საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
რას შვებით ხალხო რას !!!! რას გევხართ თუ ხედავთ ამას ?!!! ვინ ხართ თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ ? რა გიყოთ და რას დაგმსგავსათ ღვრძლმა და ბოღმამ ???!!!! მოიგო ნაკრება, ავად თუ კარგად მოიგო და მაინც 60 ნეგატიური კომენტარი, თან იმის ფონზე როცა 19 წალმდელებმა სამიდან სამი მოიგეს, ბოლოს ხორვტებსაც მოუგეს და იქ სულ 8 კომენტარია, ისიც 4 დამცინავი. ასეთი გულშემატკივრები არაფრის ღისები ხართ !!!
DAVE
16 ოქტომბერი 2019 10:29
10
უმეტესობას ჯიბის ბილიარდის და მიწის დამკის გარდა არაფერი უთამაშია ცხოვრებაში... ამიტომ არ მიკვირს ეს ექსტრემალური კომენტარები!
aburjga
16 ოქტომბერი 2019 18:40
2
ეს კანკავად მე-10 გოლია ნაკრებში!! ის გახდა მე-6 ქართველი ფეხბურთელი რომელმაც შეძლო ნაკრებში 10 და მეტი გოლის გატანა..
giorgi
16 ოქტომბერი 2019 10:25
0
"პოჩერკზე" ეტყობა ბევრს, თუ როგორი "ბოღმის" ბუკეტია...
tngh
16 ოქტომბერი 2019 16:11
6
აბა "პოჩერკი" ქართულად როგორ იქნება?
tngh-ს
16 ოქტომბერი 2019 17:03
3
chven nakrebs gamarjveba ar ekutvnoda, postalioni da potograpi ro tamachs chemogibrunebs da 2 gols gagitans , sircxvilit arc unda chamodioden sakartvelochi, loria ro ara cavagebdit , lorias umadlodet , da vaisi ar dagekargot arsad, mainc raari jvari xoargakvt dacerili am vaisze, gibraltartan ro gachirvebit moigeb, tpui, sircxvili da tavis mochra xart sakartvelosi erti sami pegburtelis gamoklebit, chipolinoebs ro ver mougeb, 38 clis pegburtel postalionma gagitanat burti , meti ragazea saubari, chemarcxvenlebi.
KUTAISELI
16 ოქტომბერი 2019 12:46
2
მხოლოდ პირველ ტაიმს ვუყურე და არ შემცდარვარ, ტკბილად დავიძინე))
leonsio
16 ოქტომბერი 2019 10:20
3
აზრზე ხართ რა სუსტი გუნდია? ჩვენი ნაკრები მიაწვა და გაუტანა :D ასეთი რამე მე პირადად ძნელად მახსენდება.
შეტევა
17 ოქტომბერი 2019 10:15
0
ეჰ,არ ტკიოდეს გელას ფეხი,ნახავდით მართლა სასწაულს,მაგრამ იღბალიც რომ ჩვენ წინააღდეგაა...
კახა ქ.
16 ოქტომბერი 2019 07:02
4
რომელიღაც ტოტალლიზატორი რომ ძალიან ხეირობს ცხადია, მაგრამ ფეხბურთელების წილი რამდენია ძალიან მაინტერესებს. რა ღირს ამათი ღირსება და პატივი.
izi
17 ოქტომბერი 2019 11:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული