ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის "ხუშტურებით" შედგენილი განაცხადი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრისა და დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელს უხმო, რამაც არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა.

ხშირად არის, როდესაც სლოვაკს შემადგენლობის შერჩევისას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჯერად გარკვეულ უსამართლობასაც აქვს ადგილი და ვერ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესოთა ნაკრებია.

ჯერ კიდევ სანამ შემადგენლობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ვაისს დიდი თავის ტკივილი ელოდა ფეხბურთელების შერჩევისას, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა გარკვეული საჭირო ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებას. შევეცდებით, პოზიციონირებით მივყვეთ.

მეკარეები

გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების
უცვლელი მეკარეები არიან, როინ კვასხვაძე კი სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, მასზე უკეთესი ვარიანტებიც იყო: ლუკა გუგეშაშვილის, გიორგი მამარდაშვილის და მიხეილ ალავიძის სახით. თუმცა პირველ ორს ახალგაზრდულში უხმეს, მესამე კი სლოვაკისთვის უცნობია და ნაცნობი ვარიანტი გაიმეორა.

ყველაზე გასაკვირი და უცნაური ფაქტი ის არის, რომ ლაზარე კუპატაძე თავის კლუბშიც კი არ არის ნომერ პირველი მეკარე. ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუპატაძეს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ლუქსემბურგში - 3.

დაცვა

ცენტრალური დაცვის შემადგენლობა ლოგიკურიც იყო და კითხვებიც არ არის, მაგრამ როდის მერე გახდა ჯამბულ ჯიღაური ფლანგის მცველი? ერთხელ უკვე ვიხილეთ ვაისის მიერ მსგავსი არჩევანი და გვახსოვს მისი გადაწყვეტილების კრახიც.

ამავდროულად, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ნიკა მალი უნდა იყოს ნაკრებში გამოძახებული. ამ ეტაპზე მისი საჭიროება ახალგაზრდულ ნაკრებში უფროა. შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. რადგან ოთარ კაკაბაძის შემცვლელების დიდი არჩევანიც არ გვაქვს, შეიძლებოდა ჯიღაურის თანაგუნდელის, ლევან გეგეჭკორის გამოძახება.

ნახევარდაცვა

ჯაბა კანკავა ნაკრებში რატომ უნდა გამოიძახო? ის დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს და ამხანაგურ შეხვედრაში რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც სლოვაკმა არ იცის ან არ უნახავს? თავისუფლად შეეძლო კანკავა დაესვენებინა და იმავე შემთხვევაში ლაშა პარუნაშვილი გამოეძახებინა.

დანიის ნაკრებთან რთული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მურთაზ დაუშვილს ვაისი ნაკრებში უხმობდა, რადგან ის კანკავას სტილის მოთამაშეა და მეტოქის შეტევების ჩაშლის პროცესში საკმაოდ დიდი როლი დაეკისრებოდა. ვაისის პრაგმატულობიდან გამომდინარე, დანიასთან სამ საყრდენ ნახევარმცველს მაინც უნდა ველოდოთ. გაფართოებულ შემადგენლობაშია ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ალბათ, ნაკრებში ვიხილავთ.

ახლა კი ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინოა.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე სუსტი გუნდია. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებში მუდმივად არის ტრავმიანობა, ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და არც ეს სანაკრებო პაუზა არის გამონაკლისი.

ამ დროს კი განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა ზარანდია და გიორგი ხარაიშვილი. ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულ შემტევ ნახევარმცველთა 90 პროცენტზე უკეთეს ფორმაშია და ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაკრების განაცხადში ყოფნას. ლუკა ზარანდიას მიმართ არასათანადო დამოკიდებულება აქამდეც იგრძნობოდა. არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეული მიკროკონფლიქტით იყოს გამოწვეული. ხოლო გიორგი ხარაიშვილის არგამოძახებას კი ახსნა არა აქვს.

ერთა ლიგამდე საქართველოს ნაკრებმა რა თამაშებიც უნდა ჩაატაროს, ყველა მატჩი ფორმალობაა და აუცილებლად უნდა მიეძღვნას "გუნდის" შექმნას, რომელიც გააზრებული კომბინაციებითა და გარკვეულ სათამაშო სქემაზეა მორგებული. ამ გუნდში ძირითადში თუ არა, სათადარიგოდ მაინც უნდა მოიაზრებოდეს ხარაიშვილი - ზარანდია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ტრავმიანობიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების გარეშე ყოფნა ჩვენთვის ჩვეული პრობლემაა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ორივე ფეხბურთელის სიაში მოხვედრა ვივარაუდეთ. "რუბინიდან" ნაკრებში მოხვდა ზურიკო დავითაშვილი და "დინამოდან" - ლევან შენგელია.

აგრეთვე, აღნიშვნის გარეშე არ მინდა ერთი ფაქტი დავტოვო, ყველა ნაკრები კოორდინირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ახლა იწყებს, მთავარ ნაკრებს კი შესარჩევით გასვლის შანსი არა აქვს. ხომ არ აჯობებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვაისს ცეცაძისთვის დაეთმო?

თავდასხმა

უთავდამსხმელობიდან გამომდინარე, ვაკო ყაზაიშვილს უკვე ფორვარდად მოვიაზრებთ, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა სხვა გზაც არ გვაქვს. არც სხვა არჩევანი გვაქვს, კარგა ხნის უთამაშებელ გიორგი ქვილითაის რომ არ ვუხმოთ.

alt2 დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altაზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის

მკითხველის კომენტარები / 55 /
გალაქტიონ პირდაპირ გეტყვი რომ ფეხბურთი იცი ზედაპირულად! გულშემატკივრის დონეზე ჟურნალისტის დონეზეც კი არა!!
nika-7
28 აგვისტო 2019 12:53
24
გეტანხმები , სხვა საქმიტ დაკავდეს ჯობია ..
gela
28 აგვისტო 2019 13:55
8
გადაგვაყოლებს ეს კაცი ამ ხუშტურებს.. ერთა ლიგის ნახევარფინალში, კაცმა არ იცის რომელი ნაფტალინიდან ამოღებული ფეხბურთელებით ვითამაშებთ.. ახლა თუ არ მივეცით კანდიდატებს შანსი, აბა როდის უნდა მივცეთ?
ქუთაისელი
28 აგვისტო 2019 17:37
6
მერამდენედ ვამბობ, ვაისისთვის გადაიზარდა ჩვენი ნაკრები, ბევრად უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, ვიდრე ვაისი მწვრთნელია. დუშვილი, დვალიშვილი, არველაძე, მერებაშვილი, კუპატაძე, რა დამსახურებისთვის არიან ესენი ნაკრების კანდიდატები და რით ვერ დაიმსახურა ეს ზარანდიამ და ხარიშვილმა, ჭანტურიშვილს რაც შეეხება, ჩემი აზრით ამ ბიჭს არაფერი გაუფუჭებია, რამდენჯერაც შანსი მისცეს. ვაისი რაღაც ძველმოდური ტიპაჟია და ჯიუტია.
ბმბ
28 აგვისტო 2019 14:02
9
100% ვეთანხმები ავტორს. რა უნდათ საერთოდ განაცხადში, ჭანტურიშვილსა და ჯიღაურას?
ზებედა
28 აგვისტო 2019 12:58
9
ჩვენ გვყავს ნაკრებში ორი ფეხბურთელი რომელთაც ქვია ფეხბურთელები ჩაკვეტაძე და მცველი კვირკველია, დანარჩენს ვინც გინდა გამოიძახეთ დაბალი დონის მოთამაშეა ყველა . მწვრთნელში კიარა ფეხბურთელებშია პრობლემა, ვერ ხედავდით დანიელები რას დაფრინავდნენ ესენი ბუშტივით იბერებიან
ემირი
28 აგვისტო 2019 13:14
8
მოაცილეთ ეს კაცი ნაკრებს,ამან რაც იცოდა გააკეთა მეტი არ იცი, ამის ხელში ვერც ბელარუსის იქით ვერ წავალთ,იმიტომ რომ მეტი არ იცის, რაცხა შანსი მოგვეცა საცხა მოსახვედრად და ნუ გავანიავებინებტ ამ უნიჭო კაცს
კეთილისმსურველი
28 აგვისტო 2019 16:39
5
ვაისს არ უყვარს გახსნილი ფეხბურთის თამაში. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებს და თავდამსხმელამდე არ მიდის. ვაისს წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და იმედია აღარ გაუგრძელებენ. მომბეზრდა ვაისის უფანტაზიო ფეხბურთის ყურება. ახალი მწვრთნელის ნახვა მინდა.
Zura
28 აგვისტო 2019 16:44
2
ცუნცულა კობიაშვილის ბრალია რო მოგვაჯდა ეს მწვრთნელი თავზე და უკვე იმასაც კადრულობს 7 მცველით რომ არ ვითამაშო 0:5 ის ნაცვლად 0:8 წავაგებო , ამოვიდა ყელში ეს კაცი თამაში დაწყებული არა რომ 10 კაცით გამოვდივართ მოედამზე იმიტომ რომ 1 მაინც ყველა ვარიანტში არასწორად ყავს დაყენებული ამ უვიცს ... ან რა აზრი აქვს რომელ შემტევს გამოიძახებს და რომელს არა ?! მაინც 9 მცველით მეკარით და 1 "შემტევი ჩამშლელით" გამოვალთ მოედანზე ))) საშინელი კაცი ...
ექსპერტი )
28 აგვისტო 2019 16:53
7
ვაისი სპეციალისტია (ჩვენთან თუ არა სხვაგან გარკვეული მიღწევები აქვს, ფაქტია) მაგრამ ვიწრო დიაპაზონით. ერთხელ ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გადახედვის უნარი არა აქვს თუნდაც პირველი შთაბეჭდილება იყოს მცდარი; ამიტომ ჰაყვს 'ამოჩემებული' მოთამაშეები (ისე უნდა ჩააგდო თამაშები როგორც ყაზაიშვილმა გააკეთა რომ აღარ გამოგიძახოს). ეს ხარაიშვილზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა. დებიუტი კიტეიშვილთან ერთად ჰქონდა და მართლა ძალიან უფერულად ითამაშა. ვაისმა კიტეიშვილი შეაქო და ხარაიშვილი კი 'სამუდამოდ' დაივიწყა, და ეხლა რომ შვედეთის ლიგის ერთ ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა არაფერს ცვლის მაგისთვის. მოკლედ საშუალო სპეციალისტია, შემოქმედებითი უნარი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი მაგრამ კარგად იცის მაგისმა გუნდმა რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს და მაგით არჩევს ფეხბურთელებს და მაგით გადის ფონს.
გიორგი
28 აგვისტო 2019 17:25
1
სტატის ავტორს მადლობა გამბედაობისთვის რომ მწვავე კრიტიკული სტატია მიუძღვენი, 1) 21 წლამდელებში ეთამაშათ ახალგაზრდებს კარგი იქნებოდა ნამდვილად 6 ქულის აგება არ გვაწყენდა, 2) ზარანდიას რაც შეეხება ვინც უყურებს მის თამაშს აშკარად წონაში მომატებული აქვს თუ დაიკლებს კარგს იზავს, მარა მაინც უნდა გამოეძახა... 3)ხარა და პარუნაშვილისეზონიდან ზეზონამდე 90 წუთს ტამაშობენ და მიკრო ტრანვებიც არ ქონიათ მე არ მახსენდება მათზე რომ რაიმე სახის თრანვა ქონოდათ ღმერტმა ჯამრთელები გვიმყოფოს როგორც ეგენი სხვა დანარჩენი სპორცმენები, ამხელა პრაქტიკა ფიზიკურად მომზადებულიები არიან და რაც მტავარია მაგალი დონის ჩემპიონატში თამაშობენ, ვინც მაგათ მაგივრად არიან ნაკრებში იმათან შEდარებით, კანკავაზე ვეთანხმები რომ უნდა დაესვენა ჩვენს კაპითანს.. 4) ამ ყაზაიშვილს არ გამოდის ცენტრფორვარდად თამაში და მერე ვაკრიტიკებთ ვქოლავთ ამდროს სხვა პოზიციის ფეხბურთელია, ქვილითაია არ უნდა გამოეძახებინა იმიტომ რომ ამსეზონში 10 წუტი ითამაშა სულ და მაგის უპრაქტიკობა არ და ვერ ადგება ჩვენს ნაკრებს, ვაისსის არა პროფესიონალიზმი კიდევ ერტხელ გამოჩნდა, ქართველ ფეხბურთელებისადმი არ აქვს ინფორმაცია, დაკოპირებული სიით დადის არ დადის მასე ჩAნს აშკარად, კუპატაძე რატომ უნდა იყოს ნაკრებში როცა ალავიძე მართლა მშვენიერი მეკარეა, უსამარტლობა იყო და გრძელდება სამწუხაროდ,
va-le
28 აგვისტო 2019 14:39
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული