30 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება და უკრაინის ნაკრები, რომელმაც შესარჩევ ტურნირზე ჩინებულად იასპარეზა და ფინალური ტურნირის საგზური ვადამდე პირველი ადგილით მოიპოვა, მეტოქეებს შეიტყობს.
უკვე ცნობილია ანდრეი შევჩენკოს გუნდის შესაძლო მეტოქეები: პორტუგალია, თურქეთი, ავსტრია, ჩეხეთი და შვედეთი მესამე კალათიდან.
აგრეთვე საქართველო, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი და ჩრდილოეთ მაკედონია მეოთხე კალათიდან, რომელიც მარტში ერთა ლიგის გათამაშების შემდეგ გაირკვევა.
Football.ua-მ გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვის ისურვებდნენ მეტოქეებად. რესპოდენტთა 46%-მა მესამე კალათიდან მეტოქედ ჩეხეთი ისურვა, ხოლო მეოთხე კალათიდან ბელარუსი (40%).
გამოკითხულთა 24%-ს უნდა
უკრაინა ევროპირველობაზე მეოთხე კალათიდან საქართველოს შეხვდეს - შემდეგ მოდიან: ჩრდილოეთ მაკედონია (15%), კოსოვო (13%) და რუმინეთი (8%).