ვენი, ვიდი, ვიცი - ქალაქი ასტანა და ყველა ემოცია, რაც ყაზახეთიდან გამომყვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩზე ყოფნას სულ სხვა ემოცია აქვს, როდესაც 30 000-მდე ადამიანი შენს წინააღმდეგ არის, იქ უკვე ჟურნალისტი აღარ ხარ, იქ უფრო ქომაგად ხარ ქცეული და შენი გამოძახილი "საქართველო" ფეხბურთელებამდე მისვლამდე სადღაც იკარგება, თუმცა შენ გაუჩერებლად აგრძელებ ქომაგობას და გინდა რომ, იცოდნენ და დანარჩენი სტადიონი შენს ბედნიერებას იზიარებდეს.

მედია ტრიბუნის უკან ქომაგები იყვნენ, როდესაც გოლი გავიდა ჟურნალისტები სიხარულისგან ვხტოდით, იმ წუთში არ ვფიქრობდით რომ უკან ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის მასა იყო, რომელსაც ჩვენი გოლი აღიზიანდება და ჩვენ აქტიურობას შეიძლება
მათი აგრესია გამოეწვია. თუმცა იმ ორი დღის განმავლობაში რაც ყაზახეთში გავატარე მათგან სიკეთისა და წესრიგის მეტი არაფერი მიგვრძნია, შესაბამისად გამარჯვების შემდეგ მშვიდობიანად გავაგვრძელეთ გზა და მეტოქის ქომაგისგან მხოლოდ მილოცვას ვიღებდით, მე პირადად გინება და შეურაწყოფა არ გამიგონია.

ყაზახური ფეხბურთი
ყაზახებმა უარი თქვეს აზიურ ფეხბურთზე და 2002 წლიდან უეფას წევრი ქვეყანაა. მათ იმ პერიოდიდან დაიწყეს ევროპულ მაგალითზე ახალი საფეხბურთო თაობების აღზრდა და ამან პერიოდულად გარკვეული შედეგი გამოიღო.

ყაზახურმა საკლუბო ფეხბურთმა კარგა ხანია გაგვასწრო, მათ ის პოზიციები, რასაც ადგილობრივი ფეხბურთელები ვერ აკმაყოფილებდნენ, კვალიფიკაციური ლეგიონერებით შეავსეს და ევროტურნირებს გაუშინაურდნენ. მათთან კონკურენციაში ადგილობრივი ფეხბურთელებიც უკეთესი გახდნენ და დღეს გაცილებით ძლიერი ნაკრები ჰყავთ, ვიდრე ოდესმე ჰყოლიათ.

რაც ძალიან მომეწონა მატჩამდე, ეს იყო დაპირისპირების რეკლამირება. ქალაქში მრავლად შეხვდებოდით ბანერებს, რომლებიც თითქმის ყველგან იყო: სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ტრანსპორტში, რადიოში, ტელევიზიაში და ა.შ. ეგ კი არა, ასტანის ერთ-ერთ კოშკზე, რომელიც თითქმის მთელი ქალაქიდან ჩანდა, მთელ შენობაზე რეკლამები გადიოდა და ყაზახეთი-საქართველოს დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთში ერთხელ მიეწოდებოდა. სამწუხაროდ ამხელა რეკლამირება ჩვენთან არ ხდება და კარგი იქნებოდა მსგავსი ჩვენთანაც კეთდებოდეს.

Sportall.Ge

ასტანა
ასტანა ახალი ქალაქია, ის ყაზახეთის დედაქალაქი 20 წლის წინ გახდა მანამდე ამ ტერიტორიაზე პატარა ქალაქი აკმოლა არსებობდა. დღეს უკვე ყაზახეთის დედაქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად მაცხოვრებლების რაოდენობისა ეს არ იგრძნობა, რადგან არც ქუჩებია გადატვირთული და არც ტრანსპორტი.

პირველ რიგში, რასაც ამ ქალაქში გამოვარჩევდი ეს სისუფთავე და წესრიგია. ძალიან კოხტა, დაწკრიალებული და თანამედროვე ქალაქია. ქალაქში უამრავი ლამაზი შენობა და კოშკია, რომელიც საინტერესო არქიტექტურითა და დიზაინითაა აშენებული. იდეალურია ქალაქის განაშენიანებაც, შენობები ერთმანეთს არ არის მიწყობილი და ძალიან კარგი სივრცის შეგრძნებას გიტოვებს.

ასტანაში მშენებლობები აქტიურ პროცესშია, 2020 წლისთვის კიდევ უფრო დიდი პროექტებია ჩაფიქრებული და 2 წელიწადში როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ქალაქი თავის პიკს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ქალაქს მეტრო არა აქვს და მისი გაკეთება ახლა მიმდინარეობს.

რაც ძალიან მომეწონა ეს შატირის სავაჭრო ცენტრი და მაშტაბური ოპერის სასახლეა.

მთავარი მინუსი რაც ამ ქალაქს აქვს ეს ბუნებაა, ქალაქში ხეები ახლა იზრდება და მწვანე სივრცეები საკმაოდ ცოტაა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

სპორტი ასტანაში
სპორტულ ცხოვრებაზე ყაზახები აქტიურად ზრუნავენ. ქალაქში მრავალი ახალ გაკეთებული არენაა, რომელიც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის არის აშენებული: ველო არენა, ყინულის, ჰოკეის, ტანვარჯიშის და ა.შ.

Sportall.Ge

ასტანა არენა
სიამოვნებით მექნებოდა ერთი "ასტანა არენა" საქართველოში, საკმაოდ კომპაქტური და ლამაზი სტადიონი ქალაქის ერთ-ერთი მშვენებაა. გარე ფასადი "ალიანს არენას" მიუგავს, შიგნით იდეალურად მოწყობილია ყველაფერი, არის თანამედროვე დაცვის სისტემები, ლიფტები, კარგი სკამები, დასასვენებელი და საკვები სივრცეები, მშვენიერი მედია ტრიბუნა და სამუშაო ოთახები. შესაძლებელია სტადიონის გადახურვა, არის ეკრანები სადაც მნიშვნელოვანი მომენტები მეორდება და ა.შ.

თამაშის დროს კიდევ ერთი რაღაც, რაც მომეწონა ეს გამოხატული პატივისცემაა, სტადიონზე დიქტორი ყაზახურად აცხადებდა და მას გვერდით ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც ქართულად თარგმნიდა.

მთავარი მინუსი, რაც ამ არენას აქვს ეს ხელოვნურ საფარიანი მოედანი და სარწყავი სისტემაა, რადგან მოედანზ მეხანძრეები რწყავდნენ. კიდევ ერთი რამ რაშიც მინუსს დავუწერდი ეს უკაბელო ინტერნეტია.

Sportall.Ge

ვენი ვიდი ვიცი
მივედი, ვნახე, გავიმარჯვე - ეს არის ჩვენი ასტანური მონაგარი, ჩემი ყაზახური მონაგარი ანუ ბოლო ფოტო კი დღის ერთ-ერთ გმირთან და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელთანაა. შემდეგი გამოწვევა თბილისში 9 სექტემბერს ლატვიასთან მატჩში გველოდება.

Sportall.Ge

P.S მადლობა მხარდაჭერისთვის: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პალიტრა ჰოლდინგს, რომ მომეცა საშუალება ასტანაში დავსწრებოდი ყაზახეთი-საქართველოს ნაკრებების შეხვედრას.

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ყაზახეთთან მატჩში

alt"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი სტატიააა, აი თავი რომ გეიკრიჭო და პირიც ბარემღა მეიპარსო კარგი ახალგაზრდა იქნებ მთლად, და დიდი მინუსი წამყვანებს, რეპორტაჟის დროს თავი დაანებონ თავიანთ პირად მოსაზრებეისა და ზღაპრების მოყოლას, მიყვნენ მხოლოდ ფეხბურთის მსვლელობას მეტი ემოციურობით, ბოლოს და ბოლოს ნახონ კოტე მახარაძის კომენტირების ჩანაწერები.
დათო
10:29 11-09-2018
0
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, თუმცა კარგი იქნება, თუ ჩვენი ჟურნალისტები ე.წ. უბრალო მკითხველებზე უკეთ ფლობდეთ ქართულ ენას და "შეურაწყოფას" არ გვაყენებდეთ ინტერნეტ სივრცის "მაშტაბით". საწყენად ნუ მიიღებთ ამ შენიშვნას. კეთილი სურვილებით,
ჩაფარი
14:03 10-09-2018
0

სიახლეები პოპულარული