ვარანი სერია A-ს დებიუტანტში შეიძლება გადავიდეს

AutoSharing Option
ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი შეიძლება სერია A-ს დებიუტანტ "კომოში" გადავიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ვარანს "კომოს" მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი იწვევს და ის მალე ჩავა იტალიაში მოსალაპარაკებლად.

ვარანს "მანჩესტერთან" კონტრაქტი უსრულდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ის ადრე "ლანსში" და "რეალში" თამაშობდა.

Transfermarkt-ის მიხედვით 31 წლის ვარანის ფასი 20 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული