ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
ყოჩაღ ბიჭებს! ჩაკვეტაძე ჩვენი მომავალია! დიდი პრიგრესია ჩემი აზრით, მერებაშვილი უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო თ!
Chaachi
17 ოქტომბერი 2018 00:41
4
ჩაკვეტაძე ორივე შემთხვევაში ისე მოქმედებდა რასაც ჰქვია 'ვერ ისწავლი'. მაღლიდან აქვს ბოძებული ეგ ნიჭი. ვუსურვებ ბოლომდე განავითაროს და გამოიყენოს ეგ ნიჭი. კარგი ბიჭია ძალიან-იზავს!
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:09
0
დიდებულ სერიას ატარებს საქართველოს ნაკრები! არავინ შეაცდინოს გუნდების დონემ, ყველა ჯგუფის გუნდი თავისი დონის გუნდს ეთამაშება და ვხედავთ, როგორ უჭირთ გამარჯვება. ასეთი წარმატება შემთხვევით არ მოდის და ამას დაფასება უნდა. იმედია ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ!
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2018 01:17
2
კანკავაზე აუგი არ გამაგონოთ ვაი გულშემატკივრებო.ბრავო ბიჭებს!!!
ბაჩო
17 ოქტომბერი 2018 01:08
1
ჩაკვეტაძე ჩვენი უდიდესი იმედია!!!
მერებაშვილი...
მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისთვის!!! იმედია მთავარ მიზანს მივაღწევთ.
შალვა 73
17 ოქტომბერი 2018 01:09
0
მერებაშვილი უდიდესი ატალანტი
David
17 ოქტომბერი 2018 02:30
7
მე ბედნიერი ვარ!!!! მალადეც ბიჭებო მალადეც ვაის! დანარჩენი თამაშებიც უნდა მოიგოთ ჩვენთვის უნდა ითამაშოთ და მოიგოთ და დაამტკიცოთ თქვენ რო საქართველო თავში წამოსარტყავი ქვეყანა არ არის და ვრრც ვერავინ წამორტყავს და ვინც მოინდომებს ამას და წინ გადაეგობება დედავუტიროთ ყველას თქვენ ჯარისკაცები ხართ რიმლებიც უსისხლოდ მოიგებთ ბრძოლას იმ ბძოლას სადაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს დაუვუმტკიცოთ ყველას რომ ჩვენც შეგვიძლია და უკეთესადაცკი შეგვიძლია. მე იმისიც მჯერა რომ ამ უსისხლო ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებთ და მე ვიქნები ის ორმაცდამეათიათასე ადამიანი ვინც ყაზახეთთან სტადიონზე მოვა და დანარჩრნ ყველა თამაშზე როგორც აქამდე დავდიოდი. იბრძოლეთ ჩვენთვის და ქვეყნისთვის, დიადი საქართველოსთვის!!!
T.q
17 ოქტომბერი 2018 03:27
4
ასეთი მობილური,აგრესიული,დარწმუნებული გუნდი როდის გვყავდა ბოლოს?..მადლობა მწვრთნელს,მადლობა ბიჭებს!..
1976-1981
17 ოქტომბერი 2018 00:50
2
ძალიან გამიხარდა ჩვენების კარგი თამაში,კურაჟი გაუჩნდათ და კარგია.მეორე მხრივ თბილისის "დინამო"სთვის რიგის "დაუგავა " და ალმა-ატის "კაირატი" არასდროს პრობლემას არ წარმოადგენდა,ანდორას საერთოდ ვინ მოასუნიებდა ჩვენთან.იმ დროის "დინამოს" უნდა მივუახლივდეთ და მერე ვიტრაბახოთ!
თამაზი
17 ოქტომბერი 2018 13:39
0
ანდორას და პრიმიტიულად სუსტ ლატვიის ნაკრებს თუ მოუგეთ ნამდვილად მაგარი ნაკრები გყავთ, ფლეიოფში ვნახოთ რა ბიჭებიც იქნებით, მაგრამ მაშინ გასუსულები იქნებით და ენას ჩაიგდებთ, ანდორას თუ მოუგე მაგარი ნაკრები გყოლია...
333
17 ოქტომბერი 2018 09:50
25
პატარა ისტორია დაიწერა, რომელიც სამომავლოდ ძალიან წინ გადაგმული ნაბიჯის საფუძველი იქნება. გილოცავთ ყველას.
QT
17 ოქტომბერი 2018 00:59
1
მაგრები ხართ ბიჭებიოოოოო...ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია ჩვენი ნაკრებისგან..მაგარი იყო.მზად იყვნენ მოსაგებად და რაც მთავარია ფეხები არ უკანკალებდათ.პირველივე წუთიდან იცოდნენ რას და როგორ აკეთებდნენ.ასეთი საქართველოს ნაკრები მე,პირადად არ მინახავს.წარმატებები ბიჭებო...ევროზე გასვლასაც მოგილიცავთ...
რობი
17 ოქტომბერი 2018 00:54
4
ლატვიასთან ფეხები რატო უნდა უკანკალებდეთ?????))
17 ოქტომბერი 2018 07:49
5
გილოცავთ ყველას! უზომოდ ბედნიერი ვარ! მადლობა ბიჭებს, მგონი ნომინალური თავდამსხმელის გარეშე უფრო შედეგიანად და აქტიურად ვითამაშეთ წინახაზში. მერებაშვილიც ჩავანაცვლოთ ზარანდიათი და ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება.
ირაკლი
17 ოქტომბერი 2018 00:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული