ნიკა კვეკვესკირი: მაინტერესებს როგორ გავუძლებთ ლიდერობის წნეხს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორას განადგურების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

" დღევანდელი მატჩი ყველასთვის მოსალოდნელი სცენარით განვითარდა, რადგან ყველამ ვიცოდით, თუ როგორ ტაქტიკას აირჩევდა ანდორა. ვიცოდით, რომ ფორსირებულ დაცვას ითამაშებდნენ და საბედნიეროდ გადავლახეთ მეტოქის რამდენიმე ბარიერი, რის შედეგადაც გავიტანეთ სამი გოლი. რა თქმა უნდა დადებითად შემიძლია შევაფასო ეს თამაში.

ხარისხი? - უკეთესი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სანაკრებო დონე გათანაბრდა ევროპაში და რთულია ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში. შეტევა გაცილებით რთულია, ვიდრე დაცვა. ამიტომ, საქართველოს ნაკრები
ცდილობს, ქმნის მომენტებს და იყენებს კიდეც. მემგონი ხალხი არ უნდა იყოს უკმაყოფილო, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სამი ტურის შემდეგ ცხრა ქულა გვქონდეს და ვიყოთ პირველ ადგილზე.

თეორიული შანსი სანამ აქვთ სხვა გუნდებს, რა თქმა უნდა ბოლომდე შეეცდებიან ამის გამოყენებას, რადგან ერთა ლიგა უნიკაური შანსია. მაგრამ, ალბათ ყველანი ვხვდებით, რომ რაც უნდა ლამაზი სიტყვები ვიძახოთ, მხოლოდ საქართველოს ნაკრებს შეუძლია საკუთარ თავს ხელი შეუშალოს. მე პირადად მაინტერესებს, როგორ გავუძლებთ ლიდერობის წნეხს და შეგვიძლია თუ არა, ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგება.

პირველ ტაიმში მეტყობოდა კიდეც, რომ სასურველ კონდიციებში არ ვიმყოფები. რთულია, როდესაც რაღაც პერიოდს გამოტოვებ, ტექნიკური ელემენტები უმაღლეს დონეზე შეასრულო და სწორედ ამ კომპონენტში გამიჭირდა თავიდან. მაგრამ მეორე ტაიმში ვიპოვე ჩემი თამაში და გუნდს დავეხმარე"

altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

altანდორელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
emigrant, მე კიდე მიმაჩნია რომ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ნიკა უფრო სოლიდურად გამოიყურება. გვილია მართლაც ძალიან მაგარი ფეხბურთელია, თუმცა საკუთარ კლუბში ძირითადში ადგილის დაკარგვის შემდეგ, ცალსახად უკლო თამაშს. ყველა თამაშში მხოლოდ შედის შეცვლაზე. კი, ეს ყველაფერი დროებითია და ის მალე შევა ჩვეულ ფორმაში, მაგრამ ახლა კვეკვესკირი უფრო მაღალ დონეზეა. ეს არის ჩემი მოსაზრება.
zaali
15 ოქტომბერი 2018 10:33
0
ამ ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვს როგორც საფეხბურთო ისევე ცხოვრებაში
Esteban Granero
14 ოქტომბერი 2018 23:02
1
მაინც მგონია რომ გვილია ჯობს, ბევრად უფრო კრეატიულია და მეტ ვერტიკალურ გადაცემებს აკეთებს, უფრო სწრაფადაც აზროვნებს.
emigranti
14 ოქტომბერი 2018 16:01
8
ალალმართალი კაცი ხარ, არ მინდა რომ ყაზახეთში თამაშობდე, შეგიძლია ძალები უფრო მაღალ დონეზე მოსინჯო. წარმატებები.
roma
14 ოქტომბერი 2018 15:51
1
მადლობა ბრატ
ნიკა კვეკვესკირი
14 ოქტომბერი 2018 23:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული