ლატვიელთა მწვრთნელი: ქართველი ფეხბურთელები ნიჭიერები არიან, ჩემები კი რობოტებივით თამაშობენ!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოსთან დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ლატვიის ნაკრების მწვრთნელმა მიქსუ პალატელიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის სათამაშო კლასში ძალიან დიდი განსხვავება იყო, მეტოქეს ჰყავს გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც წამყვან ლიგებში თამაშობენ.

პირველი გოლი უყურადღებობით გავუშვით, მეორე გოლი კი კონტრშეტევის დროს გაგვიტანეს, ასეთ რაღაცებს უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. მეტოქეს ჰყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს დაცვაში, რასაც უნდა იმას აკეთებდნენ, ჩვენ მეტი სათამაშო დისციპლინა გვმართებს.

საქართველოს ნაკრები თამაშობს ძალიან სწრაფად, მათ ჰყავთ ძალიან
ტექნიკური ფეხბურთელები. მე შემიძლია ჩვენი ნაკრების შეცდომები ასე მალე გამოვასწორო და მათზე უკეთესი გავხადო? ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, თუმცა ამას დრო სჭირდება. ჩვენ ყველა შეხვედრაში ვავითარებთ შესაძლებლობებს, ამისთვის კი  გაცილებით მეტი დროა საჭირო.

ბევრი გვაქვს სამუშაო, შედეგი ასე მარტივად არ მოდის, გგონიათ მე მომწონს ის, რაც ჩვენს სტადიონზე მოხდა? ჩვენ უნდა მივბაძოთ ანდრეს ვანინს, რომელმაც პენალტი აიღო და შევეცადოთ იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია. არის ბევრი ნეგატივი, თუმცა გვაქვს პოზიტივებიც და ეს უნდა დავინახოთ.

ჩვენი ფეხბურთელები უნდა ფიქრობდნენ მოედანზე, თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება, ისინი რობოტებივით იქცევიან."

altვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრმათაშორის ცალთვალიო იყო მათი სარდალიო.
კაია მოგება მარა მოვა დიდი ბიძია გუნდები და მერე "აუ ჩემის" და "ვაისი გადადგეს" ძახილი უადგილოა.

(არ უნდა შეგვეშინდეს და უაშკაცობაა მთავარი და მისთ. არგვინდა რა! 11წმ-ში რომ დარბიან 100 მეტრს და 90 წუთში 11 კმს იმ ნაკრებს როცა მოუვუგებთ მერე ვიძახოთ ვაშა და ვაქოთ ვაისი.)

ვარჯიში, ვარჯიში ვარჯიშიიიი და შრომა! ეს იგებს მარტო.
z.kaloria
19 ოქტომბერი 2018 13:49
0
რომა შეიძლება უტყდებათ მაგრამ ეგ არაფერი შემდუღებელს ნახავენ და დაასვარკავებენ.
maxo
17 ოქტომბერი 2018 23:07
0
შენადა ის როგორ იყო თბილიში იკარუსი რო ჩააყენე და 1:0 არ მოგეწონა ჩემმა ბიჭებმა ტოლი არაფერში დაუდესო და რაღაც ბლატნოი ტალღაზე გახვედი,თან 100% პენალტზე მსაჯს მიუვარდი ვითომ ძლიერი შენ იყავი და დაგღუპა სუდიამ,ასე რომ ეხლა ერთ ადგილს დააყენებ და საქართველოს სადაც შეხვდები და თუ ფეხბურთი ითამაშე სულ ესეთი ანგარიშებით წააგებ,ანტი ფეხბუეთით 1:0 :))
Isa ra qvia
17 ოქტომბერი 2018 15:23
0
ახლა ანდორის ნაკრების მწვრთნელი იტყვის ლატვიამ ვერ შეძლო მარა ჩვენ შევძლებთ და საქართველოს გოლს გავუტანთო, ახლა ის მაინტერესებს მატჩის წინ რომ იქადნებოდნენ ლატვიელები შევწყვიტავთ საქართველოს უგოლო სერიასო ახლა არ უტყდებათ?
roma
17 ოქტომბერი 2018 11:49
0
გალაქტიონ მოვიდა არა გალიდან საჩუქრები? :D
dato
17 ოქტომბერი 2018 11:35
0
პალატელიანმა არა - პალატელოღლუმ ;)
ვვვ
17 ოქტომბერი 2018 06:12
0
რას შვება მარიხუანის ლეგალიზაცია!!!!!!:)):)):)):)):)))
tazo
17 ოქტომბერი 2018 10:43
1
კარგი,არ გადაგაყენებ
ენგადი
17 ოქტომბერი 2018 02:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული