sport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში დიდებულ სეზონს ატარებს და ერთა ლიგის მატჩზე ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე მის თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტებს გაუშვებს.

საიტი მკითხველს აუწყებს, რომ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში ჩინებულად ასპარეზობს, 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, "ბარსა" მისი სამსახურით დაინტერესდა და ხვალინდელ მატჩზე დასასწრებად თავისი წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია მოითხოვა.

"მან 17 წლის ასაკში "დინამოში" 5 გოლი გაიტანა, ბელგიაში ადაპტაცია არ გაჭირვებია, "გენტის" წამყვანი ფეხბურთელია, ამ სეზონში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა
გააკეთა.

ის კარგი შემტევია, პლეიმეიკერია, შეუძლია ითამაშოს თავდასხმაშიც, სწრაფია, ადვილად ატყუებს მეურვეებს, კარგი დატყმა აქვს,  ორივე ფლანგიდან წარმატებით მიაქვს იერიშები მეტოქის კარზე და მისი შეჩერება ძნელია.

გიორგის დარ ფეხბურთელებს აფასებენ "ბარსელონაში" და მას აქ პროგრესირების საუკეთესო საშუალება ექნება. მისი ნიჭი გასაოცარია", - წერს საიტი.

"სპორტი" იხსენებს, რომ როდესაც ბლაუგრანას ახალგაზრდულ გუნდს სერხი ბარხუანი წვრთნიდა, ჟერარ დეულოფეუსთან ერთად ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია თამაშობდა და ის გუნდი ჩემპიონი გახდა.

alt"გიორგი ჩაკვეტაძის სახელს ბევრჯერ გავიგებთ" - პორტუგალიური პრესა ჩაკვეტაძეს დე ბრუინს და ლეო მესის ადარებს

alt"ჩაკვეტაძემ მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი" - შოთა არველაძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, კლუბზე

altInStat-მა ჩაკვეტაძე მბაპესთან და კლუივერტთან ერთად 21-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 29 /
ღმერთო მაღალო შენ გადმოხედე ამ ბიჭს და გაუკვლიე გზა დიდი წარმატებისკენ.დიდი სიხარული გველის წინ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს,უფალი გფარავდეს ჩაკვე...
ქობულეთელი
14 ნოემბერი 2018 20:59
0
ვინც ვერ ხედავს ჩაკვეტაძეში ბარსელონას დარ გუნდში თამაშის პოტენციალს, ჯობია ფეხბურთს არ უყუროთ, მაინც ვარაფერს გაიგებთ.
ჯიჯი
14 ნოემბერი 2018 19:58
6
წარმატებები, დარწმუნებული ვარ ბარსა თუ არა, რომელიმე გრანდში მაინც გადავა
როლო
14 ნოემბერი 2018 19:26
1
რეალის ფანი ბარსაში.დდ ცირკია ეს ცხოვრება მიდი ჩაკვე!დ
Mmm
14 ნოემბერი 2018 19:41
0
ჯობდა არ გაეგო და ისე ეთამაშა...
peeezz
14 ნოემბერი 2018 20:31
5
იმედი მაქვს გიორგი უფრო ძლიერი ადამიანია და არ იმოქმედებს სკაუტების იქ ყოფნა მასზე. ის ფეხბურთისთვისაა, ჩვენთვისაა და ვგონებ მისი მოწოდებაა...
გიორგი
15 ნოემბერი 2018 12:37
0
ვაშაძეს მოვუწოდებ რომ ცოტა ჭკუას მოეგოს და დაფიქრდეს რეებს როშავს...ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე თქვენ წარმოვიდგენიათ.ჩვენ ქომაგები იმაზე მეტნი ვართ,ვიდრე ქოცები და ნაცები ერთად აღებულნი,ასე რომ აზრზე მოდით..
გულშემატკივარი
15 ნოემბერი 2018 00:01
6
ღმერთმა წარმატებულ გზაზე ატაროს,საწინააღმდეგო ვისაც აქვს იმის ......მაგრამ მოეშვით ამ იაფფასიანი ჭორების გავრცელებას, სპორტული პორტალი ხართ,თუ ყვითელი პრესის ფლაგმანი?
gela
14 ნოემბერი 2018 19:48
12
ჯერ ევროპის ჩემპიონატზე უნდა მოვხვდეთ და მერე დანარჩენი.ბარსა მოიცდის:):)
ლაშა
14 ნოემბერი 2018 20:55
4
ნუ გააფუჭებთ ასეთი სტატიებით ახალგაზრდა ფეხბურთელს.
ლაშა
14 ნოემბერი 2018 20:20
11
Vashadze, chakvetadzesi cheidevi, chakvetadzesi!!!! Ras erchis yvelaze popularul sports, yvelaze masobrivs da motxovnads?!!!! Albat mteli bavshvoba michmorebulma gaatara da ar atamashebdnen fexburts da magitom dzuls :)))) marto fexburtis gulshematkivrebi gaistumreben naxuize :)))
Cheidevi
14 ნოემბერი 2018 23:14
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული