ლატვიელთა მცველი: საქართველოს ნაკრების გოლგაუშვებელი სერია უნდა დავასრულოთ

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მცველმა ვიტალის იაგონდინსკიმ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, რაც პირველ შეხვედრაშიც გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ბევრი შეცდომა დავუშვით და ახლა უნდა გამოვასწოროთ.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე გოლი არ აქვს გაშვებული, რაც განსაკუთრებულად კარგი შედეგია, მაგრამ მათი საოცარი სერია უნდა დავასრულოთ და გოლი გავუტანოთ.

ჩვენ ხვალ უნდა მოვიგოთ, თუ არადა, მძიმე მდგომარეობაში ჩავცვივდებით".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

altლატვიელთა მწვრთნელი: ნუ უყურებთ

რეიტინგს, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: მწვრთნელთა პრესკონფერენციები

altსაქართველოს ნაკრებს რიგაში ქართველი ქომაგები დახვდნენ [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ლატვიამ გარისკა და გახსნილი თამაში გვეთამაშა დამიჯერეთ 2:0 მოენატრებათ, ისეთი დაცვა ყავთ კონტრშეტევაზე თუ დავიჭირეთ ყველა საგოლე მომენტს თუ არა 70% გამოიყენებენ ბიჭები და სადღაც 4 ან 5 გოლს გავუტანთ,
roma
16 ოქტომბერი 2018 13:31
0
ზოგჯერ ზღაპარში მგონია თავი მართლა, რა დრო დაგვიდგა სხვა ნაკრებები უკვე იმაზე ფიქრობენ მოახერხებენ თუ არა ჩვენს კარში გოლის გატანას. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს თუმცა, ჩემი აზრით ევროპაში ერთერთი კარგი დაცვის ხაზი გვყავს. წქრმატებები ბიჭებს და ვიცი ამჯერადაც არ გაუშვებენ გოლს. 0-2 ვიგებთ
დიმა
15 ოქტომბერი 2018 18:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული