"სატრანსფერო ომი არაბიძისთვის" - სერბული გამოცემა ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი არაბიძე წამყვანი სერბული კლუბების, "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანის" სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული გამოცემა Direktno.rs ავრცელებს.

"ცრვენა ზვეზდა" და "პარტიზანი" ქართველი ნახევარმცველის, გიორგი არაბიძის შესაძენად იბრძვიან, იგი "ტორპედოს" წევრია, ერთ დროს კი "შახტარში" ირიცხებოდა. არაბიძე არა მხოლოდ ბელგრადული გიგანტების, არამედ ნიდერლანდული და სამხრეთკორეული კლუბების სამიზნეცაა.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში არაბიძემ 5 გოლისა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

გასულ წელს მან "ფერენცვაროშში" გადასვლაზე უარი თქვა და სამშობლოში დარჩა, თუმცა უცხოეთში თამაშის გამოცდილება არ
აკლია, სხვადასხვა დროს პორტუგალიის, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა", - წერს გამოცემა.

alt"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

altსტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ომი არა აპოკალიპსი
1
სლავურ ქვეყნებში ნუ მიდიხართ ნურსად ქართველები ეს დაიმახსოვრეთ რა.
7

სიახლეები პოპულარული