ფედერაციასთან ყველაფერი გავარკვიე - არაბიძის კომენტარი კობიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ნასიონალის“ ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, სფფ-ს პრეზიდენტს ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში კობიაშვილმა განაცხადა, რომ არაბიძე არაპროფესიონალური საქციელით გამოირჩა და ამიტომ მას ნაკრებში ვეღარ ვნახავთ.

არაბიძის კომენტარი ექსკლუზიურად Sportall.ge-მ მოიპოვა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე ვითამაშებ და 100%-ით დავიხარჯები.

ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო. - განგვიცხადა არაბიძემ.

altლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
N–ს GIGA–ს კომენტარი წაიკითხე და მიხვდები ვინაა არაბას მტერი
Emzar Duisburg
08 ოქტომბერი 2018 00:42
3
ვერ მიხვდება
კოტე
08 ოქტომბერი 2018 01:12
1
Emzar Duisburg ჩემო თანამოქალაქევ, დამიჯერე შენზე ნაკლებად არ გამიხარდება არაბას წარმატება, მთელი გულით ვგულშემატკივრობ მას,
giga
08 ოქტომბერი 2018 11:47
0
მართალია, მაგრამბოსკამპს არავითარი შედეგისთვის არ მიუღწევია.
sdfffff
13 ოქტომბერი 2018 22:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული