სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ორი დღეა ჩემს კორექტულ კომენტარებსს არ დებთ. რაშია საქმე? თუ "გამაშავეთ", გამაგებინეთ და აქ აღარ შემოვიხედავ!
aburjga
21 ნოემბერი 2019 16:48
3
შენ კი ხარ გასაშავებელი!
aburjga-ს
21 ნოემბერი 2019 17:46
0
ერთი და მორჩა. ვაისმაც და თქვენც ძალიან კარგად იცით და სულ რომ ვაისის შემცვლელი მოვიდეს იმანაც იცის ჩვენი ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც უნდა გამოიძახო და ისურვო გაზაფხულისთვის სასურველ ფორმაში სათამშო პრაქტიკით. ლორია, კვერკველლია, კაშია, კაკაბაძე, ხოჭოლოვა,კანკავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია. უბრალოდ ვაისმა უვე იცის ვის რისი თავი აქვს და გარკვეული ტაქტიკური მონახაზიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. ახლი ფიზიკურად ვერ შეძლებს თავისი ხაზის გატარებას და მგონია სულ აირევა გუნდი. ამ ნაკრებით კიდე დარწმუნებული ვარ ბელორუსიასაც მოვუგებთ და ფინალშიც წარმატება ჩვენ მხარეს იქნება.სათადრიგოსაც ჩამოვწერ თუ გნებავთ. მაკარიძე, ტაბიძე,ხარაბაძე, გრიგალავა, ანანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აბურჯანია, შენგელია, პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, ლობჯანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზარანდია, ზივზივაძე.
DAVE
21 ნოემბერი 2019 11:26
4
ბევრს წერენ ქართული სტილი გვინდაო. ეს ქართული ფეხბურთი რომელია, ერთი გამაგებინეთ?! შეტევა-შეტევა-შეტევა? 3-2-5, დუბლვეთი ითამაშონ? ერთში მართალი ხართ, ქეცბაია რასაც ათამაშებდა, ეს არ იყო ქართული ფეხბურთი, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი. თუმცა 10 თუ 12 თამაში ზედიზედ რომ არ წავაგეთ, ძალიანაც გვიხაროდა. მერე გაარჩიეს, ეტყობა, ის ფეხბურთი და დაგვანგრია ყველამ. რა იყო მაშინ საზიზღარი ჩვენ თამაშში? პირველ რიგში გაუთავებელი პასი უკან. ერთ თამაშში დავუთვალე დაუშვილს, წინ მხოლოდ ერთხელ (1-!) მიაწოდა ბურთი. ტონი კროოსი, ბევრს არ მოსწონს, რა თამაშს თამაშობსო? ჰო და აღმოჩნდა, რომ მატჩის დროს 95% მისი პასის წინაა და მათ შორის მწვავე (ანუ როდესაც პარტნიორი რაღაც ხიფათის შემქმნელია) ყოველი მესამე. ჩვენი თამაშის ამ კუთხით სტატისტიკის დამთლელი არავინაა, რატომ არ ქვეყნდება? თუნდაც ჯაბა ავიღოთ! მართალია მწვავე პასებს ნაკლებს იძლევა, მაგრამ იმდენჯერ ჩაჭრის ბურთს, მოიგებს ორთაბრძოლას, ანუ უბრუნებს ბურთს თავისისანებს, რომ აღფრთოვანდები და გაოგნდები. რა თქმა უნდა მისი ადგილი არის გუნდში, მაგრამ 10 კანკავა რომ დააყენო, ეს ნიშნავს, რომ გოლს თითქმის ვერც გაიტან და არც გაუშვებ. ეს პატარა ვითომ და ანალიზი ექიმმა გავაკეთე, მე კი პროფესიონალების მინდა! ოღონდ ზუსტად დათვლილ დაანგარიშებულზე დაყრდნობილი. სხვანაირად ვერ გავფრინდებით. მომავლის იმედით
alexandre
21 ნოემბერი 2019 10:21
0
როგორც ყოველთვის,ქართველები ვქილიკობთ ჩვენს ბიჭებზე და ეგრე არაა. ერთი პატარა შეცდომა მოუვათ ბიჭებს და ყველა აყაყანდებით ხოლმე,მაგრამ როცა გვერდზე დგომა სჭირდება გუნდს სად მიდიხართ და სად იმალებით ვერ ვგებულობ. ახალგაზრდულმა ჩაატარა 2 თამაში და ორივე მაღალ დონეზე,სადაც მსაჯმა გაგვწირა და ორივე თამაში წავაგეთ. რამდენი გამოხვედით და შეაფურცხუნეთ ფედერაცია რამე გაეკეთებინა? როდესაც გიორგი ლორიას შეურაწყოფა მიაყენა ვაისმა,რამდენი გამოხვედით და გვერდზე დაუდექით გიორგის,როდესაც კაშიას მთელი კომბლიანთა ჯგუფი დასდევდა და აგინებდა,რამდენი დაუდექით გვერდზე? დაფასება არ იცით არცერთი ადამიანის ამ ქვეყანაში. მუხტი,ჟინი და თავდადება ერთობლივად მოდის. როცა ერთ შეცდომაზე დედას გაგინებენ,არაფერს გპატიობენ და მერე თავდადებას გთხოვენ მაგარი პონტია. როცა ითხოვთ,რომ საუკეთესო გინდათ გუნდისთვის და გინდათ მაგარი ნაკრები,მაშინ იკითხეთ,ხართ კი გულშემატკივრობის იმ სტადიაზე,რომელსაც კარგი გუნდი ეკუთვნის? გულშემატკივრობა გგონიათ დედის გინება? სად არის ხსენებული პროგრესი გულშემატკივრობაში და რა არის ხელის შემშლელი ამაში? ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემა,რომელიც სისტემური ხასიათის არის და ეს ერთ-ორ დღეში არ მოგვარდება. გულშემატკივრის ამოცანა გულშემატკივრობა წაგებაზეც და მოგებაზეც,ხოლო საქმის გასაკეთებლად ფედერაციაში ხალხი გყავთ დაქირავებულები. თუ ვერ აკეთებენ საქმეს,მაშინ წავიდეთ და გადმოვისროლოთ შენობიდან. ვაისი გასაშვებია,არა იმიტომ რო გუნდს კარგად ვერ ათამაშებს,არამედ ლორიას შეურაწყოფის გამო. ქვეყნისთვის თავი რო დადოს ადამიანმა,მას უნდა უფასებდნენ თავდადებას,აზრი უნდა ქონდეს ამას და ეს ხდება კი? იცი რა,შენ ქართველი ხარ და ვალდებული ხარ ითამაშო,თუნდაც სერიოზული ტრანვის ხარჯზე,მაგრამ გავიწყდებათ რო ოჯახები ყავთ ამ ბიჭებს,რომლებსაც რჩენა უნდათ. როგორც თქვენ უფრთხილდებით სამსახურებს,არ გინდათ დაკარგვა და ყველაფერს უსრულებთ უფროსებს(არ შეადაოთ ეგრეა ამ ქვეყანაში),მაშინ რატომ უნდა შეიქმნან პრობლემა ბიჭებმა. დაანახეთ გვერდზე დგომა,დანახეთ გულშემატკივრობა და თავს არ დაზოგავენ. დაბალი კლასის რომელია ჩვენი ფეხბურთელი? პოგბასავით რეკლამირება რო არ აქვთ,მაგიტომ არიან დაბალი დონისანი? თუ ამ დანგრეულ ქვეყანაში რო დაიბადნენ? შეხედეთ კიტეიშვილის პროგრესს და მერე აღარ გექნებათ წარმოდეგნა რო დაბალი დონისანი არიან.ჩართავენ ბარსას თამაშს ან ლივერპულისას და იგივეს სთოხვენ ბიჭებს,რომლებსაც წესიერი პირობებიც კი არ აქვთ სათამაშოდ. ძლივს ვინმემ ფული ჩადო ამ სფეროში და შეუვარდნენ,კრძალავენ. ხოდა თუ რამე არ ვითარდება,ქართველი ხალხის გაუნათლებლობის ბრალია და არა ფეხბურთელების სიზარმაცის. ფეხბურთელებს არავინ აკრიტიკებს და არ აგინებს,რადგან ის ისევ მოედანზე უნდა გავიდეს. შეცდომები კი ყველას მოსდის. გულშემატკივრობა ვისწავლოთ და მერე მოვთხოვოთ ფეხბურთელებს თავდადება. სლოვაკებმა რა აკადრეს გუნდს,ქვეყანას და ვნახავთ,რა პასუხი გვექნება ამაზე,როცა აქ ჩამოვლენ. იმედი ვიქონიოთ,რომ ორივე თამაში ერთ დროს არ დაიწყება და ფედერაცია აქ მაინც შეგვიწყობს ხელს. გამოვიდნენ აქ პროფესორები და ქვეყნისათვის თავდადებული გმირები. ფეხბურთელს თავი განებეთ და თქვენს ჯამში იყურეთ,იქნებ იქ უფრო მეტი ნაგავია ჩაყრილი.
ზედა მეზობელი
21 ნოემბერი 2019 10:04
1
რა პროგრესზეა საუბარი აქ რომ პროფესორობთ ზოგიერთები, ერთი დაითვალეთ ბოლო ორ შესარჩევ ციკლში რამდენი თამაში მოიგიგო ნაკრებმა და ვის მოუგო ან რამდენი გოლი გაიტანა და ვის გაუტანა,ქათული კლუბების გამოსვლაზე ევროტურნირებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს,ხოდა სად ხედავთ პროგრესს მაინტერესებს? წავიდა დისლაიქებიიიი.
me
21 ნოემბერი 2019 09:47
5
რომ ამბობთ პროგრესი არ არისო და ბოლო 4 ციკლში მარტო 6 თამაში მოვიგეთ და როგორ შეიძლებაო, და მერე მწვრთნელს რომ აბრალებთ, ირლანდიას მაინც როგორ ვერ გაასწროო, ერთ რამეს გკითხავთ:ვინ გვყავს გოლის გამტანი ფეხბურთელები და თითოოროლა ვინც გვყავს, რამდენი თამაში იყვნენ უტრავმოდ და ფორმაში (ოქრი, ჯანო, მჭედლიძე, პაპუნაშVილი???) ერთI ჯანმრთელი ყაზაიშVილის იმედად ითXოვთ პრემიერლიგის გუნდებში მოთამაშე ირლანდიის გასწრებას? ჩაკვეტაძე როგორც კი გამოჩნდა, გუნდმა მოგება დაიწყო( მერე რა, რომ სუსტებთან, იქნებ ძლიერსაც მოუგოს, ვაცადოთ) როცა ეს ერთი კაციც არაა, ვაისმა გაიტანოს გოლი?პროგრესის არარსებობა ფეხბურთელთა არარსებობის პირდაპირპროპორციულია, ვაისს კი თავისი მინუსებიც ეყოფა
valderrama
21 ნოემბერი 2019 09:05
4
გვეყოფათ ფეხბურთის სახელმწიფოს ხარჯზე ყოფნა და თან წუწუნი, საჭმლის ფული არა აქვთო აბა შეადარეთ ფეხბურთელების (უმაღლესი ლიგა) საშ.ხელფასი რამდენია და მთლიანად საქართველოში რამდენია. თან ჩვენ ვმუშაობთ ისინი კი ,,თამაშობენ"და თანაც ნერვებს გვიწეწავენ , ითამაშონ, აიმაღლონ კლასი მიაღწიონ წარმატებებს და დაიფინანსონ თავი ვინ უშლით.
ლევანი
21 ნოემბერი 2019 08:48
0
დიდი პროგრესი, რაც ვაისის დამსახურებაა და ამას არ ვუკარგავ არის შემდეგში: 1. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და ფეხბურთელები მეგობრულად და ლაღად არიან, რაც დიდწილად განაპირობებს თამაშის ხასიათს. 2. ნაკრებმა ძალიან კარგად ისწავლა დაცვიდან შეტევაში დინამიურად გადასვლა, სწრაფი პასებით. 3. ბურთს როგორც კი ვიღებთ ვფიქრობთ შეტევაზე, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა, რადგან ქართული ფეხბურთის საშIნელება იყო მუდმივად უკან პასები, ქეცბაიას დროს, იქამდეც სულ! 4. გამოიკვეთა სტაბილური ძირითადი ბირთვი, ფეხბურთელები გრძნობენ რომ თუ ძირითადში არიან, ესეიგი სამომავლოდაც აქვთ პერსპექტივა ნაკრებში და მეორე ტაიმის ბოლომდე სტაბილურად თამაშობენ , წყნარად. მინუსები კიდევ ყველაზე სამწუხარო რაც ამ კაცს აქვს არის: 1. საერთოდ ვერ გრძნობს როდის ტრიალდება თამაშის ხასიათი მისი გუნდის საწინააღმდეგოდ 2. ვერ ხვდება როდის და რა ცვლილება უნდა გააკეთოს, თან იმდენად მცდარია ხოლმე და დაგვიანებული მისი შეცვლები, რომ სრულიად აღმაშფოთებელია. ჩემთვის ძირითადათ ეს ორი მინუსი აქვს ნაკრებში მის მოღვაწეობას, რადგან ზარანდიას და არაბიძეს არ გამოძახება შესაძლოა გუნდში ატმოსფეროს გაფრთხილებაც იყოს, მაგრამ მეორე ტაიმის შეცვლების გაკეთების პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის ფარავს ყველა მის პლიუსს. თუ დაიყენებს გვერდით ვინმეს, ვისაც ანდობს მეორე ტაიმში შეცვლების გაკეთების დროს და ხასიათს დავტოვებდი ნაკრებში. რაც მთავარია ზედ ბელარუსის მატჩის წინ შეცვლაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაურია!!! აქამდე გაეშვათ ამ დალოცვილებს, ან ეხლა დატოვონ ცოტა ხანი. ზედ მატჩის დროს უშვებენ ?
გადასარევი გიორგი
21 ნოემბერი 2019 02:19
6
ჩვენი პრობლემა ზოგადად იყო და არის პროფესიონალიზმი. როცა უნიჭიერესი და უძლიერესი ფეზბურთელები გვყავდა არ იყო ელემენტარული წესრიგიც კი გუნდში იმიტომ, რომ ისედაც არეული პერიოდი იყო ქვეყანაში და ეს დაეტყო ყველა სფეროს და ვერ მოვაბით თავი ორგანიზებული გუნდის შექმნას. ამაში ჩვენში არსებული კორუფციაა დამნაშავე, ე.ი. ისევ ჩვენშია პრობლემა. ეხლაა და არ გვყავს მაშინდელი ნიჭის და გაქანების ფეხბურთელები მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი თავმოუბმელობის გამო ვერ ვახერხებთ ძლიერი გუნდის შეკვრას, იმიტომ რომ ისევ და ისევ არ არსებობს ჟინი იმისა რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე. ამაში დამნაშავეა როგორც ფედერაცია ისე თვითონ ფეხბურთელები. მათ არ აქვთ ამბიცია იმისა რომ სახელი მოიხვეჭონ მსოფლიოში და პატივს სცემდნენ მათ მაღალი დონის ფეხბურთის თამაშის გამო. ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს ხორვატია, ჩაუღრმავდით რატომ არიან ხორვატი ფეხბურთელები ასე მოთხოვნადები და რატომ აღწევს ნაკრები ამხელა წარმატებებს და აქ ძალიან ბევრი ფაქტორია, როგორც პიროვნული ასევე ორგანიზაციული და რაც მთავარია ეროვნული, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს.
Patrioti
21 ნოემბერი 2019 02:13
0
კორუფციის ჭაობშია ქართული ფეხბურთი და არა მარტო,გამორიცხეთ წარმატება. გული მტკივა ამ ყველაფერზე.
გიორგი
21 ნოემბერი 2019 01:38
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული