ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაილენმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ (0:1) პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თამაში ზუსტად ისე წარიმართა როგორც მე ვფიქრობდი, მსურს ჩემი გუნდი შევაქო დისციპლინისთვის. მაშინ როცა 0:0 იყო , ჩვენ გვქონდა მომენტი და ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მთელ მატჩში საქართველო გავანეიტრალეთ.

მე ვფიქრობ, ეს არ იყო პენალტი. მიკვირს თუ რატომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. აქ ჰქონდა სიმულაციას ადგილი, რასაც მსაჯი წამოეგო. მე არ ვწყვეტ ამას და მსაჯს უფრო თავდაჯერებით უნდა ემოქმედა, თუმცა დასანანია როცა ასეთი გოლით აგებ შეხვედრას.

იმ შემთხვევაში
თუ ჩვენ ყველა დანარჩენ შეხვედრას მოვიგებთ, გვექნება ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა. საქართველო თავიდანვე ჯგუფში ფავორიტი იყო, რადგან მათი ფეხბურთელები ევროპის წამყან გუნდებში თამაშობენ. არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ჯგუფიდან ყველა გავიდეს, თუნდაც ანდორა, რადგან არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრებმა ქულები დაკარგოს.

საქართველოს ნაკრებს ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც მეტოქის ყველა ფეხბურთელი გაანეიტრალეს", - აღნისნა მიკსუ პაატელაილენმა.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებით,მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა,უფრო მეტს მოველოდი.
ნანა
09 სექტემბერი 2018 22:35
1
საქმეც მაგაშია ბატონო, პაატელაინენ. შემსრულებელი ფეხბურთელები უნდა გყავდეს და თქვენც მიაღწევდით რაიმეს. 76 წუთი 11-ტივე ფეხბურთელით ყრუ დაცვას, რომ თამაშობთ მაგან იცის ეგეთი შედეგის დაფიქსირება ტაბლოზე.
P.S.ორივე თამაში ჩაქვეტაძემ მოიგო.
TanoLife
09 სექტემბერი 2018 23:40
2
კონტაქტი იყო, მაშინ ამ მწრთვნელს ქუთაისის ტორპედოს რა პენლები დაუდეს ევროპა თასზე უნდა ანახოთ და დამუნჯდება.
ddd
09 სექტემბერი 2018 23:01
2
წადი შენი თუ რამის ტ---კი გქონდა ვერ მოუგე ანდორას?
Kkk
09 სექტემბერი 2018 23:20
5
იფიქრე რამდენიც გინდა,საქართველომ ასე წააგო იტალიასთან,თან დააფარა ბურთი თავზე საქართველომ. ასე რომ მითხუ ხარ თუ ჩაკრაბოტი დაცვას მიხედე.
გრაფი გიორგი ალაზნისპირელი
09 სექტემბერი 2018 22:59
1
ზედიზედ მეორე მატჩი კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გიორგი ჩაკვეტაძეს. ეს ნაკრები მატჩის მომგები არ იყო არც ყაზახეთში და არც გუშინ მის გარეშე.
ირაკლი
10 სექტემბერი 2018 10:53
1
ეს მიკსუ პაატელაილენი რა ბოღმას გვაფრქვევს - წაასხა და რა იგესლოს არარ იცის
დათო
09 სექტემბერი 2018 23:21
4
სწორი ანალიზია.
ჯ.ჩ.
09 სექტემბერი 2018 22:33
5
გვიჭირს და ძალაა, შეტევაში გვიჭირს, კარში დარტყმა გვიჭირს, უკან ჩამოსვლა გვიჭირს დასაერთოდ ეს არარის ფეხბურთი.
ჯ ი ჯ ი
10 სექტემბერი 2018 00:17
7
კონტაქტი იყო, მაშინ ამ მწრთვნელს ქუთაისის ტორპედოს რა პენლები დაუდეს ევროპა თასზე უნდა ანახოთ და დამუნჯდება.
ddd
09 სექტემბერი 2018 23:00
1
არა მე თუ უდროოდ მოვკვდები ეს ვაისის დამსახურება იქნება,ტიპს რა ნერვები აქ ბუჯოოო
მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო
09 სექტემბერი 2018 23:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული