ჩვენ გვავიწყდება, რომ კვალიფიკაციით რანგით მე-4, D ლიგაში ვთამაშობთ, ჩვენი მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი (ლევან მჭედლიძე) ასპარეზობს ევროპის ტოპ-4 ჩემპიონატში და გუშინ იმასაც არ უასპარეზია.
იყო შანსი, ახალ სეზონში კიდევ ორი მოთამაშე გადასულიყო ტოპ-4-ეულში, მაგრამ არ გამოვიდა: გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" პლეი-ოფში დამარცხდა, ხოლო ოთარ კაკაბაძეს ტრანსფერი ჩაეშალა. საქართველოს ნაკრებს არა ჰყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები,
ერთა ლიგა იმითაა შესანიშნავი, რომ ჩვენნაირ გუნდებს მისცეს თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა ამოვიდეთ ჭაობიდან, ეს კი ადვილი საქმე არაა.
ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი
ამ ორ შეხვედრაში, რა თქმა უნდა, იყო გამართლების ფაქტორიც და მოდით, ვთქვათ ალალად, ორივე შეხვედრა 19 წლის ბიჭმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა. ყოველ შემთხვევაში, ამაში მას ლომის წილი მიუძღვის. იყო თუ არა ლატვიასთან პენალტი? თუ ფეხბურთის წესების მიხედვით ვიმსჯელებთ, იყო, მაგრამ ასეთ თერთმეტმეტრიანს ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავენ. მთავარი მსაჯი იმ ეპიზოდში მომენტის ადგილიდან შორს იდგა და ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ, კარსუკანა არბიტრმა დაინახა (გაახარებს ღმერთი!).
ალბათ, უადგილოა პარალელის გავლება, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ესპანეთის ნაკრებთან ჩვენი მატჩები მახსენდება, სადაც ე.წ. ავტობუსი ჩავუყენეთ და თბილისში კინაღამ მოვუგეთ (მატჩის ბოლოს გავუშვით გოლი და წავაგეთ), მერე კი ევროპირველობის წინ ამხანაგურ მატჩში ვძლიეთ. ძნელია 11 კაცით კარში ჩამდგარი, ორგანიზებული გუნდის ძლევა და რთული თამაში მოსალოდნელი იყო. რა მაგის პასუხია და, ამას წინათ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩიოდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად ორგანიზებული დაცვითი გუნდების გატეხვაო. ასეთი შეხვედრების მოგება დიდ გუნდებს უჭირთ და რა გასაკვირია, რომ ჩვენც გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინ.
ბევრი კრიტიკა გამოითქვა მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიმართ სასტარტო შემადგენლობის დაყენებასთან დაკავშირებით. სხვა შემადგენლობა რომ დაეყენებინა, მაინც გააკრიტიკებდნენ, თუმცა მაინც ვერ გავიგე, საერთოდ რატომ ჩამოიყვანა კარგ ფორმაში მყოფი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიიდან, თუ 1 წუთსაც არ ათამაშებდა. ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ აგვიანებს მუდამ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას, რატომ ვერ ცვლის თამაშისას ტაქტიკას და ა. შ. შეიძლება არ აქვს ამის რესურსი, შეიძლება ვერ ახერხებს გუნდის გადაწყობას და ამის უნარი არც გააჩნია.
ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში
ძალიან, ძალიან დააკლდა გუნდს გიორგი ქვილითაია. ყაზახეთთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ლატვიასთან მისი თამაში უნდა ყოფილიყო, რამეთუ ის არაა იმ ტიპის ფორვარდი, რომელიც ცენტრში ბურთს მოიპოვებს, რამდენიმე მცველს მოატყუებს და გოლს გაიტანს. მას ჩაგდებულ ბურთზე ეხერხება თამაში და გუშინ სწორედ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. ნიკა კაჭარავას შარშან "კორონაში" კარგი მონაკვეთი ჰქონდა, მაგრამ ტრავმის მერე ფორმიდან ამოვარდა და ვეღარ ჩადგა, ხოლო "ანორთოსისში" თამაში არ წაუვიდა და ბექა მიქელთაძის დუბლიორია და იკითხავს ახლა ზოგიერთი, მაშინ მიქელთაძემ რაღა დააშავა, რომ არ იძახებენო?..
მოკლედ, სამსჯელო და საკამათო ბევრია, ამ ორმა მატჩმა არაერთი კითხვა დაბადა, თუმცა, რაც მთავარია, 6 ქულა ავიღეთ. წესით, ჯგუფი უნდა მოვიგოთ, პერსპექტივა გაჩნდა, წინ გადაიდგა ნაბიჯი და მართალია, მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ და თამაშის უკეთესი ხარისხი უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ნამეტანი პრეტენზიულებიც ნუ ვიქნებით.
ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
100% იანია... ფაქტი ერთია რო ვაისი სრული პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და ჩანაფიქრს მისდევს ფეხდაფეხ... და უკიდეგანო კრიტიკა უადგილოა... თავის გეგმას მიყვეს თუ თითოეული გულშემატკივრის და ჟურნალისტის სურვილი გაითვალისწინოს... ჯგუფი მოვიგოთ თუ გინდა ყველა თამაშში ტრუხა პენალი დაგვიდონ და ანდორასთანაც გაგვივარდეს შემთხვევით და მერე შესარჩევში უკვე შეიძლება ორგანიზების კუთხით აქტიური მუშაობა...
ეხლა ამ კაცის ტვინში რაღაცეების არევა არ შეიძლება და ჩვენი მხრიდან დალაგებული და სუპერ ლამაზად მოთამაშე გუნდის მოთხოვნა არის დაუნახაობა... იტალია და ინგლისი და ბევრი კიდე ვერ თამაშობს ასე და ჩვენ რატო გვინდა ეგრევე, როცა ბოლო წლებში პირდაპირი გაგებით ჭაობში ვართ კისრამდე... აცადეთ ბატონო, ერთხელ ხო შეიძლება მშვიდად მუშაობა ვაცადოთ მწვრთნელს და მადლოვა ვუთხრათ იმისთვის რო ბოლო 8 თამაშიდან 6 მოიგო და 1 ფრე ითამაშა... სუსტ გუნდებს მოგება არაფერია ვიღაც იტყვის მაგრამ იმ სუსტ გუნდებსაც ვერ ვუგებდით, მარტო ძლიერ გუნდებთან გვქონდა რამდებიმე კარგი მომენტი, უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ სუსტ და საშუალო გუნდებთან პირველ ნომრად თამაშს, რაც არ იცის ჯერ ნაკრებმა...
აცადეთ ბატონებო, აცადეთ...
თამაშებს ეგ არ ესწრება, სელექციას ეგ არ აწარმოებს. როცა არ გაქვს ტვინი ვინ რას აგირევს? :)
3 წლის განმავლობაში ვერავინ გაიგო რას თამაშობს ნაკრები :)
მე პირადად ცხადაძის სტილი გაცილებით მომწონდა.
ის რომ ნაკრებს არ ყავს ფეხბურთელები ეს ვაისს თავის მართლებაა.
არის რამოდენიმე ფეხბურთელი რომელიც ევროპის სასუალო დონის გუნდშია, ასე რომ უვარგისები რომ იყვნენ მათ იქ არავინ გააჩერებდა და არც ხელფასს გადაუხდიდა.
3 წლის განმავლობაში ვაისმა ვერ შეზლო ნაკრების შექმნა.
გუნდის სტრატეგიაა- გადით, დადექით თქვენ პოზიციაზე, იქნებ გაგვივარდეს და გოლიც გავიტაანოთ. სულ ეს არის.
არანაირი კომბინაცია და ვარჯიშემზე დამუშავებული სქემა.
3 წელიწადში სუპერ ტრენერები, კლუბს ვერ აყალიბებენ დღეში ორჯერ ვარჯოშით და ვისაც უნდა იმას რო ყიდულობენ ისე და ტრავმიან ნაკრებს 3 დღიანი შეკრებით მეტს როგორ თხოვთ... ბოლო 8 თამაშიდან 6 მოიგო კაცმა და 1 წააგო და 1 ფრე ითამაშა... მეტი რა გინდათ ვერ გავიგე მე პირადად.
არც ვაისის დამცველი ვარ თავგადაკლული, მარა რაღაცას დაამსგავსა კაცმა, შედეგი არის, ხან კარგად თამაშობენ ხან სვარკით იგებენ... ამ ეტაპზე ამაზე წუწუნი უადგილოდ მეჩვენება
1.ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გადადის
ც დივიზიონში.
2. ჯგუფების გამარჯვებუს შემდეგ იქნება ევროპის შესარჩევის წილისყრა და მოვხვდებით გაცილებით უკეთეს კალათაში ვიდრე აქამდე რადგან კალათებუ შედგება ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
3. სულ იქნება ათი ჯგუფი და პირველი ორი ადგილი ანუ ჯამში 20 გუნდი პირდაპირ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე.
4.თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფში დაიკავებს პირველ ან მეორე ადგილს შესაბამისად მოხვდება ევროპაზე.
5. თუ ვერ მოხვდა ჯგუფიდან ევროპაზე,ამ შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ფლეი ოფ ში იმ შემთხვევაში თუ ერთა ლიგის ჯგუფში სადაც ეხლა ვთამაშობთ გავალთ პირველ ადგილზე. სადაც შევხვდებით ნახევარფინალში დანარჩენი ჯგუფების გამარჯვებულთაგანს ნახევარ ფინალში დ ლიგიდან. თამაში იქნება გასვლა სახლში. ნახევარფინალის შემდეგ იქნება ფინალი ისევ გასვლა შინ 2 თამაში და საბოლოოდ დ ლიგის გამარჯვებული მოხვდება პირდაპირ ევროპაზე.აღნუშნული ფლეიოფები გაიმართება 2020 წლის მარტში.
6. ასე რომ ერთა ლიგის ჯგუფურის შემდეგ დაიწყება ევროპის შესარჩევი, როგორც აქამდე იყო და თუ იქედან ვერ მოვხვდით შემდეგ კიდე მოგვეცემა შანსი თუ მიმდინარე ჯგუფში სადაც ეხლა გამოვდივართ გავალთ პირველ ადგილზე.
ასე რომ ამ ჯგუფის მოგება არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის რომ ვაისი ძააან პრაგმატულს თამაშობს და როცა იგებს მერე დაცვას აძლიერებს და ფხიზლობს. რომ ამბობთ ეს გამოიძახეთ და ის გამოიძახეთო, ეხლა არ არის ექსპერიმენტების დრო, ეს ჯგუფი უნდა მოვიგოთ და შემდეგ შესარჩევზე შეიძლება ექსპერიმენტები რადგან უკვე მივიღებთ დამატებით შანსს და 2020 წლის მარტში გვეყოლება საბოლოოდ ძლიერი გუნდი რომელიც მოიგებს ფლეიოფებს.
ასე რომ ვაისს ეგრე ძაანაც ნუ კიცხავთ. იცის ამ კაცმა რასაც აკეთებს!!!!