ევრო 2024 | კვერკველიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ეროვნულ გუნდს ორი ფეხბურთელი აკლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა.

14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წ
არმომადგენლებისთვის, 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

16 ივნისს მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის, ხოლო 17 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

17 ივნისის განრიგი | დორტმუნდი

17:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია

18:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რახდება კიტეზე, ძირითადში იქნებაა თურქებთან?
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული