22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დაესწრნენ.
კენჭისყრა იაშვილმა შეაფასა:"ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში.
ეს თითოეული ქართველის ოცნება და
მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
არ არის სწორი ამდენი ხალხის მივლინებაში ამდენი ფულის ხარჯვა კლუბებს საჭმლის ფული როცა არ ააქვთ! მე ასე ვფიქრობ!