საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები, ევრო 2020-ის შესარჩევის კალათები გადანაწილდა (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ D დივიზიონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე კალათაში ყოფნა გვერგო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.

კალათები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I კალათა - შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი

II კალათა - გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

III კალათა - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი

IV კალათა - უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი,
სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო

V კალათა - მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები

VI კალათა - ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

წესების მიხედვით, ჩვენ მხოლოდ ერთი შეზღუდვა გვეხება, ისლანდიის ნაკრები ერთდროულად არ შეიძლება საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსთან და ისრაელთან მოხვდეს. აგრეთვე, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შესარჩევში რუსეთი გვერგოს.

დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელი კალათიდან რომელი გუნდის ამოსვლა გსურთ:





altერთა ლიგა: მარტში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს


alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ყაზახეთთან მატჩში


მკითხველის კომენტარები / 30 /
პოლონეთი, უელსი და ჩრდ. ირლანდია გვაწყობს ზედა კალათებიდან
მერაბი გ.
21 ნოემბერი 2018 11:59
3
პოლონეთი, უელსი, ჩრ.ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი, სან-მარინო.
შალვა 73
21 ნოემბერი 2018 11:55
2
ინგლისი-უელსი-შოტლანდია-საქართველო-გიბრალტარი
batu
21 ნოემბერი 2018 19:46
2
კიდევ ერთი შეზღუდვა გვაქ, რომელიც გამოგრჩათ. ჩვენ ვერ მოვხვდებით 6 გუნდიან ჯგუფში. ჩვენი ჯგუფი აუცილებლად იქნება ხუთ გუნდიანი, რომ ორი თამაშით ნაკლები ვითამაშოთ. შესაბამისად:
1. მეექვსე კალათა მგონი უნდა ამოიღოთ საერთოდ გამოკითხვიდან
2. დიდი შანსია ჯგუფში სხვა ერთა ლიგის გამარჯვებულებთან მოვხვდეთ, რასგან ისინიც 5 გუნდიან ჯგუფში იქნებიან.
ნუკრი
21 ნოემბერი 2018 14:14
5
5 გუნდიან ჯგუფებში ა ლიგის გამარჯვებულები ხვებიან, ვინაიდან 2019-ის გაზაფხულზე ოთხთა ფინალი აქვთ სათამაშო და დამატებითი თავისუფალი დღეები ჭირდებათ განრიგში, ჩვენ ეგ არ გვეხება.
kote
21 ნოემბერი 2018 15:10
0
პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, გიბრალტარი ან ფარერები, და სან მარინო
მამუკა
21 ნოემბერი 2018 12:09
4
მაინც გავვარდებით და რა მნიშვნელობა აქვს :) დამთავრდა ადვილი გუნდები :) ჩვენზე უარესები ამოიწურა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ერთი ძლიერი ჰოლანდია გერმანია საფრანგეთი ან ვინმე სხვა და ჩაკვეტაძე კიარა ღმერთი ვერ გვიშველის :) ილუზია არავინ შეიქმნათ მტკივნეულიც ნაკლებად იქნება. თუ ვცდები კიდე ღმერთმა ქნას :) #ფეხბურთიჩვენითამაშიარააა
Batumidan
21 ნოემბერი 2018 18:09
16
პოლონეთი, რუსეთი, ფინეთი, გიბრალტარი
akaki
21 ნოემბერი 2018 16:08
3
იტალია გერმანია შოტლანდია საქართველო გიბლარტარი სანმარინო
mikheil kopaleishvili
21 ნოემბერი 2018 15:54
9
მე პირადად პორტუგალია მინდა რონალდოს გულისთვის და გერმანია როგორც ჩემი ფავორიტი ნაკრები :)
margveli
21 ნოემბერი 2018 12:51
7
პოლონეთი,ავსტრია,ისრაელი,აზერბაიჯანი, ეს იმ შემთხვევაში თუ 5 გუნდიან ჯგუფში მოვხვდით და თუ 6-იანში სან მარინოს დავამატებდი :-) :-) :-)
ქობულეთელი
21 ნოემბერი 2018 12:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული