ვლადიმირ ვაისმა ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს ანდორაში შეიკრიბება. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ 15 ნოემბერს შედგება. ქართველი ფეხბურთელები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს 19 ნოემბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავენ.

ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ
კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.

Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 35 /
კაპანაძე დინამოში რომ თამაშობდეს ნაკრებში გამოიძახებდნენ.კაჭარავას და არაბულს მაინც ჯობია.
ჯიჯი
06 ნოემბერი 2018 11:23
8
რუსეთში მოთამაშე არცერთი ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში. მერე იქნება ისწავლონ ჭკუა და ევროპაში წავიდნენ
სინდის-ნამუსი
06 ნოემბერი 2018 13:53
13
ბარემ დაგეწერა, მარტო თურქეთში მოთამაშეები უნა გამოიძახონო. გენიოსი!
shoda
06 ნოემბერი 2018 21:20
9
ლობჟანიძე, მჭედლიშვილი, ებრალიძე ეხლა მაინც ეთამაშებინა. არაბიძე განაცხადშიც არ იყო გუშინ, ეგება გაგერკვიათ რა ხდება?
emigranti
06 ნოემბერი 2018 14:38
3
პარუნაშვილი უნდა გამოეძახებინა,ბიჭი კაი ფორმაშია
როლო
06 ნოემბერი 2018 14:02
4
არაბიძე არაპროფესინალი და ზარმაცი კი არის, მაგრამ რავი, ნუ გადაუწურავთ ბიჭს იმედს.. გამოეძახიბინა ახლა მაინც და ეთამაშებინა 20-30 წუთი მაინც
ზურა
06 ნოემბერი 2018 12:20
30
გიორგი გაბედავას რატომ არ იძახებს? თუ მაინცდამაინც გეების მხარდაჭერი უნდა იყო კაშიასავით?
გია კორკოტაშვილი
06 ნოემბერი 2018 13:42
19
ხოო პარუნაშვილი ცესიტ უნდა გამოეზახებინა.
diego
06 ნოემბერი 2018 22:48
3
პარუნაშვილი რატომ არაა.
გფჯდჯ
06 ნოემბერი 2018 21:45
1
გამოიძახეთ ბეგლარიშვილი,მთელ ნაკრებზე მეტი გოლი აქვს კაცს გატანილი!
Giorgi
06 ნოემბერი 2018 11:19
12
თავდასხმაში გაგვიჭირდება. ქვილითაიას ტრამვა ცუდი ამბავია. მის გარეშე არაფერი არ გამოგვდის პოზიციური შეტევებისას.
ჯერი ღრუტუნაშვილი
07 ნოემბერი 2018 00:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული