ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნიკანორ მელიამ თბილისის "დინამოსა" და ჩისკოზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: www.unm.ge

საქართველოს პარლამენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ საკუთარ "ფეისბუქ-გვერდის" საშუალებით თბილისის "დინამოს" შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც კლუბზე, "დინამოს" ამჟამინდელ დამრიგებელ ჩისკოსა და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას შესახებ იყო საუბარი .

"დინამო თბილისში როცა გადავედი, მინდოდა მწვრთნელზე შთაბეჭდილება მომეხდინა და ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მივედი. იქ არავინ იყო. კიდევ ორი საათი გავჩერდი. არავინ არ ჩანდა. მერე ლორიამ დამირეკა დღეს გუნდელის ბავშვის ნათლობაა და არ მოვდივართ ვარჯიშზეო." - ჩისკო (დინამოს ესპანელი ფეხბურთელი)" - დაწერა ნიკანორ მელიამ.

Sportall.Ge
როგორც
აღმოჩნდა, ტექსტში გადმოცემული ამბავი მოგონილი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თავად მელიამ აღნიშნული ამბის დადასტურება ან უარყოფა ჩისკოსაგან მოითხოვა, გიორგი ლორიას, კი როგორც ჩანს ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ენდობა.
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ