ვაისი ნაკრების ფეხბურთელების თამაშის სანახავად კვიპროსსა და თურქეთში ჩავიდა და აი, რა ნახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ეროვნული გუნდის ფეხბურთელების თამაშის სანახავად ჯერ კვიპროსში, ხოლო შემდეგ თურქეთში იმყოფებოდა:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თურქეთში ქართველი ლეგიონერების მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდა. ვლადიმირ ვაისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად ანტალიის რეგიონში ჩავიდა.

4-9 თებერვალს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველი ფეხბურთელების მატჩების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან. ზამთრის შესვენების პერიოდში საკუთარ კლუბებთან ერთად ანტალიის რეგიონში იმყოფებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა, ელგუჯა ლობჯანიძე,
ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა პარუნაშვილი და გია გრიგალავა. მატჩებზე დასწრების გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელს კომუნიკაცია ჰქონდა ქართველ ლეგიონერთა კლუბების სამწვრთნელო შტაბებთან.

თურქეთში ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო", რომელსაც აგრეთვე სტუმრობდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

თურქეთში ჩასვლამდე ვლადიმირ ვაისი კვიპროსში "ანორთოსისის" მატჩს დაესწრო, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ჯანო ანანიძე ირიცხება. თურქეთის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევროპაში მოთამაშე სხვადასხვა ლეგიონერის მატჩებზე დასწრებას გეგმავს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედიც კარგია,როგორც რუსები ამბობენ ნადიეჯდა ბოლოს კვდებაო
maxo
12 თებერვალი 2020 00:22
0
ტაისონა მართალია, მაგას ვიძახი 2 წელიწადია. მხოლოდ იმ ფეხბურთელების მეიმედება, რომლებსაც სათამაშო დრო ნაკლებად, ან ვააბშე არ ეძლეოდათ. ბოლო ერთ წელიწადში ამ ჩარეცხილი ბიჭებისგან რომ დაეკომპლექტებია გუნდი და შეეთამაშებინა, ეხლა წელგამართული ვიქნებოდით. ნუ ბელარუსთან კიდე გვაქვს შანსი, მარა მერე ამ გუნდით მეეჭვება. ძველები დაბერდნენ და ვეღარ დარბიან, ან ფორმაში არ არიან, სასწრაფოდ დასაძახებელია ებრალიძე, ზარანდია, მჭედლიშვილი, ვაჩიბერაძე,ბერიძე, პარუნაშვილი, კიპრიდან მხოლოდ ლორიას და დაუშვილის იმედი შეიძლება გვქონდეს.ცენტრფორვარდად საბა ლობჟანიძეს დავაყენებდი.რიოკი აქ, პოზიციურად ძლიერია - კარგად არჩევს ადგილს, გოლის ალღო მაგარი აქ, დარტყმითაც ცუდად არ ურტყამს, თუმცა ამ კომპონენთში მომატება მართებს. მას რომ ამ პოზიციაზე დრო მისცემოდა, დღეს ცენტრფორვარდის პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა, ხოლო განაპირა შემტევის პოზიციაზე სხვებიც გვყავს.არაბიძეს რომ თავის დროზე მისცემოდა დრო, რასაც აშკარად იმსახურებდა, დღეს იგი კაი გუნდში და კაი ლიგაში იქნებოდა, არც ტრამვა ექნებოდა და ნაკრებიც ბევრად ძლიერი იქნებოდა. ვნახოთ.
vaso
11 თებერვალი 2020 14:50
3
ფეხბურთელების შეფასება- ლორია - მეკარე.ერთ ვარსკვლავებს ელოდა მისგან გულშემატკივარი მაგრამ ოფი და კრილია მაქსიმუმი იყო. ჯობია მაკარიძეს დაუთმოს ადგილი. ჯაბა კანკავა კაპიტანი. ბევრი ქების და რეკლამის მიუხედავად დაბალი დონეა. დნიპრო რეიმსი და ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატი თავად მეტყველებს ეს ფაქტი. გურამ კაშია - ამერიკის სუსტ ჩემპიონატის სუსტ გუნდში თამაში და სუსტად თამაში! ნიკა კვეკვესკირი- ისევ ყაზახეთი!!! ფაქტები ასახავს ყველაფერს! საკუთარ მოედანის ნახევარზე ბურთის გორება და თრევა არაა თამაში! ნიკა კაჭარავა- ამდენი წელი თამაშობს ნაკრებში და ერთი ნორმალური მომენტი არ მახსოვს ამ "თავდამსხმელისგან". ამათ გარეშე უკეთესი ნაკრები გვექნება! ოქრიაშვილი ანანიძე ეს ცალკე თემაა რატომ ვერ თამაშობენ! ჩაკვეტაძე ზარანდია არაბიძე პაპუნაშვილი ლობჟანიძე კვარაცხელია დავითაშვილი კიტეიშვილი ხარაიშვილი ამათი მეიმედება მომავალში!
Taisona
11 თებერვალი 2020 12:37
6
დააკვირდეს თორე იმწუთში დასკვნა არ დადოს.მაგას თავს თუ მოაძრობ და ახალს დაუყენებ, თორე მაგისგან აწი არაფერი გამოვა. ისევ ბიჭები თუ ივარგებენ. მაგრამ რათ გინდა,ისევ უთამაშებელ "სასტავს"დააყენებს.
გრიგოლ1408
11 თებერვალი 2020 02:34
12
ძალიან კარგი მისი მოვალეობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ეს არის რომ დაკვირდეს ნაკრების ფეხბურთელების და შესაძლო კანდიდატების თამაშებს ძალიან კარგი რომ დადის და აკვირდება ერთი თვეღა დარჩა ისტორიულ შანსამდე სრულიად საქართველოს და თუ საქართველოს ნაკრები ჩავარდება(ღმერთმა ნუ ქნას) ვაისიც უნდა წავიდეს და ფედერაციაც უნდა გაყვეს უკან სრული შემადგენლობით მაგრამ ეს რათქმაუნდა ჩემი პირადი აზრია და პოზიცია!
გიორგი
10 თებერვალი 2020 22:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული