"დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა - რომან გოცირიძე უეფას სანქციას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "დინამოს" მიმართ უეფას მიერ დაწესებულ სასჯელს ეხმაურება.

"თბილისის "დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო "დინამოს" სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა.

ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში
მსგავსი ბანერის გვერდით.

უეფამ, გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.

"დინამო" უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველი გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები", - წერს რომან გოცირიძე.

თბილისის "დინამო" უეფამ ფანკლუბის წევრების მხრიდან ფაშისტური სიმბოლიკის გამოფენის გამო დასაჯა. ქართულმა კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უეფამ სასჯელი ძალაში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეტყობა ფიფიას ფული სთხოვეს და არ მისცა ამ დეგენერატებს,არა ფეხბურთშიც რომ ეტენებიან,კერძო კლუბია და თავი დაანებეთ,თუმცა პოლიტიკოსი და კაცი სად გვინახავს,დააჯარიმეს და გადაიხდის ფიფია,ფაშისტური თქვე არაკაცებო ცნობისათვის თუ იცით რომელმა პოლიტიკოსმა შეუსრულა ხალხს 100პროცენტით ყველა დანაპირები,პასუხი, ჰიტლერმა,მე ჰიტლერის მსოფლ მხედველობას კი არ ვიზიარებ,ჰიტლერი ხალხს ჰყოფდა რასის მიხედვით,ბერნარდ შოუ კი სოციალური და კლასის მიხედვით და ორივე არ დაგიდევდათ განადგურებას,ერთი რასობრივად მეორე კლასობრივად იმ ეპოქაში ასე ფიქრობდნენ,ჩვენი პოლიტიკოსები კი ოღონდ თვითონ იყონ კარგად და სულ ფეხებზე ჰკიდიათ რასაც,კლასიც,ერიც და სახელმწიფოც,არჩევნებზე ნახავს ოცნებაც და ნაციონალებიც,ერი რასაც ფიქრობს,მე ბათუმელი ვარ და ბათუმს ვქომაგობ,მაგრამ ყველაზე დალაგებული გუნდი,ბაზა გინდა,ბავშვთა აკადემია დინამო თბილისს აქვს და ახლა ამათი საჯიჯგნი უნდა გახდეს?თუ იყო რაღაც დააჯარიმეს ბატონო და გადაიხდის კლუბი ამათ ვინ ეკითხება.
გოჩა
21:45 13-10-2019
1
უპასუხისმგებლოდ დინამო კი არა გოცირიძე იქცევა. დაგვღალა ხალხი ამ კუპონისტის ბჟუტურმა. რომანჩიკ შენ შენ ნაცბანდას მიხედე და ფეხბურთს სხვები მიხედავენ.
მერაბი
09:03 15-08-2019
1

სიახლეები პოპულარული