ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 26 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი,
გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მონაწილეობით, მეორე ტურის თამაში დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ თბილისის დროით 23:45-ზე შედგება. ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 59 /
უთამაშებელი ჯიღაურის მაგივრად ზარანდია უნდა გამოეძახებია, რა პრინციპით არჩევს ვაისი ფეხბურთელებს ვერ გავიგე
irakli
12 მარტი 2019 17:33
1
Da kidev zarandiaaa!
Gigo
12 მარტი 2019 17:33
1
ძალიან დიდი დანაკლისი გვაქ, თან ვაისს პადბორი რომ უჭირს აშკარაა და ეს არახალია. მეკარეები და დაცვა კარგია, მომეწონა ისიც რომ ნავალა არაა და ხარაბაძეს მიეცემა შანსი, ეს უკვე სიახლეა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბოლობოლო შეისმინა და პარუნაშვილი გამოიძახა, ვფიქრობ საყრდენზე ეგ დღეს უალტერნატივოა, რადგან კანკავა და კვეკვე ამ დონის გუნდთან უკვე ვეღარ გაქაჩავენ, როგორც ჩანს ეს გაითვალისწინა ვაისმა და მას ძირითადში ველოდები ხარაბაძესთან ერთად. ანუ მეკარეები, დაცვა და საყრდენები იდეალურადაა დაკომპლექტებული, თუ ახლა ეს ორი ათამაშა რა თქმა უნდა. სამაგიეროთ შეტევის ხაზში აშკარად დაიკარგა ვაისა. ერთადერთი ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ანანიძეა და ისიც ახალი ფეხადგმულია და ამხელა ტვირთის მასზე აკიდება ცოდოა, ერთხელ მაინც ხომ უნდა წავიდეს კაცი აქედან უტრამვოდ? ვაკო ხასიათის ფეხბურთელია, არაა სტაბილური, პროგრესია რა თქმა უნდა ლობჟანიძის გამოძახება, რომელიც მარცხენა ფლანგელია და ჭანტურიშვილთან ერთად მოიაზრება კიდეც ალბათ ძირითადში, და კიტეიშვილი, მაგრამ მარჯვენა ფლანგი სუსტია, არც კაკაბაძე და წინ ოქრის და ვაკოს იმედად? შეცდომაა, თან დიდი, და ზარანდია რატომ არ შეიყვანა? თან ტიპი მაგარ ფორმაშია, ასევე ხარაიშვილი სადაა? ქვილითაიას გამოძახებაც თავისუფლად შეიძლებოდა, ასევე კვარაცხელიაც გამოსაძახებელი იყო. არველაძე სხვათაშორის ბოლო თამაშებში ათამაშდა და მისი გამოძახება არც გამკვირვებია. ყველაზე კარგადაა დაბალანსებული ეს ნაკრები, რაც კი ყოფილა აქამდე, მაგრამ კაკაბაძე, ჯიღაური, ოქრიაშვილი და მერებაშვილი, ნაღდად არ იყო დასაძახებელი და მათ მაგივრად ზარანდია, კვარაცხელია, ხარაიშვილი და ქვილითაია უნდა გამოეძახებია. სხვა მხრივ ნამდვილად მომეწონა შემადგენლობა, თორე მე კაის რომ იშვიათად ვამბობ, მგონი კი მიეჩვიეთ. ალბათ ერთი ფორვარდით ვითამაშებთ და 5 ნახევარმცველიდან სამი საყრდენი იქნება, ჩემი აზრით, აბა ზარანდიას არ დატოვებდა და კაჭარავას და არველაძის ადგილი აქ ნაღდად არე იყო. ზარანდია კვარაცხელია უნდა დაამატოს
ვასო
12 მარტი 2019 17:26
14
კანკავა ასეთ მრტოქეს ვერ გაუმკლავდებაო მაგაში ვერ დაგეთანხმები
ბაჩი
13 მარტი 2019 12:44
0
ზარანდიაააააააააა
levan
12 მარტი 2019 16:50
3
sxva archevanic araaqvs magram,roca iset fexburtelebs edzaxi nakrebshi romelebsac aruwevvt tamashebi taviant klubebshi ratom arsheidzleba gamoidzaxo stabilurad da ziritadshi motamashe grigalava?
romandro
12 მარტი 2019 15:55
1
ზარანდია - არა, და არველაძე ჰო.
ზურა
12 მარტი 2019 15:32
9
Jigauri rato da zarandia rato ara...danarcheni normaluria
Maska...
12 მარტი 2019 15:27
2
პაპუ არიქნებაო.. ფუჩემი.. :( გვჭირდება შემსრულებელი! ინდივიდუალიზმი! ის ვინც კონკრეტულ მომემტში დაცვიდან ამოტანილ ბურთს გოლში გარდასახავს!
Biannkoneri
12 მარტი 2019 15:14
10
არველაზე არ დაგავიწყდეთ ......ალბათ გვარის გამო
kaxa
12 მარტი 2019 14:51
18
გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენი იმითია გამორჩეული, რომ მენტალურად სხვა საფუძველი აქვს ვიდრე ჩვენ დანარჩენ ფეხბურთელებს. ეს კაცი მოგებისთვის თამაშობს მუდამ, საკუთარი თავის რწმენა აქვს და ეს გუნდზეც გადადის. ეხლა კი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს გადასარევი სტარტი ფეხბურთელებმა კარგად გააგრძელონ! მთავარია შევინარჩუნოთ ის განწყობა, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ, არ იფიქროთ საპატიო ფრეებზე და მამაძაღლობაზე მეტი!გავხდეთ ბოლო-ბოლო ფავორიტები ფეხბურთში. წინ საქართველო!!
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2019 14:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული