ანდორას ნაკრების მწვრთნელი: ყაზახეთი საქართველოზე ძლიერია

AutoSharing Option
ანდორას ნაკრებმა ერთა ლიგის სტარტზე ლატვიასთან და ყაზახეთთან სენსაციურ ფრეს მიაღწია და რა გასაკვირია მისი მწვრთნელის, კოლდო ალვარესის სიხარული.

"ყაზახეთი ლატვიაზე უკეთესი გუნდია, ჩემი აზრით, ყაზახეთი საქართველოზე უფრო ძლიერიცაა, ასტანაში ჩატარებულმა მატჩის შედეგმა შეიძლება ზოგიერთი შეცდომაში შეიყვანოს. ხვალ მაგრად უნდა ვითამაშოთ, რათა ნამდვილ ნაკრებად ვიწოდებოდეთ, შემდეგ კი იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან", - განაცხადა ალვარესმა ყაზახეთთან შეხვედრის წინ.

ყაზახეთთან ნამატჩევს კი მან აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრიათ, დამსახურებულად მოპოვებულმა ქულამ გაახარა, მათმა დაცვამ ივარგა და მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ გაუიოლათ საქმე.

მისი
თქმით, უკვე კარგი გუნდი ჰყავთ და კიდევ შეუძლიათ ქულების მოპოვება.

საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში "დინამო არენაზე" უმასპინძლებს და ვნახავთ, მართლა შეუძლიათ თუ არა ანდორელებს კიდევ ქულების მოპოვება.

altსაქართველო-ანდორას მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

alt ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 39 /
ყველამ ნახა თუ როგორ გაგვიჭირდა ლატვიის ნაკრებთან თამაში.იგივე ლატვიამ სახლში
ვერ მოუგო ანდორას.არა ძმობილო ფეხბურთი ადრე რომ იყო ისე არ არის.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 04:19
3
ამას უყურე რამხელა ამბიციები გასჩენიათ, არა უშავს აქ დიდი ანგარიშით წააგებთ და კუთვნილ ადგილს დაიკავებთ
ალეკო
13 სექტემბერი 2018 17:29
0
რას ერჩით ხალხო ამ კაცს,ტყუილი რა თქვა?ყაზახები ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან.ჩვენ მაგათ ტოლი სირბილი და ჭიდაობა,ნამდვილად არ შეგვიძლია,მაგრამ ხერხი სჯობია ღონესაო და ეს ხერხი და ტვინი,გიორგი ჩაკვეტაძეს,ერთ კაცს აღმოაჩნდა,ყაზახეთის ნაკრების საკმარისი.ორი ტანკი ყოველთვის არ სჯობია ერთ ტანკს.შევხვდებით მაგათაც და იქ გამოჩნდება,ვინ ვის აჯობებს.მანამდე კი ილაპარაკონ.ფეხბურთელების მაგივრად, ჩვენ ნუ დავიწყებთ ტრაბახს, ჩვენი ჟურნალისტებივით.ჩაკვეს გარდა,ცხვებიც გვყავს შემქმნელები და ისინი მიხედავენ ამათ,თავიც დროზე.
სოსო
13 სექტემბერი 2018 10:40
1
მანდამაინც კარგი თამაშის ხარისხი რო არუჩვენებია ჩვენს ნაკრებს ეს ფაქტია მაგრამ ეს იმიგან იყო გამოწვეული რომ ფეხბურთელები არიყვნენ ფორმაში და 3 კვირის შემდეგ ანდორასთან მატჩში წესით მზად უნდა იყვნენ ოქრიც შევა ნელნელა ფორმაში მჭედლიძეც კაკაბაძეც პაპუნაშვილიც და აშ და მერე ვანახებთ რას წარმოადგენს ჩვენი ნაკრები. ჩემიაზრით 4:0ს ადვილად მოვუგებთ
rww
13 სექტემბერი 2018 01:05
1
ანდორის ნაკრები უნდა დავამარცხოთ,მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით.ჩვენ ბრაზილიელები და ესპანელები არ ვართ,რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით მოგებაზე ვიფიქროთ.საშუალოზე დაბალი კლასის ლატვიის ნაკრებმა გაგვიშიფრა თამაშის სტილი და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ,ისიც პენალტით.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 12:04
0
არა მგონია,რომ სინამდვილეში ასე ფიქრობდეს.მატჩის წინა დღით ჟურნალისტებთან თავი დაიზღვია.სხვაგვარად რომ ეთქვა ყაზახეთის ნაკრებზე მოგებას მოსთხოვდნენ.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 16:10
0
Es mgoni marto kacharavas tamashs ukurebda tamashi cota xmamagla momivida natqvami imitomaa did gulze gulze aba tvini amas ar aqvs tore gaanalizebda vin vinaa ar avkvet chamova aq bichi da mivartmevt
5gio
13 სექტემბერი 2018 02:53
2
ეტყობა ეს კაცი რომ ხედავს ვაისის შეცვლებს და გოლის გატანის მერე დაცვაში ჩაჯდომას ის ალაპარაკებს, თორემ განა არ იცის რისი მაქნისები არიან ანდორელები.
რაი?
13 სექტემბერი 2018 14:03
1
ჩვენთან თამაშამდე იტყვის რომ საქართველო დივიზიონში ყველაზე ძლიერიაო.
ზვიადი
14 სექტემბერი 2018 08:28
0
რატომ მბლოკავთ? ორი დღეა კომენტარებს ვაკეთებ სადაც არანაირი უხეშობა არ არის და არ აქვეყნებთ. იმედი მაქვს თქვენს საიტზე სიტყვის თავისუფლება პრიორიტეტია
gg
13 სექტემბერი 2018 14:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული