როდესაც ადამიანობა ყველაფერზე უფრო მეტია - რატომ უნდოდა ყაზაიშვილს გოლი კაჭარავას გაეტანა?

AutoSharing Option
ყველა ადამიანს ცხოვრებაში რაღაც პერიოდი აქვს, ხან წარმატების, ხან კი წარუმატებლობის, ასეა სპოტრშიც, ასეა ფეხბურთშიც - გასულ სეზონში ნიკა კაჭარავა პოლონეთის ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობდა, მაგრამ შემდეგ "ანორთოსისში" გადავიდა და იქ თამაში არ წაუვიდა და იმის მაგივრად, რომ ამ ბიჭისთვის მხარი დაგვეჭირა, ზოგიერთმა კრიტიკა დაუწყო.

სხვათა შორის, ნიკამ  ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთთან ჩაკვეტაძეს საგოლედ ქუსლურად შესანიშნავად უპასა და მოდით, ნუ ვიქნებით ჩვენი ფეხბურთელების მიმართ დაუნდობლები (იგივე შეიძლება ითქვას მერებაშვილის შემთხვევაში) - მათ კარიერის განმავლობაში მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არა ირონია.

ჯვაროსნების
შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ნამატჩევს თქვა, რომ თავდამსხმელების ტრავმების გამო მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში, სერბეთთან მატჩი გაახსენდა, უნდოდა გოლი კაჭარავას გაეტანა და ამიტომ არ დაარტყა კარში.

ვერაფერს იტყვი, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მეგობარს, თანაგუნდელს და თანამემამულეს გვერდში უნდა დაუდგე!
მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ცხოვრებისეული მომენტების გამოა ჩვენ რომ ერთი შესარჩევი ციკლიდან, მეორე შესარჩევს რო ველოდებით.სხვათაშორის იმ ერთეული ცხვრებისეული მომენტებიდანაა გოლი რომ გააქვთ და შემდეგ ოქროს ბიჭები ხდებიან.
maxa joba.
20 ნოემბერი 2018 09:40
0
მხარდაჭერა ყოველთვის, წარმატების და წარუმატებლობის დროს. ისინი ჩვენზე მეტად განიცდიან მარცხს...
ბექა
20 ნოემბერი 2018 08:59
1
ეხლა ნუ დაიწყებთ კაჭარავას გამართლებას. აზრზე არააა ტიპი თამაშის. არაა სანაკრებო დონეზე. ნუ იცავთ
გელა
20 ნოემბერი 2018 08:46
14
ჩვენ თუ ევროპის ჩემპიონატზე გავედით მერე ნახეთ ადამიანობა ხალხში და გაერთიანება, ისლანდია მონაგონი იქნება... ჭირდება დღეს ერს!
svan
20 ნოემბერი 2018 08:44
2
ტქვენ არ იციტ რამხელა საქმეს ემსახურებიტ და როგორ გაგვახარეთ
soso
20 ნოემბერი 2018 07:54
0
ამ მომენტში არამგონია მართალი იყო ფაქტიურად 4 გავიდნენ მეკარესთან პირისპირ და გოლი ვერ გაიტანეს წამის მეასედით ადრე რომ მიეცა პასი ჩაკვეტაძისთვის ან თვითონ დაერტყა 99% გოლი იქნებოდა. მემგონი ამ დროს ცივსისხლიანობა უფრო საჭიროა.
912
20 ნოემბერი 2018 07:26
1
რა ჯობია ადამიანურ ფასეულობებს ურთიერთ პატივისცემას დათმობას პატიებას გვერდში დგომას ოღონდ ეგ არ უნდა იყოს ფასადური და კეკლუცობა პირველ ტაიმში მაგარი მომენტი შეექმნა ყაზაიშვილს დაყოვნდა და მომენტიც გაანიავა თუმცა შესაძლებლობა შეიქმნა პასი გაეკეთებინა მან კიდე ბოლომდე ათრია და კარშიც უსუსურად დაარტყა დავესესხები პოლიტიკოსებს და ორმაგი სტანდარტები აქ კაჭარავა არაფერ შუაშია გუნდი გუნდია და თითოეულ წევრსთანაბარი ადგილი უჭირავს რატოა ეს ხელშეუხებელი აშკარად არაა ფორმაში აუ ამ ვაისმა ხო შეი...გა
კახა
20 ნოემბერი 2018 07:25
2
ეგრე გააეეთოს ვარჯიშზე ან 3 0 ზე, როცა 0 0 ია და გოლის გატანაა საჭირო, უნდა გაიტანო
Zorbegi
20 ნოემბერი 2018 07:00
0
ვფიქრობ სტატიის ავტორმა ემოციების ქვეშ დაწერა, ქვეყნის ინტერესები მეგობრის ინტერესებზე წინ უნდა იდგეს ფეხბურთის თამაშის დროს და არამარტო ფეხბურთის,ვაკოს მადლობა მაგრამ ემოციების დრო არ გვაქვს
vaxo
20 ნოემბერი 2018 05:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული