ვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიის ნაკრებთან ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანია დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ერთა ლიგაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის სამი ქულა რაც ყაზახეთთან ავიღეთ, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანია გამარჯვება, რათა გვქონდეს პოზიტიური შედეგი. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, საბოლოოდ დადგინდება ხვალინდელი შემადგენლობა.

ლატვიამ ანდორასთან ფრედ ითამაშა, მეტოქე თამაშობს დაცვით სისტემას 4-4-2 ტაქტიკით., ჩვენ უნდა ვუპოვოთ გასაღები მათ დაცვას და ვიმედოვნებ, რომ ხვალ ჩვენი სტადიონი გაივსება და გულშემატკივარს
გავახარებთ.

ჩვენი წინა გამარჯვება ლატვიასთან 5:0 სასიამოვნოდ გასახსენებელი ისტორიაა. იმ შეხვედრიდან 8 ფეხბურთელია დღეს ნაკრებში, მაგრამ არ მგონია წინა მატჩმა გავლენა იქონიოს ხვალინდელ დაპირისპირებაზე, რადგან მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი სისტემით თამაშობენ.

როცა ყაზახეთს ვეთამაშებოდით მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენ შედეგისთვის გავაკეთეთ ყველაფერი და მივაღწიეთ მიზანს.

გურამ კაშიაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის შესანიშნავი პიროვნება და ფეხბურთელია, რაც ხდება მის თავს ეს უხერხულია საკითხია და მე როგორც მწვრთნელი მას ბოლომდე გვერდში დავუდგები.

წინა შეხვედრის შემდეგ გუნდში არ არის ეიფორია, სრული კონცენტრაცია გვაქვს თამაშზე. ხალხი ჩვენგან კვლავ მოელის გოლებს და გამარჯვებას, ჩვენი მიზანია გულშემატკივრის იმედები გავამართლოთ.

ჩვენ დავაკვირდებით როგორც თორნიკე ოქრიაშვილს, ასევე ლევან მჭედლიძეს და შემდეგ გადავწყვიტავთ, დავტვირთავთ თუ არა მათ.

ჩვენთვის ყველა გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც მეტ გოლს გავიტანთ მით უკეთესი. ეს არის ტურნირი შედეგისთვის და რაც უფრო კარგ ანგარიშს დავაფიქსირებთ მით უკეთესია.

ვარჯიშზე ავირჩევ შემადგენლობას. ფეხბურთელებს შეცდომები ჰქონდათ, იგივე მერებაშვილს და ქვილითაიას საგოლე მომენტები ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძეს არ ჰქონია 100%-ანი მომენტი და გოლი გაიტანა. მთავარი შეცდომა გიორგი ლორიას მომენტი იყო, თუმცა ნავალოვსკიმ გამოასწორა. შევცვლი თუ არა წინა შეხვედრის შემადგენლობას ჯერ არ ვიცი, ვარჯიშზე გადაწყდება.

ჩვენ არ უნდა მივცეთ მეტოქეს კონტრშეტევების წამოწყების საშუალება და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები.

ფეხბურთს ყოველთვის ახლავს შცდომები, წინასწარ ვერ განსაზღვრავ ამას. ჩვენ არ ვეთამაშებით სოფლის ნაკრებს, აქ ერთმანეთს ქვეყნები უპირისპირებიან და შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. იგივე ლორია რომ ავიღოთ, კი მან დაუშვა შეცდომა, თუმცა მან რამდენიმე კარგი ბურთიც აიღო", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლატვიას მატჩი 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

P.S. პრესკონფერენციას უჩვეულოდ ბევრი ჟურნალისტი დაესწრო.

altგიორგი მერებაშვილი: მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები

altსაქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით შეუდგა

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ყაზახეთთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა მაინტერესებს იცით? სად იყვნენ ეს მარშისტები პუტინის პროპაგანდის მქადაგებლები რომ ჩამოვიდნენ თბილისში? რათქმაუნდა თავის დამფინანსებლებს არ გამოუხტებოდნენ.
იციან რუსეთის დავალებით ვის უნდა მიუქსიონ ხალხი!!!
გელა
12:29 09-09-2018
6
თანადგომა კაშიას და ჩვენ ნაკრებს, სადაა ბრეგაძის და“მორგოშიაას ჩასაშლელი თამაში
დათო
11:05 09-09-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული