ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჯანო ანანიძე განმარტავს, რატომ არ გაჰყვა ნაკრებს დუბლინში

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ევროპირველობის შესარჩევი ციკლის მატჩში შვეიცარიასთან კი ითამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს დუბლინში ირლანდიასთან სათამაშოდ არ გაჰყვა. ამან გულშემატკივრების გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

"მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებსა და მხარდაჭერებს გვერდში დგომისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ძალიან დადებითი გზავნილები მივიღე, შვეიცარიელი ფეხბურთელისთვის გაწეული იმ მცირე დახმარებისთვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე.

მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი,
რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღიანი პაუზა ამეღო.

23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, სრულად მოშუშდება და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები ჩემი ნაკრებისთვის და ასევე გუნდისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს ჯანო ინსტაგრამზე.

29 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "კრილია სოვეტოვი" საკუთარ მოედანზე ტულის "არსენალთან" 0:1 დამარცხდა, ჯანო კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ