კლუბები თითქმის შეთანხმდნენ - პორტუგალიური გრანდი ქოჩორაშვილის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

AutoSharing Option
"ლევანტეს' ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, "სპორტინგს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ "ლევანტეს" 4 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ესპანური კლუბისთვისაც მისაღები ვარიანტია. გამოცემის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში "ლევანტეს" მაისურით ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 6
ქულით უსწრებს.

altქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "ლევანტე" სახლში "რასინგ ფეროლთან" დამარცხდა

altქოჩორაშვილი დაბრუნდა - "ლევანტემ" "ტენერიფეს" სძლია

alt"ტოლისო ან ქოჩორაშვილი" - ვისზე შეაჩერებს არჩევანს თურქული კლუბი?

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარ გათვლას აკეთებენ იყიდან 4 მილიონად და ერთ ან მაქსიმუმ 2 წელიწადში 15 მილიონად გაყიდიან
ლეოოო
14:39 05-02-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული