ევრო 2024 | კიტეიშვილის გარეშე, კვირკველია ინდივიდუალური პროგრამით - ნაკრები ფელბერტში მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის კვლავ ფელბერტში ემზადება.

13 ივნისს ჩვენმა გუნდმა IMS არენის საწვრთნელ ბაზაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, ხოლო სოლომონ კვირკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

ვარჯიშის დაწყებამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა.

რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვემზადებით, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ.
ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. სასიხარულოა, რომ მატჩზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან.

ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ კონკრეტულ თამაშებს".

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 14 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 16:15 საათიდან, სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე, შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით კიტე დებრუინზე მაგარი თუ არა ნაკლები ნამდვილად არ არის. ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
კიტე
18:56 14-06-2024
6
ამხანაგური ეძახე შენ და რამდენი ფეხბურთელი გამოეთხოვა ევროპას ამ ამხანაგურებით? კიდევ კარგი ჩვენ ერთი თამაში გვქონდა და იოლად გადავრჩით.
ჟორა
15:27 14-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული