვაწვებოდნენ, მაგრამ გაუზარებლად. მომენტები შემთხვევით იქმნებოდა. კარგი გუნდი რა თქმა უნდა მოგვიგებდა. ისე მოედნის ბრალიც ბევრი იყო, თუნდაც მერაბას შეცდომები ძირითადად მოედნის ბრალი იყო, თან მე როგორც ვიცი პოლონეთში მარცხნივ თამაშობს. მარჯვენა ნახევარმცველი და შემტევი მაგრა გვიჭირს. მოკლედ არავის გაკრიტიკება არ მინდა, მთავარია ლატვიათან მშვიდად მოემზადონ.
პ.ს. ყველას შევახსენებ ლატვია ჩვენთვის თარსი გუნდია. თუნდაც ქეცბას დრო გაიხსენეთ. ჩვენ საჯარიმოში არ შემოსულან, კარში არ დაურტყამთ და 1:0 მოგვიგეს. ლორიამ რომ შეგდო თავის კარებში. არადა მაშინაც "პადიომზე" ვიყავით.
ჰაჰა
07 სექტემბერი 2018 10:44
0
ხალხო, წინა შესარჩევზე რა თამაშები ჩაატარა ნაკრებმა გაიხსენეთ, ყველაფერში თითქმის ვაჯობეთ სერბეთს,ირლანდიას ავსტრიას უელსს,მაგრამ ტაბლოზე ანგარიშების გამო შპაგატში ჩაჯდა ნახევარი საქართველო, ნეტა მოეგოთ და ცუდათ ეთამაშათო, გუშინ ვერ ააწტვეს ბიჭებმა თამაში მაგრამ 0:2 დააფიქსირეს, 2 დღის შეკრებილ ნაკრებს რომლებმაც ზოგმა 16 საათი იფრინეს ზოგი სტადიონიდან პირდაპირ ჩამოფრინდა მეტს რას თხოვთ?როცა ყაზახეთის ლამის პრეზიდენტიც კი 1 კვირა რეჟიმში ცხოვრობდა და ემზადებოდა:)) ხელოვნური სტადიონი და მოჭიდავე ყაზახები გუშინ ბიჭებმა ზეციდან დაბლა დაუშვეს და დაუმტკიცეს რო საქართველო არის ლიდერი დ ჯგუფის
Gega
07 სექტემბერი 2018 10:17
0
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით ამ თამაშში და იმედია მომავალ შეხვედრებში მაქსიმალურად გამოასწორებენ.
ფიზიკური კონდიციები ისევ რჩება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად.
WTF
07 სექტემბერი 2018 09:57
0
ვაისმა მოიგო ძმაო ეს თამაში, რა გჭირთ თქვე დაუნახავებო ჰა? ხო მოვიგეთ ხო გაგიხარდათ?! რა კომენტარებია რა სურვილებიაა!! რას იბოღმებით რაგაც შურიანი ახვრებივით, წინ საქართველო!! კიდე მოვიგებთ და საერთოდ ჩვენია ეს თასი!! იყო შეცდომები, იყო ვაისისაც შეიძლება და ფეხბურთელებისაც მაგრამ შედეგი დაიდო! გამოსწორდება შეცდომაც, ჩვენ კარგი სურვილის მეტი არაფერი შეგვიძლია და ეგ მაინც ვქნათ...))
asaqsdasa
07 სექტემბერი 2018 09:05
3
ვუყურე ლატვია ანდორას თამაშს. ანდორა მასპინძელი რომ ყოფილიყო ლატვიას აუცილებლათ მოუგებდა იმდენად სუსტია ლატვია. ელემენტარულად კარში ვერ ურტყამენ ბურთს. ჩემი აზრით ეხლა მაინც უნდა დააყენოს ძირითადში ხოჭოლავა,კვასხაძე ან კუპატაძე, კიტეიშვილი, ტაბიძე კარგი იქნებოდა ხარაიშვილი და ლობჟანიძეც გამოეძახა და არა ის ფეხბურთელები ვინც ჯერ ისევ ფრთხილობს თამაშს არიქა ტრავმა არ გავიმიზეზოვო
იაგო
07 სექტემბერი 2018 08:52
11
ზძალიან მიკვირსზოლმე როცა ნავალოვსკიზე სწერენ ნაკრების სუსტი წერტილიაო. ყოველთვის ყველაზე მოძრავი და მებრძოლია არც კლასის ნაკლებობას უჩივის და ახალგაზრდულ შემადგენლობაში ყოველთვის საჭიროა ერთიორი ამ ასაკის ლიდერი ფეხბურთელის ყოლა გუნდს სტიმულს და თავდაჯერებას მატებს. ამ დროისათვის ნავალოვსკი გუნდის ლიდერად მიმაჩნია,მინსკის დინამო საკმაოდ კარგი გუნდია მთავარია მალე ძირითადში ადგილი დაიმკვიდროს გიორგიმ. ასევე ძალიან ჭკვიანი და ორიგინალური ფეზბურთელია კვეკვესკირი. მიკვირს რომ არ დაინტერესდნენ აქამდე მისით ევროპოლი გუნდები. ნამდვილად ცოდოა ასეთი ტალანტი ტობოლში იყოს ჩაკარგული. ცოტაც ბიჭებო და წლის ბოლოსათვის ჩვენი ნაკრების 5-6 ფეხბურთელის ფასი ტრანფერმარკეტე გაორმაგდება და უკეთეს გუნდებში გადავა ბევრი ახალი სეზონიდან.
იაგო
07 სექტემბერი 2018 08:45
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული