შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველო - ლატვიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას
და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება. - ნათქვამია განცხადებაში

altსაქართველო vs ლატვია - თამაში ქულებისთვის, მოგება გიორგისთვის!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველა არამზადაა ვისაც ლგბტყმძ ხალხი ევასება.
ნიკა
09 სექტემბერი 2018 19:03
0
თამაშის მერე შეხვდით ერთმანეთს და მოგვარდით. თამაშის ყრება გვაცადეთ.
ლაშა
09 სექტემბერი 2018 16:00
0
დღეს არის იმის შანსი ისტორიაში პირველად გავიდეთ ამ ჯგუფიდან რა დროს კაშიაა თუ ვინმეს რამე უნდა უთხრას მოძებნოს და თამაშის მერე გაურჩიოს თუ აქ მგის ერთი ადგილი თუ არ შეუძლია მაშინ გაჩერდეს ეხლა აქეთ კასია მაგინებლები ქართველი მუჟიკები იქეთ მერე დამცველები გამოვლენ კლგოტკიანები და უყურე მაგთ შოუს გვაცალეთ ფეხბურთის ყურება.
samtredski
09 სექტემბერი 2018 13:51
1
აუცილებლად სანსი ავიგოტ სამი ქულა რა დროს კასიაა
შოთა გუგეშაშვილი
09 სექტემბერი 2018 13:37
1
წავიკითხე ეს კომენტარები და სამწუხაროდ მე მგონი ძალიან ცალმხრივად წერთ, რა თქმა უნდა არ იქნება სწორი კაშიას წინააღმდეგ რაიმე სკანდირება, მაგრამ არა მგონია საფეხბურთო მატჩის დროს, სადაც ბიჭები საქართველოს სახელით გამოდიან, მაინცამაინც ლგბტ-ს დროშების ფრიალი და ,,კალგოტკიანი მამაკაცების" თავშეყრა იყოს მოსაწონი! ვუგულშემატკივროთ ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებს და მათ შორის გურამ კაშიას, როგორც საქართველოს ნაკრების წევრს და ფეხბურთელს, მაგრამ არამც და არამც, როგორც ლგბტ-ს პროპაგანდისტს. ასე სჯობია, დამიჯერეთ!
მამუკა
09 სექტემბერი 2018 13:32
1
რა დროს აქციაა ეხლა?ვინც დღეს სტადიონზე მისული ამას გააკეთებს ის არის ზუსტად ქართული ფეხბურთის მტერი. მეც სასტიკად არ მომწონს ლგბტ თემი ქვიან თუ რაცაა თუმცა დღეს ამის გასარჩევი დრო ნამდვილად არაა.ისე ნუ უზამთ ეს ვითომ "პატრიოტები" რომ სრულიად საქართველოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი არმიის სიძულვილი და ზიზღი დაიმსახუროთ.კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დღეს არ არის ამ საკითხის გარჩევის დრო. ალბათ ფეხბურთელებზეც იმუშავებს ვინმე ფსიქოლოგი რომ ამ ვაი პატრიოტების ყროყინს არ მიაქციონ ყურადღება ფეხბურთელებმა თამაშის მსვლელობის დროს.და კიდევ,მართლა გულშემატკივრებმა ისე ომახიანად უნდა დაუჭიროს მხარი ჩვენს გუნდს რომ ამათი ხმა არ ისმოდეს.მეც ვიქნები სტადიონზე და ხმის ჩახლეჩამდე ვაპირებ მხარდაჭერას სა-ქარ-თვე-ლოო!!!!
RUS-777
09 სექტემბერი 2018 12:50
1
აუ როგორ მომაბეზრეს თავი ამ ქართულ სახელს ამოფარებულმა რუსული საქმის მკეთებელმა ორგანიზაციებმა ქართულმა მარშმა,ქართულმა ოცნებამ,პატრიოტთა ალიანსმა ვითომ ნაციონალურმა მოძრაობამ...........
ბაჩო
09 სექტემბერი 2018 12:38
10
რა დროს კაშია და ლგბტ პროპაგანდაა?! მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!
qomagi
09 სექტემბერი 2018 12:19
7
ახლა კაშიას წინააღმდეგ რაიმე ქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ ქმედება, ეს უნდა გავაცნობიეროთ! არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს მისი საქციელი თუ არა.
მოდით ყველამ ერტად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს!
Irakli
09 სექტემბერი 2018 12:10
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული