საქართველოს ფუტსალის ნაკრები გერმანიაში ამხანაგურ მატჩებს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომავალ კვირას გერამნიაში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გერმანიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, 21 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 23 სექტემბერს გაემგზავრება. 24 და 25 სექტემბერს გერმანიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ვალეტა,მალტა)

წინა ხაზი: შოთა
თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი, თბილისი) მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა) რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (ხერსონი, უკრაინა) , გიორგი ნიშნიანიძე (ტატიშვილი, თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული