ყაზახები აღიარებენ, რომ გოლი თამაშგარედან გაგვიტანეს, ჩაკვეტაძეს კი ბრილიანტის ფეხი აქვს

AutoSharing Option
ყაზახური "სპორტი" თვლის, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დისტანცია ერთი სულის მოთქმით, გაშლილი იალქნებით დაფარა, ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მხოლოდ ერთ მატჩში ვერ იზეიმეს გამარჯვება - ანდორაში, სადაც ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანეს, თორემ 100%-იან შედეგს მიაღწევდნენ.

გამოცემა მათი გუნდის შედეგს რეალურად მიიჩნევს, რამეთუ არ ჰყავთ გიორგი ჩაკვეტაძის დონის შემსრულებელი, რომელსაც სამშობლოში ბრილიანტი შეარქვეს და ამ შეფასებას ისინი მართებულად თვლიან.

"სწორედ მან დაასრულა კომბინაცია თავისი ბრილიანტის ფეხით, რის შემდეგაც ნათელი შეიქნა, რომ დამარცხებას ვერ გადავურჩებოდით".

პორტალი აღიარებს, რომ თამაშის ბოლოს ორალჰან
ომარტაევმა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და რომ ჩაუთვალეს, ლაინსმენს უნდა გადაუხადოს მადლობა.

"ქართველებს ოფსაიდის გაპროტესტება განსაკუთრებულად არც უცდიათ, რადგან ისედაც ნათელი იყო, რომ გაიმარჯვებდნენ:  სტუმართთათვისაც სასიამოვნო იყო და თავიანთთვისაც - კავკასიური სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ტრადიციით".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყაზახები კი იძახიან რომ თამაშგარედან გაიტანეს მაგრამ ჩვენს ოპერატორებს ეძინათ რომ კადრიც ვერ გვანახეს იყო თუვარა თამაშგარე
0
ჩაკვეტაძეს ყველა აქებს,მაგრამ ბრილიანტის ფეხი აქვსო ვინმეს ეთქვას...არავისაგან გამიგია.
სოსო
21:19 23-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0