ვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი
დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
წაყვანილი ყავდა მცველები და ჩამშლელები, გიბლარტართან თუ არ ათამაშებ ახალგაზრდებს, ზარანდიაზე და არაბიძეზე მაქვს საუბარი, აბა ვისთან უნდა ათამაშო? გიბლარტარს უფრო მეტი მომენტი და უფრო კარგი გუნდი იყო მეორე ტაიმში, უნდა ვაღიაროთ, რომ არ გაუმართლათ.
s.s.
16 ოქტომბერი 2019 12:37
2
ბატონო ვლადიმერ, მიზეზები არ გელევათ რა !!! შედეგის მიუღწევლობისას გამოყენებული ფრაზები: კონცენტრაცია დავკარგეთ, თავდასხმა აგრესიული არ იყო, ბევრი ტრავმირებული გვყავს, ნახეთ სად თამაშობენ მათი მოთამაშეები, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა, რთულ ჯგუფში მოვხდით და ა.შ. დაუსრულებლად. როდემდე ?!!!
........
16 ოქტომბერი 2019 12:04
5
92 წუთზე გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ რო შეცვლას აკეთებ ( დროის გასაყვანად ) შემოგყავს შუა მცველი ( იმის შიშით რო სტანდარტულიდან კიდე გოლი არ გაგიტანოს ) რაღაზეე უნდა ილაპარაკო
rodemdeeee
16 ოქტომბერი 2019 11:48
10
ნოემბერში შვეიცარია რომ მოგვიგებს, მაშინ ნახეთ გაპრავება:)
სააკაძე
16 ოქტომბერი 2019 11:42
8
შენ მაშინ გაგიმართლა კობი რომ პრეზიდენტი გახდა. კობის მაშინ გაუმართლა კალაძე ოცნების ლიდერი რომ გახდა. კალაძეს მაშინ გაუმართლა ბიძოს რჩეული რომ გახდა. მარა ჩვენ რა დავაშავეთ თქვენ ყველა არაფრის მაქნისები რომ გვერგეთ?
Geo_Dinamo
16 ოქტომბერი 2019 10:51
9
სამარცხვინო მწვრთნელი!!!!! და უფრო სამარცხვინო მისი მოხრეები!!!!!!
gurami
16 ოქტომბერი 2019 10:39
9
ეს რა ხდება, გიბრალტარი, სადაც ოცდააათიათასამდეა მოსახლეობა, მაშინ როცა მხოლოდ გლდანის რაიონში მოსახლეობა ორასიათას გადაცდა, თანაც ასეთი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა ხარ, სადაც ისეთი კლიმატია, როცა ზამთარშიც კი შეიძლება ვარჯიში,მაშინ როცა ზოგიერთ წარმატებულ ქვეყანაში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში წლის განმავლობაში ტემპერატურა 12 გრადუსამდეა....არ ვიცი რა უნდა ითქვას
ზურა
16 ოქტომბერი 2019 10:24
2
გლდანში 335000 ადამიანი ცხოვრობს
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 14:50
1
ვლად შენმა გონივრულმა და გამჭრიახმა გადაწყვეტილებამ გვიხსნა სამარცხვინო ფრისგან პირველად გაამართლა შენმა შეცვლამ,ნელ-ნელა იხვეწება ეს კაცი,იზრდება ნაკრებთან ერთად.თავიდან კი ვაგინებდით შენს მომყვანს,მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე და Vინც შენ გაგიშვებს იმათ გინებაზე გადავდივარ.ძლივს იპოვეტ შენ და ნაკრებმა თქვენი თამაში და ახლა შენი გაშვება არაფრით არ შეიძლება
lado
16 ოქტომბერი 2019 10:15
25
ამდენი წელია ტიპი გუნდს წვრთნის და ერთი-ორი შემტევი კომბინაცია ვერ დააყენა გუნდში რომ გუნდურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ვინმე გადიოდეს დასარტყმელად კარის მიმართულებით, ირლანდიასთან ბურთი ჩვენ გვეჭირა და მთელი მატჩი კარში ვერ დავარტყით!...
გულშემატკივარი
16 ოქტომბერი 2019 08:59
8
გეუბნებით დაგვღუპავს ეს კაცი თქო შეგვარცხვენს ევროპის მასშტაბით, მოაშორეთ სანამ დროა, ვერ გავცდებით ბელარუსს! დროა უკვე ფედერაციამ ეძებოს ვინმე გამოცდილი და ამბიციური ახალგაზრდა მწვრთნელი ან გერმანელი ან ჰოლანდიელი ანაც ესპანელი სხცა ჩვენ ვერ აგვათამაშებს თანამედროვე ფეხბურთს!
გულშემატკივარი
16 ოქტომბერი 2019 08:55
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული