"ჩაკვეტაძემ მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი" - შოთა არველაძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, კლუბზე

AutoSharing Option
"ფახთაქორის" ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ მრავალ საკითხზე ისაუბრა. ვიდეო მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაიდო. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ჩვენთვის საინტერესო თემებზე:

საქართველოს ნაკრებზე

- არა მგონია, რომ ნაკრებმა ამ სტილით თამაში ახლა დაიწყო. ადრე ჩვენც ვთამაშობდით ერთ კარგ ტაიმს - ხან პირველს, ხან მეორეს... მაგრამ ვერ ვიგებდით, ან რაღაც მოგვდიოდა და მაყურებელი უკმაყოფილო იყო. ადრე რომ მოგვწონდა, ის ერთი ტაიმი ორად გადაიქცა. მთავარია, რომ გამოვიყენოთ ეს შანსი, რომლის მსგავსიც არასოდეს გვქონია. ფაქტობრივად, ჯგუფში ყველა დავჯაბნეთ, ბურთი არ მიგვიცია, გოლი არ გაგვიშვია, ყველას
ისე მოვუგეთ. ამ ეტაპზე უცხოეთში ბავშვები წავიდნენ, მაგათ იციან თამაში და მაგათმა უნდა ითამაშონ...

ჩაკვეტაძე

- მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი. იცის, ბურთი დროულად როდის გასცეს. ფიზიკურად უნდა მოამზადო და გამოცდილებასაც შეიძენს. რაც უფრო მეტი ასეთი მოთამაშე იქნება, მით უფრო მეტი მაყურებელი მოვა და უგულშემატკივრებს - არა მხოლოდ საქართველოს ნაკრებში, არამედ კლუბშიც.

ვატოზე

- ვატოზე ზოგჯერ ობიექტურები ვართ, ზოგჯერ - არაობიექტურები. როცა საოცრად გიყვარს... ხანდახან ძალიან ბევრი გვინდა, ფიქრობ, ასე რატომ ვერ აკეთებს... არც პატარაა, პირველი უცხოური გამოცდილებაც აქვს. პოლონეთში ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, ფიზიკაზე აქცენტი აქვთ და ამან გამოაფხიზლა. მაგრამ მეტი გვინდა. დროა, ვატომ საკუთარი თავის ჩვენება დაიწყოს, შემდეგი სეზონიდან ვატოს თამაშზე სიარული რომ დაიწყონ...

იხილეთ სრულად Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთა დინამოში!
zviads
17:44 14-11-2018
0

სიახლეები პოპულარული