საქართველო vs ყაზახეთი - ყაზახებს კარის გაჯახუნება უნდათ, ჩვენ - მასპინძლობა და მეოთხე კალათა

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

ერთა ლიგაზე, წესით, აქამდე გასაკეთებელი საქმე თავიდან მოსაგვარებელი გაგვიხდა. ბელორუსს უკვე 14 ქულა აქვს. დიდი ალბათობით, მაკედონიაც მოუგებს გიბრალტარს და ესეც 15 ქულა. ჩვენ კი, როცა 13 ქულა გვაქვს, უკვე ფრეც არ გვყოფნის, რადგან ერთდროულად ორ რაღაცას ვკარგავთ: ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებასა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მეოთხე კალათს.

ვერ გავექცევით
იმ ფაქტს, რომ ანდორასთან ფრე ჩვენი შავი ლაქაა და იდეალურად დაწყებული საქმის გაფუჭებული ამბავია. იქ, იმ ღმერთისგან მივიწყებულ სტადიონზე, არც ის ფეხბურთი გვითამაშია, სათქმელი რომ გვქონდეს, მეტოქეს გაუმართლა და ფრე ამის ბრალიც არისო.

თუ ანდორა შავი ლაქაა, ყაზახეთი ჩვენთვის მონეტის მეორე მხარეა. ასტანაში ჩატარებული მატჩი გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა იმისა, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავსულიყავით, რადგან ჩვენი მთავარი მეტოქე საკუთარ სტადიონზევე 2:0 დავამარცხეთ. ზოგადად, მეტოქეს სულ 5-ჯერ შევხვდით. მათგან 3 მოვიგეთ და 2 ფრედ ვითამაშეთ.

ტრავმები და შემადგენლობა

ბოლო პერიოდში შეკრება ისე არ სრულდება, რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა რომ არ მიიღოს. ახლა კი ერთდროულად სამი ფეხბურთელი გამოგვაკლდა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ბაჩანა არაბული.

საქართველოს ნაკრებს კი ვლადიმერ დვალიშვილი დაემატა...

რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვინ იქნება კარში: გიორგი ლორია, რომელზედაც ვაისი წინა შეხვედრის შემდეგ განაწყენებული იყო თუ როინ კვასხვაძე, რომელიც თავის შანსს ელოდება.

დაცვაში სლოვაკი ზედმეტად აღარ გარისკავს - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და საბა კვირკველია ყველა შემთხვევაში უნდა იყვნენ მოედანზე, მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის მაგივრად კი, დიდი ალბათობით, ლაშა დვალი იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში მოედანს უნდა დაუბრუნდეს კაპიტანი ჯაბა კანკავაც. რა თქმა უნდა, მას ნიკა კვეკვესკირი შეუწყვილდება - ის ერთადერთი ფეხბურთელია საყრდენ ზონაში, რომელსაც სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ შეტევის მარცხენა ფლანგს დაიკავებს, ვაისს კი სხვა გზა არა აქვს, ვაკო ყაზაიშვილი ფორვარდად უნდა გაამწესოს. ამ შემთხვევაში ვინ ითამაშებს ფორვარდის უკან? ნაკლებად სავარაუდოა, სლოვაკი გიორგი ხარაიშვილს ენდოს. დიდი ალბათობით, ამ პოზიციაზე ნაცნობ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვაკო გვილიას ათამაშებს.

დარჩა მარჯვენა ფლანგი. ვაისი არ ენდობა გიორგი ზარანდიას ან თავს არიდებს ორივე ფლანგზე ტექნიკური ფეხბურთელის დაყენებას, ერთა ლიგაზე კი ამ პოზიციაზე ის ხშირად გიორგი მერებაშვილს ათამაშებდა და არ გამოვრიცხოთ, რომ მარჯვენა ფლანგიდან მან იბურთაოს.

მეტოქე

სტანიმირ სტოილოვმა, სასეირნოდ არ ჩამოვსულვარ და კარების გასაჯახუნებლად ჩამოვედიო. ჯობდა, სასეირნოდ ჩამოსულიყო, რათა ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია და ბულგარელი კმაყოფილი არ უნდა გავუშვათ.

მეტოქეს ძირითად შემადგენლობაში აქვს დანაკლისები, თუმცა შედარება რომ გავაკეთოთ ჩვენს დანაკლისებთან, ყაზახებს არც არაფერი ექნებათ სათქმელი და მით უმეტეს, საწუწუნო.

ბოლო შეხვედრაში ისინი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შინ ფრედ, 1:1 ეთამაშნენ. ერთადერთი შეხვედრა მოიგეს ერთა ლიგაზე ანდორასთან შინ 4:0 და ერთი შეხვედრა წააგეს მხოლოდ ჩვენთან - 0:2.

გავავსოთ დინამო არენა!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა და ბილეთის ფასი 1 ლარი გახადა. რა თქმა უნდა, ამან შედეგი გამოიღო და გუშინ უკვე 46 686 ბილეთი იყო გაყიდული.

თუმცა ერთი ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიძლება პრობლემად იქცეს - გადამყიდველები. ფასიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის ბილეთის შეძენა შეეძლოთ და ვიმედოვნებთ, რომ ასეულობით ბილეთი მითვისებული არა აქვთ. ერთ ადამიანზე 10 ბილეთის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა ყველას შეუძლია მონახოს ადამიანები და იყიდოს მათი საშუალებით განუსაზღვრელი რაოდენობა.

ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე "დინამო არენაზე" ცარიელი ადგილი არ დარჩება. ნაკრები კი ომახიანად გაიმარჯვებს და დღის ბოლოს თბილისში დიდი ზეიმი იქნება. ისტორიის თითო დეტალს მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი შეხვედრაც ასეთი დეტალია...

altსაქართველოს ნაკრების სამმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ვაისმა დვალიშვილი გამოიძახა

altვლადიმირ ვაისი: ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება

altნიკა კვეკვესკირი: ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები

altერთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: სენსაციები, ლიდერები და პოტენციური მეტოქეები

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 20 /
რაღაც ისეთს მიგრძნობს გული რასაც კაი ხანია გვიჩალიჩებს ხოლმე ჩვენი ფეხბურთი, არ მჯერა მე ამათი, არა რაა! ნერვების მოშლის მეტს არაფერს გვიკეთებენ აგერ უკვე მინიმუმ 30 წელია. რუმინეთთან თამაში მახსენდება, მაშინაც გვქონდა შანსი, მარა თბილისში 0:2 ჩავისვარეთ. ანდორასთან რომ ფრეს გააგორებ და რაც მთავარია ვერ ითამაშებ! მწვრთნელი, მანამ სანამ მთელი ქვეყანა თავს ლაფს არ დაგასხავს, მანამდე არ აღიარებ რომ შეცვლები დამაგვიანდაო (რისი მწვრთნელი ხარ შე .... ,,დალოცვილო") რისი იმედი უნდა გვქონდეს?? ნეტა ვცდებოდე, მაგრად არ მინდა ჩვენ გამწარებულ ხალხს კიდევ გული ეტკინოს.
ქოცებო იცოდეთ თუ ვერ მოვიგეთ დღეს, ნაცების ჩაწყობილი იქნება, რომ გამწარებულმა ხალხმა ხმა არ მოგცეთ. იქნება ამის გამო მაინც გაბრაზდეს ბიძინა ბიძია და გაყაროს ეს ფედერაცია! ))))
hm
19 ნოემბერი 2018 10:56
3
კვასხაძე დააყენეთ კარში კვასხაძეეეეე. ბიჭი თავს დებს მოედანზე და არც ნიჭი აკლია.
თბილისი
19 ნოემბერი 2018 10:47
0
დაცვის ხაზში ვაისი აღარ გარისკავსო,ხოჭოლავას დაყენება გარისკვაა?
ვალერი
19 ნოემბერი 2018 10:36
0
არაბიძის არ დაყენება არის უნამუსობა
ვაის
19 ნოემბერი 2018 09:57
12
არაბიძე კარგი ბიჭია, მაგრამ მოდი ჯერ ნასიონალში დაიმკვიდროს თავი... იმედი მაქვს გამოისწორებს მდგომარეობას, ისევ და ისევ ნაკრებს გამოადგება მაგრამ ამ ეტაპზე ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია და პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში, 17ე ადგილზე მყოფ გუნდში 10 შეხვედრიდან 5-ში ითამაშა და მარტო 2 შეხვედრა დაიწყო ძირითადში...
Gio
19 ნოემბერი 2018 11:21
5
ვ. ვაისის სახით ჩვენს გუნდში აგენტი ჰყავთ ჩანერგილი. თბილად საუბრობს და მავნებლობებს გვიკეთებს.
წადი ვაის
19 ნოემბერი 2018 09:50
14
Vaisma mainc dagvagalata.jiuti kacia! Tu hakete kazaxetma albat frees gagvigorebs!
Ki
19 ნოემბერი 2018 09:46
1
ისევ დვალიშვილიი? ვაის უყურე საქართველოს ჩემპიონატს..
rezi
19 ნოემბერი 2018 09:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული