პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"

AutoSharing Option
ლატვიური გამოცემა sputniknewslv.com-ი ლატვია-საქართველოს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს გამოეხმაურა, რომელიც "ჯვაროსნებმა" 3:0 მოიგეს.

გამოცემა ლატვიელ ფეხბურთელებს, ქართველების ფონზე, როგორც პროფესორსა და მოსწავლეს ადარებს. პუბლიკაციას ასეთი სათაური აქვს: "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს და ერთა ლიგის პლეი-ოფში ვადამდე ადრე გავიდნენ"

"ლატვიელი ფეხბურთელების ფონზე ქართული გუნდი ისე გამოიყურებოდა, როგორც პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ.

ლატვიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების დამარცხება კი არა, მათ კარში გოლის გატანაც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, 3 მიიღო საკუთარ კარში.

დიდ იმედებს ლატვიელი გულშემატკივრები ამ მატჩზე მაინც არ ამყარებდნენ. საქართველოს
ნაკრები რიგაში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, ხოლო ლატვიური გუნდის თამაშის ხარისხი სატირალ მდგომარეობაშია. კარგი შედეგი მიკსუ პაატელაინენის შეგირდებისთვის ფრე იქნებოდა, მაგრამ...

ლატვიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობამ აჩვენა, რომ კარგის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მოედნის ცენტრში ექსპერიმენტული შემადგენლობა აღმოჩნდა და რამ გადააწყვეტინა ფინელ მწვრთნელს ეს ვარიანტი, რთული სათქმელია.

მაგრამ უკვე სამი წუთის შემდეგ ქართველებმა საწადელს მიაღწიეს: ლატვიელთა მცველმა ვიტალი მაკსიმენკომ ბურთი პირდაპირ ჯაბა კანკავასკენ მოიგერია და კაპიტანმაც მთელი გულით ცაციათი დაარტყა და ვანინი უშანსოდ დატოვა.

მაყურებლებმა უკვე გააკეთეს არჩევანი საკუთარი დამოკიდებულებით ეროვნული გუნდის მიმართ. ანდორასთან (0:0) მატჩს სექტემბერში თუ 4803 ადამიანი დაესწრო, ხოლო ყაზახეთთან (1:1) გასულ შაბათს 75 ადამიანზე მეტი ადამიანი იყო, აი, საქართველოსთან მატჩს 3000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი დაესწრო და ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის გათვალისწინებით.

ასე თუ გაგრძელდა, ლატვიის ნაკრების მატჩზე საერთოდ არავინ მივა.

ხოლო საქართველოს ნაკრებს, ისღა დაგვრჩენია, რომ მივულოცოთ. ბრწყინვალე გამოსვლა - 12 ქულა 12 შესაძლებელი ქულიდან, 9 გატანილი და 0 გაშვებული გოლი.

სლოვაკი სპეციალისტის, ვლადიმირ (ლატვიელებმა ალექსანდრედ მოიხსენიეს) ვაისის ხელმძღვანლობით, საქართველოს ნაკრებმა ორი ტურით ადრე გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი და D ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ევრო 2020-ის საგზურისთვის იბრძოლებს.

altგია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებზე: მე ეს უტოპიად არ მეჩვენება, ეს არის რეალობა

alt10 ქულა ჩაკვეტაძეს! - ქართველი ფეხბურთელები whoscored.com-ისა და Uefa.com-ის შეფასებებში

altლატვიელთა მწვრთნელი: ქართველი ფეხბურთელები ნიჭიერები არიან, ჩემები კი რობოტებივით თამაშობენ!

altვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია სპუტნიკის მასალას რომ აზიარებთ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი განშტოებაა სპუტნიკი და რაც არ უნდა დაწერონ არ უნდა გააზიაროთ.
ჯიმშერ კუხალეიშვილი
08:07 18-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული